FANDOM


ადამ შეპჰერდი
Adam Shepherd.png
ადამ შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
53 (დაიბადა 1954 წლის 18 აპრილს)
სტატუსი
გარდაცვლილი (გარდა დასასრულ Drowning-ისა)
საქმიანობა
შეპჰერდს გლენის შერიფი
ორდერის წევრი
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
ახმოვანებს
ალ ბანდიერო

ადამ შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. იგი ალექსისა და ჯოშუა შეპჰერდების მამა და ლილიან შეპჰერდის ქმარი იყო.

Silent Hill: Homecoming რედაქტირება

შეპჰერდს გლენში დაბრუნებულ ალექსს ლილიანი ეტყვის, რომ ადამი „ჯოშუას ეძებს“. მოგვიანებით, ალექსი ადამს წმინდა გზის ეკლესიის სააღსარებო კაბინაში გამოელაპარაკება. ადამი, რომელსაც ჰგონია, რომ მღვდელს ესაუბრება, იტყვის, რომ მას თავისი ორივე შვილი უყვარდა და არც ერთი მათგანის დაკარგვა არ სურდა. იგი აღიარებს, რომ ალექსს ცუდად ექცეოდა, რადგან მასთან დაახლოებას გაურბოდა, ვინაიდან იცოდა, რომ იგი მსხვერპლად უნდა შეეწირა. მოთამაშის არჩევანზეა დამოკიდებული ალექსი ადამს აპატიებს, თუ არა. მისი გადაწყვეტილება თამაშის დასასრულზე აისახება.

მოგვიანებით, ადამი და ალექსი ერთმანეთს იმავე ეკლესიაში შეხვდებიან. ადამი, რომელიც ბოძებზე თოკებითაა მიბმული, ალექსს გაუმხელს, რომ იგი ომში არ იმყოფებოდა, არამედ ძმის სიკვდილის შემდეგ ფსიქიატრიულში მკურნალობდა. მისი საშინელი ბავშვობისთვის ადამი შვილს ბოდიშს მოუხდის, რის შემდეგაც მას ბუგიმენი შუაზე ვერტიკალურად გაჭრის.

თამაშის ბოლოს ალექსი შეიტყობს, რომ ადამს იგი ორდერის ღმერთისთვის უნდა შეეწირა მსხვერპლად, რაც იმიტომ არ მოხდა, რომ მანამდე შემთხვევით ჯოშუა დაიღუპა, რამაც შეპჰერდს გლენი არსებულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამავე დროს ალექსი მამისგან შეიტყობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას იგი ყოველთვის უყვარდა, მსგავსად ლილიანისა, რომელმაც შვილს სიკვდილის წინ იგივე უთხრა. ისინი მის მიმართ სიყვარულს იმიტომ არ იჩენდნენ, რომ მოგვიანებით მისი მსხვერპლად შეწირვა გაადვილებოდათ.

დასასრულ Drowning-ში (ქართ. „დახრჩობა“) ადამი ალექსს აბაზანაში დაახრჩობს, მანამდე კი მას ეტყვის, რომ მათ გვარს ჯოშუა გააგრძელებს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ჯოშუა ცოცხალია, თამაშში მომხდარი მოვლენები კი ალექსის წარმოსახვის ნაყოფი ყოფილა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი