საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
აილინ გალვინი
Dresseileen
აილინი Silent Hill 4-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
23
სტატუსი
დამოკიდებულია თამაშის დასასრულზე
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
ანა კუნეკე

აილინ გალვინი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. იგი ჰენრი ტაუნშენდის მეზობლად, 303-ე ბინაში ცხოვრობს. პატარაობაში მან უოლტერ სალივანს თოჯინა აჩუქა, რასაც ეს უკანასკნელი მთელი ცხოვრების მანძილზე ინახავდა.

Silent Hill 4: The Room[]

თავის ბინაში ჰენრი ჯოზეფ შრაიბერის მიერ გაკეთებულ ჭუჭრუტანას იპოვის, საიდანაც აილინის საძინებელი ჩანს. იგი ხან საწოლზე ზის და სივრცეს გასცქერის, ხან კი ოთახში საერთოდ არ იმყოფება.

თამაშის დასაწყისში აილინი მე-3 სართულის დერეფნის დასაგველად ცოცხს ეძებს, სინთია ველასკეზის სიკვდილის შემდეგ კი ფანჯრიდან სასწრაფოს წასვლას უმზერს. მეტროს სამყაროში მოგზაურობის შემდეგ ტელეფონზე მოსაუბრე აილინის ხმის გაგონებაა შესაძლებელი. იგი მეგობარს წვეულების შესახებ ელაპარაკება. შენობის სამყაროს შემდეგ ჭუჭრუტანიდან მეწამულისფერ კაბაში გამოწყობილი აილინი მოჩანს. ოთახში მყოფი აილინი ხან ტელევიზორს უყურებს, ხან კითხულობს, ხან იღლიას იპარსავს. ზოგჯერ იგი წუთით ჩერდება და კედელს ეჭვის თვალით უყურებს, შემდეგ კი საქმეს უბრუნდება. აილინს ოთახში კურდღელი რობი ჰყავს, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ, ჰენრის მსგავსად, საილენთ ჰილში ისიცაა ნამყოფი.

მეგობრის წვეულებაზე წასასვლელად გამზადებული აილინი ჰენრისთან ერთად უოლტერ სალივანის კოშმარულ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც მას უოლტერი მძიმედ დაჭრის. როდესაც ჰენრი მის ოთახში შევა, იგი სასტიკად ნაცემ აილინს იპოვის იატაკზე. მის ზურგზე რიცხვი 20121 არის ამოტვიფრული. აილინი მადლობას გადაუხდის პატარა უოლტერს და მას წასვლას სთხოვს, რის შემდეგაც იგი მოკვდება. ნამდვილ სამყაროში აილინს სასწრაფოდ წმ. ჯერომის საავადმყოფოში გადაიყვანენ. იგი სიკვდილს გადაურჩება, რადგან, სავარაუდოდ, პატარა უოლტერმა თავის ზრდასრულ თავს ხელი შეუშალა. გონზე მოსული აილინი კვლავ უოლტერის ჯოჯოხეთურ რეალობაშია. იგი ძლიერაა შეშინებული, თუმცა ჰენრის მიენდობა და გაჰყვება. მასთან ერთად იგი უოლტერის სხვადასხვა სამყაროებში იმოგზაურებს.

ალტერნატიულ საუს ეშფილდ ჰეითსში უოლტერის უბის წიგნაკის მოსაძებნად აილინი ჰენრის დაშორდება. იგი უოლტერის სევდიანი და ძალადობით სავსე წარსულის შესახებ შეიტყობს. როცა ჰენრი აილინთან დაბრუნდება, ეს უკანასკნელი მას ეტყვის, რომ უოლტერის მოსაძებნად მიდის. 105-ე ოთახში ისინი უოლტერის ჭიპლარის ნაწილს იპოვიან, რომელსაც ფრენკ სანდერლენდი წლების მანძილზე ინახავდა. აილინის საქციელი ამ დროს იმაზეა დამოკიდებული, იგი შეპყრობილია, თუ არა. თუ აილინი შეპყრობილი არაა, როდესაც ჰენრის ძლიერი თავისტკივილი დაეწყება და იატაკზე დაეცემა, იგი მას მიეშველება, შემდეგ კი მშვიდად იტყვის, რომ „იმ პატარა ბიჭის“ დასახმარებლად მიდის და გაიქცევა. ჰენრი მის შეჩერებას შეეცდება, თუმცა ვერ შეძლებს. თუ აილინი ნაწილობრივაა შეპყრობილი, იგი ჰენრის არ მიეშველება. იგი განაცხადებს, რომ უოლტერის დასახმარებლად მიდის და ნელი უკუსვლით დატოვებს ოთახს. თუ აილინი სრულადაა შეპყრობილი, იგი ტკივილისგან დაუძლურებულ ჰენრის მივარდება და ქვითინით ზურგზე ხელების რტყმას დაუწყებს, შემდეგ კი ოთახიდან გაიქცევა. ჰენრი მის შეჩერებას ვერ შეძლებს.

302-ე ოთახში მისული ჰენრი შეპყრობილ აილინს იპოვის, რომელიც ეკლებიანი, მბრუნავი მექანიზმისკენ თავის მოსაკლავად მიემართება. თუ თამაშის მანძილზე აილინმა ბევრი დაზიანება მიიღო, იგი სწრაფად მოძრაობს და მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

თუ აილინი მოკვდება, მისი მკვლელობის თემა იქნება „დედა“, ნივთი კი - ხელჩანთა, რომლის პოვნა საავადმყოფოს სამყაროს ვესტიბიულშია შესაძლებელი. თუ თამაში აილინის სიკვდილით დასრულდება, ჰენრი რადიოთი შეიტყობს, რომ იგი წმ. ჯერომის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუ აილინი გადარჩება, ჰენრი მას საავადმყოფოში მოინახულებს და თაიგულს მიართმევს. დასასრულ Escape-ში აილინი განაცხადებს, რომ იგი საცხოვრებლად ახალი ადგილის პოვნას აპირებს, დასასრულ Mother-ში კი იგი საუს ეშფილდ ჰეითსში დაბრუნებას გადაწყვეტს, რის შემდეგაც სისხლიანი 302-ე ოთახი გამოჩნდება.

Advertisement