FANDOM


ალესა გილესპი
AlessaGillespie.PNG
ალესა Silent Hill-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
7 (Origins)
14 (Silent Hill)
დაიბადა 1969 წელს
სტატუსი
ცოცხალი (ჰითერ მეისონის სახით)
საქმიანობა
მიდვიჩის დაწყებითი სკოლის მოსწავლე
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill: Moblie
Cage of Cradle (კამეო)
Silent Hill: Origins
Silent Hill 3 (ნახსენებია)
ახმოვანებს
სანდრა უეინი (Silent Hill)
ჯენიფერ ვუდვორდი (Origins)

ალესა გილესპი Silent Hill-ისა და Silent Hill: Origins-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. იგი დალია გილესპის შვილი იყო, რომელიც ფანატიკოსთა კულტმა ორდერმა ცოცხლად დაწვა, რათა მასში ღმერთის ემბრიონი ჩასახულიყო.

ალესა სერიების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი პერსონაჟია, რომელიც საილენთ ჰილში მიმდინარე მოვლენების მამოძრავებელ ძალასა და კატალიზატორს წარმოადგენს.

წარსულირედაქტირება

ალესა დალია გილესპის შვილი იყო. მამამისის შესახებ არაფერია ცნობილი. ალესა და დალია ერთად ცხოვრობდნენ საილენთ ჰილში მდებარე მათ სახლში. თავის ოთახში ალესას პეპლების კოლექცია ჰქონდა. მას ასევე ორი თოჯინა ჰყავდა, რომელთაგანაც ერთს სკარლეტი ერქვა.

ალესა ძლიერი გონებრივი შესაძლებლობებით დაიბადა. იგი ტელეკინეზისს, წინათგრძნობისა და ასტრალური პროექციის უნარს ფლობდა, რომლის მეშვეობით მას ადამიანის მოკვლა ერთი გაფიქრებით შეეძლო.[1] ასეთი ძალის გამო მას მიდვიჩის დაწყებით სკოლაში თანატოლები ჯადოქარს ეძახდნენ. აქ ალესასთან არავინ მეგობრობდა და მის მერხზე შეურაცხმყოფელი წარწერები იყო ამოტვიფრული. ალესას დალია ხშირად სცემდა ხოლმე. მისი მასწავლებლის - კ. გორდონის თქმით, მას არასდროს უნახავს გოგონა ნაკაწრის ან ჩალურჯების გარეშე.

ალესას ერთადერთი მეგობარი კლაუდია ვულფი იყო, რომელსაც, ალესას მსგავსად, მოძალადე მშობელი ჰყავდა. ალესა მას თავის პატარა დად თვლიდა. როდესაც კლაუდიას 6 წელი შეუსრულდა, ალესამ მას ბარათი აჩუქა, წარწერით: „მე შენ ისე მიყვარხარ, თითქოს ჩემი პატარა და იყო. ეს შენთვისაა!“. ისინი ერთად კარტს თამაშობდნენ და ხატავდნენ ხოლმე. მარტოობისას ალესა მუდამ ურჩხულებს ხატავდა, თუმცა ოცნებობდა „კარგ დედიკოსა და მამიკოზე და მხიარულ სკოლაზე და ბედნიერ სამყაროზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ყველა იღიმოდა და იცინოდა“, ანუ ყველაფერ იმაზე, რაც მას და კლაუდიას არასდროს ჰქონიათ.

ალესა სამოთხის მოსვლაზე ოცნებობდა - ახალ მსოფლიოზე სიძულვილის, ავადმყოფობის, შიმშილისა და სიბერის გარეშე. მას ასევე სწამდა, რომ მსოფლიო ცეცხლით უნდა გაწმენდილიყო, სანამ მის ნაცვლად ახალი შეიქმნებოდა და თავის ამ ფიქრებს სამარადისო ბედნიერებასა და ნეტარებაზე, კეთილი ზრახვებით, იგი კლაუდიას უზიარებდა.

ალესა ორდერის წესების მიხედვით აღიზარდა. დალიას იგი ორდერის სამლოცველოში ხშირად დაჰყავდა, სადაც ალესა შუშაზე დახატული ღმერთისა და მისი მშობლების - ქალისა და კაცის გამოსახულებებს უცქერდა ხოლმე. ალესა ღმერთს ეთაყვანებოდა და მას თავის ლოცვებზე პასუხის გაცემას ევედრებოდა, თუმცა მისი სურვილი არასდროს ასრულებულა.

Silent Hill: Originsრედაქტირება

როდესაც ალესას შვიდი წელი შეუსრულდა, მისი გამოყენებით დალია თავისი კულტის „ღმერთის“ გამოძახებას შეეცადა. ამგვარი რიტუალი მანამდე ორდერის მიერ გატაცებულ რამდენიმე გოგონაზე შესრულდა, თუმცა არც ერთმა ცდამ არ გაამართლა. დალია რატომღაც დარწმუნებული იყო წარმატებაში (შესაძლოა, ალესას გონებრივი ძალების გამო). გილესპების სახლის მეორე სართულზე ორდერმა ალესა ცოცხლად დაწვა და, ამგვარად, თავის ღმერთს შესწირა მსხვერპლად. ცეცხლმოკიდებული სახლიდან უკიდურესად დამწვარი ალესა ტრევის გრადიმ გამოიყვანა. ამის მიუხედავად, დალიას გეგმამ გაამართლა და რიტუალის შედეგად ალესაში ღმერთის ემბრიონი ჩაისახა. თავად დალია ცეცხლს გაექცა და ხალხმა დაიჯერა, რომ შვილის „სიკვდილმა“ იგი ჭკუიდან შეშალა.

მას შემდეგ, რაც ტრევისი ალესას გადაარჩენს, უცნობი მიზეზის გამო, იგი გონებას დაკარგავს. ალესას ორდერი წაიყვანს და მას დალიას ანტიკვარიატის მაღაზიაში გადამალავს. ასტრალური პროექციის წყალობით ალესა ტრევისს სწორ გზას მიასწავლის და საკუთარი ბოროტი მხარის „გამოსამწყვდევად“ მას ფლაუროსს შეაქმნევინებს.

თამაშის დასასრულს, ტრევისის წინაშე ალესა ბავშვით ხელში წარდგება. მოგვიანებით, მის მეორე ნახევარს ჰარი მეისონი და მისი ცოლი საილენთ ჰილის გარეთ მდებარე გზის პირას იპოვიან. ბავშვს ისინი შერილს დაარქმევენ და მას საკუთარი შვილივით აღზრდიან.

დალიას მიერ შესრულებული რიტუალის შესახებ საილენთ ჰილის მაცხოვრებლებმა არაფერი იცოდნენ. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, ცეცხლი ბოილერმა გამოიწვია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ალისას ორდერი საავადმყოფო ალქემილაში გადამალავს. დალია და საავადმყოფოს დირექტორი მაიკლ კაუფმანი მას საავადმყოფოს საძირკველში მდებარე ოთახში გამოამწყვდევენ. ორდერი ხალხს დააჯერებს, რომ ალესა ხანძრის შედეგად დაიღუპა და მას „წმინდანად“ და „ღმერთის დედად და ღმერთის დად“ გამოაცხადებს. საავადმყოფოში ალესას ახალგაზრდა ექთანი - ლისა გარლანდი უვლიდა, სამაგიეროდ მას კაუფმანი ნარკოტიკით ამარაგებდა, რაზეც ლისა ძლიერ იყო დამოკიდებული. ალესას ჭრილობებიდან სისხლი და ჩირქი სდიოდა, რის გამოც იგი სახვევების ხშირ გამოცვლას საჭიროებდა და მას სუნთქვა უჭირდა.

თუმცა „ღმერთი“ ჯერ კიდევ ალესას საშვილოსნოში იმყოფებოდა, მას მისი შობა არ შეეძლო. ყოველდღე იგი აუტანელი ტკივილებით იტანჯებოდა, რადგან ღმერთი მას შიგნიდან ჭამდა, თუმცა არ კლავდა. დალია ალესას სიცოცხლეს გრძნეულების მეშვეობით უნარჩუნებდა, ასევე ღმერთიც იცავდა თავისი მშობლის სხეულს.

ალესა „სიკვდილზე უარეს“ დღეში იმყოფებოდა. იგი დაუსრულებელ კოშმარში იყო გამომწყვდეული, საიდანაც თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. იგი სიკვდილს ნატრობდა, თუმცა ეს კოშმარი შვიდი წელი გაგრძელდა. თოთხმეტი წლის ასაკში ალესა ჰარი მეისონმა გადაარჩინა.

Silent Hillრედაქტირება

ალესას მეორე ნაწილის (შერილის) დასაბრუნებლად დალია მას შვიდი წლის მანძილზე აწამებდა. საავადმყოფო ალქემილას სარდაფში გადამალულ ალესას ჰალუცინოგენურ წამლებს ასმევდნენ, რაც მის ტანჯვას უფრო აძლიერებდა. შერილის საილენთ ჰილში დაბრუნებისთანავე ალესას გონებრივი შესაძლებლობები ამოქმედდება. დალიას გეგმის ჩაშლის მიზნით იგი რეალობას შეცვლის, ქალაქს ნისლში გახვევს და მას საზარელი ურჩხულებით აავსებს. ყოველივე ეს ალესას წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენდა.

შერილის ხელში ჩასაგდებად დალია საილენთ ჰილში მოხეტიალე ჰარის დააჯერებს, რომ ალესა დემონია. იგი განაცხადებს, რომ სამაელის ხუთი ნიშნის დასმით ალესას ქალაქის ჯოჯოხეთურ პარალელურ განზომილებაში („სხვა სამყაროში“) გადაყვანა სურს და ჰარის ფლაურუსის გამოყენებას ასწავლის. ალესას შეჩერების შემდეგ ჰარი მიხვდება, რომ სინამდვილეში მეტატრონის ბეჭდების მეშვეობით ალესა სხვა სამყაროს საკუთარ თავში გამომწყვდევას ცდილობდა.

ბოლოს შერილი და ალესა გაერთიანდებიან, რის შედეგადაც ინკუბატორი შეიქმნება - გასხივოსნებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დალია ღმერთის შობას აიძულებს. თამაშის ერთ დასასრულში ჰარი თავად ინკუბატორს ებრძვის, მეორეში კი ამ უკანასკნელის ზურგიდან ამოსულ დემონ ინკუბუსს, რაც მას მერე გამოჩნდება, რაც ექიმი კაუფმანი ინკუბატორს აგლაოფოტისს შეასხამს. ორივე შემთხვევაში ღვთაება დალიას მოკლავს და ჰარის თამაშის მთავარი ბოსის სახით შეებრძოლება.

ინკუბუსის დამარცხების შემდეგ ალესას ფერმკრთალი გამოსახულება ნამდვილ სამყაროში დასაბრუნებელ პატარა პორტალს შექმნის და ჰარის ახალშობილს მიაწვდის, რომელშიც თავისი და შერილის სულებია გაერთიანებული. ჰარი ბავშვის თან წაყვანას გადაწყვეტს, რის შემდეგაც უკანასკნელი ძალებით ალესა ჰარის ირგვლივ არსებულ ცეცხლს შეაჩერებს და ღონემიხდილი იატაკზე დაეცემა.

იმ დღიდან მოყოლებული ალესას სული ამ ახალშობილში განაგრძობს ცხოვრებას. ჰარი მას ჰითერ შერილს დაარქმევს. თავისი წარსულის შესახებ ჰითერს არაფერი ახსოვს და იგი უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობს - რასაც ალესა ყოველთვის ნატრობდა.

Silent Hill 3რედაქტირება

საილენთ ჰილ 3-ში ალესას გატაცებისთვის შურისსაძიებლად კლაუდია ვულფი ჰარი მეისონს მოკლავს და ჰითერს მისი წარსული ცხოვრების შესახებ მოუყვება. მსოფლიოში სამოთხის მოსატანად კლაუდია ღმერთის დაბადებას გადაწყვეტს, რისთვისაც, მისი თქმით, ჰითერმა თავისი „ნამდვილი მე“ (ალესა) უნდა გაიხსენოს. ამგვარად, ჰითერის სახით, ალესა საილენთ ჰილში 17 წლის შემდეგ დაბრუნდება და მოგონებებს თანდათანობით აღიდგენს.

თამაშის დასასრულს ტბისპირა გასართობ პარკში ჰითერს ალესას მოგონება, მისი ბნელი ემოცია შეხვდება და შეებრძოლება, რათა იგი და ყველა დანარჩენი იმ ტკივილისგან იხსნას, რაც ღმერთის დაბადებას მოჰყვება.

მოგვიანებით, ჰითერი მამის მიერ დატოვებული აგლაოფოტისის აბის წყალობით ღმერთის ემბრიონს ამოანთხევს, რასაც კლაუდია გადაყლაპავს და ღმერთს დაბადებს, რომელიც ჰითერს თამაშის მთავარი ბოსის სახით შეებრძოლება. ჰითერი მას მოკლავს და შინ დაბრუნდება. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მშვიდად და ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი