FANDOM


ალექს შეპჰერდი
AlexFireaxe
ალექს შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
22 (დაიბადა 1985 წელს)
სტატუსი
უცნობია
საქმიანობა
არავითარი
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
ახმოვანებს
ბრაიან ბლუმი

ალექს შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-ის გმირია, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე თავის ძმას − ჯოშუას ეძებს. იგი ლილიან და ადამ შეპჰერდების შვილია.

Silent Hill: Homecoming რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

თამაშის დასაწყისში ალექსი ურჩხულებით სავსე საავადმყოფო ალქემილაშია. იქვეა მისი ძმა ჯოშუაც, რომელიც მას რატომღაც გაურბის. მას შემდეგ, რაც ალექსს პირამიდის თავიანი განგმირავს, იგი ტრევის გრადის სატვირთო მანქანის სკამზე გაიღვიძებს. ტრევისი მას მის მშობლიურ ქალაქ შეპჰერდს გლენში მიიყვანს.

ალექსი შენიშნავს, რომ ქალაქი ნისლშია გახვეული და დაცარიელებულია, გზები კი განადგურებულია. მას მოსამართლე მარგარეტ ჰოლოუეი შეხვდება, რომელსაც მისი დანახვა გაუკვირდება. ის მას სახლში წასვლასა და ლილიანის ნახვას ურჩევს. შინ მისულ ალექსს ლილიანი, რომელიც სავარძელში გაუნძრევლად ზის, ეტყვის, რომ ადამი ჯოშუას მოსაძებნად წავიდა. ალექსი მას ჯოშუას შინ დაბრუნებას შეჰპირდება და მისი კალთიდან რევოლვერს აიღებს. ამასობაში მას სარდაფიდან ხმა მოესმება, იქ ჩასული კი აღმოაჩენს, რომ მისი კოშმარების ურჩხულები სინამდვილეშიც არსებულან. როდესაც ალექსი მამამისის სანადირო ოთახს მიუახლოვდება, მას გაახსენდება, თუ როგორ მიუხურა ადამმა მას ოთახის კარი ბავშვობაში და, განრისხებულმა, მას იქ შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

პოლიციის განყოფილებასთან ალექსი თავის ბავშვობის მეგობარ ელ ჰოლოუეის შეხვდება, რომელიც დაფაზე დაკარგულთა სურათებს აკრავს. იგი ალექსს ამცნობს, რომ ქალაქიდან ბევრი ადამიანი გაუჩინარდა. ალექსი მას ეტყვის, რომ თავის ძმას ეძებს. მასთან კავშირის შესანარჩუნებლად ელი ალექსს რადიოს გადასცემს, რომელიც მას დეპუტატმა უილერმა მისცა. თავის სახლთან მდებარე სასაფლაოს დათვალიერების შემდეგ ალექსი კურტის აკერსის ძველმანების მაღაზიაში შევა და მას ლილიანის რევოლვერის შეკეთებს სთხოვს, თუმცა, ბოლოს მას სხვა იარაღზე გადაცვლის. აქ იგი შეიტყობს, რომ ქალაქში ყველა საათი 2:06-ზეა გაჩერებული.

გრანდ ჰოტელში ალექსი ქალაქის მერ სემ ბარტლეტს შეხვდება, რომელიც მან ადრე სასაფლაოზე ნახა, თუმცა ვერ იცნო. ბარტლეტის ვაჟი ჯოუი და ჯოშუა უწინ მეგობრები იყვნენ. ალექსი ბარტლეტს სასაფლაოზე ნაპოვნ საათს გადასცემს და მისი შვილის ადგილმდებარეობას ჰკითხავს, თუმცა მისგან ინფორმაციის მიღებას ვერ შეძლებს, რადგან მას გიგანტური ურჩხული გასრესს. მას შემდეგ, რაც ალექსი ურჩხულს დაამარცხებს, იატაკში ხვრელი გაჩნდება. ალექსი შიგ ჩავარდება და ციხის საკანში მოვა გონს, სადაც იგი დეპუტატ უილერს შეხვდება. ალექსი მას ეტყვის, რომ ჯოშუას ეძებს და ამცნობს, თუ რა შეემთხვა ბარტლეტს. მას შემდეგ, რაც უილერი შეიტყობს, რომ ურჩხულები ალექსმაც ნახა, იგი მის დახმარებას გადაწყვეტს. ამ დროს მათ ურჩხულები შეუტევენ. ალექსი და უილერი ერთმანეთს დროებით დაშორდებიან. როდესაც ალექსი ციხიდან გააღწევს, იგი დაინახავს, რომ სიამი ელის მოკვლას ცდილობს. ალექსი მას გადაარჩენს, რის შემდეგაც მათი მიმართულებით სხვა ურჩხულები დაიძვრებიან. მათგან გასაქცევად ისინი კანალიზაციაში ჩავლენ, სადაც ალექსი შეიტყობს, რომ ელის და - ნორაც გაუჩინარებულა. ბოლოს, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან ელს ვიღაც გაიტაცებს.

ალექსი კანალიზაციას თავს დააღწევს. მას რაციით უილერი დაუკავშირდება და ექიმ მარტინ ფიჩის კლინიკაში დაიბარებს. გზად ალექსი დაჭრილ და სისხლით გასვრილ ფიჩს გადაეყრება. მის კვალდაკვალ იგი სკარლეტ ფიჩის ოთახში შევა და მის თოჯინას აიღებს, რის შემდეგაც იქაურობა სხვა სამყაროდ გარდაიქმნება. იქ ალექსი ჯოშუას რამდენჯერმე მოკრავს თვალს. ბოლოს იგი ექიმ ფიჩს შეხვდება, რომელიც ცოდვებისთვის თავის დასასჯელად თავს დანით ისერავს. ალექსი მას სკარლეტის თოჯინას გადასცემს, რომელიც ფიჩს შეხედავს და „მამიკოს“ დაუძახებს, რის შემდეგაც მას ჭრილობებიდან ინტენსიური სისხლდენა დაეწყება. იგი თოჯინას თავისი სისხლისგან წარმოქმნილ გუბეში ჩააგდებს, საიდანაც ურჩხული სკარლეტი ამოვა და მას თავს მოაჭამს. ალექსი ურჩხულს დაამარცხებს და ნორმალურ კლინიკაში მოვა გონს, სადაც აღმოაჩენს, რომ თოჯინაში, რომელიც მან სკარლეტის ოთახში იპოვა, გასაღები ყოფილა დამალული.

ქალაქის მერიაში ალექსი საიდუმლო ოთახს იპოვის, სადაც ექთნები ცერემონიალურ ხანჯალს დარაჯობენ. ალექსი ხანჯალს აიღებს და ადამის სანადირო ოთახის კარის გასაღებად გამოიყენებს. ოთახში შესვლის შემდეგ იგი სხვენის გასაღებს იპოვის, სხვენზე ასულს კი მოაგონდება, თუ როგორ გადასცა მამამისმა ჯოშუას შეპჰერდების ოჯახური ბეჭედი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, და უთხრა, რომ ის არავისთვის, მათ შორის, არც ალექსისთვის ეჩვენებინა. ამის შემდეგ ალქესი ადამის მიერ დატოვებულ ხელნაწერს იპოვის, სადაც წერია, რომ იგი იძულებული იყო თავის ორ შვილს შორის არჩევანი გაეკეთებინა. იქ ასევე ნახსენებია ქალაქი საილენთ ჰილი.

ალექსი ლილიანს ხელნაწერისა და საილენთ ჰილის შესახებ შეეკითხება, რა დროსაც მათ სახლში ორდერის ჯარისკაცები შეიჭრებიან, რომლებიც ალექსს შეუტევენ და ლილიანს გაიტაცებენ. მოულოდნელად კარი ჩაიკეტება და იქაურობა სხვა სამყაროდ გარდაიქმნება. თავის დასაღწევად ალექსი ოთხ გამოცანას ამოხსნის, რომელიც ოჯახის წარსულთან და მისი თითოეული წევრის სინდისის ქენჯნასთანაა დაკავშირებული.

სახლიდან თავის დაღწევის შემდეგ ალექსი ელს და, მოგვიანებით, უილერს შეხვდება. დაკარგულთა საპოვნელად ისინი საილენთ ჰილში წასვლას გადაწყვეტენ, სადაც ტბა ტოლუკას გავლით მივლენ. ნავში ალექსი გაიხსენებს, თუ როგორ უკრძალავდნენ მშობლები მას და ელს საილენთ ჰილში წასვლას. ელი იტყვის, რომ იგი რაღაც მედალიონს ატარებს, რაც მან დედამისის ოთახიდან მაშინ აიღო, როდესაც მისი და გაუჩინარდა. იგი მედალიონს ალექსს გადასცემს, რა დროსაც მათ თავს ორდერის წევრები დაესხმებიან. ისინი ელსა და უილერს გაიტაცებენ და მათ ციხეში გამოამწყვდევენ, ალექსი კი წყალში ჩავარდება და გონს ტბის ნაპირზე მოვა. იგი დეპუტატ უილერს გაათავისუფლებს, ელის ძებნის დროს კი დედამისს იპოვის, რომელიც საწამებელ მანქანაზეა მიბმული. მოთამაშის არჩევანზეა დამოკიდებული, ალექსი ლილიანს მოკლავს, თუ არა, რაც თამაშის დასასრულზე იმოქმედებს. თუ ალექსი მას არ მოკლავს, მანქანა ლილიანს შუაზე გაგლეჯს, ხოლო თუ მოკლავს, იგი სიცოცხლეს წამებით არ დაასრულებს.

ალექსი კვლავ უილერს შეხვდება და იქაურობა სხვა სამყაროდ გარდაიქმნება. ისინი მოსამართლე ჰოლოუეის იპოვიან, რომელიც სკამზეა მიბმული და გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც უილერს ასფიქსია გაიტაცებს. მას შემდეგ, რაც ალექსი ურჩხულს დაამარცხებს, იგი ჯოშუას დაინახავს, რომელიც ეკლესიისკენ გაიქცევა. სააღსარებო კაბინაში ალექსს ვიღაც კაცი, სავარაუდოდ, მამამისი ადამი გამოელაპარაკება, რომელიც მას ეტყვის, რომ მისი მშობლები მის მიმართ საკმარის სიყვარულს ვერ ამჟღავნებდნენ, თუმცა მათ იგი ნამდვილად უყვარდათ. მოგვიანებით, იმავე ეკლესიაში ალექსი დაბმულ ადამს იპოვის, რომელიც მას გაუმხელს, რომ იგი ჯარისკაცი არასდროს ყოფილა და რომ ტანსაცმელი, რომელსაც იგი ატარებს, სინამდვილეში თავისი ნაქონია. ადამი განაცხადებს, რომ ალექსმა რაღაც უბედური შემთხვევის შემდეგ დაიჯერა, რომ თითქოს ჯარში მსახურობდა. ამ დროს პირამიდის თავიანი გამოჩნდება და ადამს შუაზე გაჭრის. ეკლესიის დათვალიერების შემდეგ ალექსი მაღაროში ჩავა და თავის შესანიღბად ორდერის წევრის ფორმას ჩაიცვამს. ლიფტში იგი კურტის აკერსს შეხვდება, რომელიც მას ამოიცნობს. მას შემდეგ, რაც ალექსი ლიფტიდან გავა, კურტისი მას თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით გათიშავს.

გონს მოსული ალექსი მარგარეტ ჰოლოუეის დაინახავს, მოგვიანებით კი აღმოაჩენს, რომ სკამზეა მიბმული. მარგარეტი განაცხადებს, რომ მან თავისი შვილი მსხვერპლად შესწირა. იგი ალექსს ეტყვის, რომ შეპჰერდს გლენის ოთხი ოჯახის წინაპრები წარმოშობით საილენთ ჰილიდან იყვნენ. მათ ქალაქს თავი იმ პირობით დააღწიეს, რომ ყოველ 50 წელიწადში ერთხელ თითოეული ოჯახიდან ღმერთს ერთ ბავშვს შესწირავდნენ მსხვერპლად, რაც შეპჰერდს გლენს საილენთ ჰილის წყევლისგან იხსნიდა. ხელშეკრულება შეპჰერდებმა დაარღვიეს, რომლებმაც, დანარჩენი სამი ოჯახისგან განსხვევებით, მსხვერპლშეწირვის რიტუალი არ აღასრულეს. ჰოლოუეი განაცხადებს, რომ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ, საილენთ ჰილში დაბრუნებაა და რომ ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ წავა, გაანადგურებენ. იგი ბურღს აიღებს და ალექსის წამებას დაიწყებს, შემდეგ კი მის მოკვლას შეეცდება, თუმცა ალექსი მას წინააღმდეგობას გაუწევს და მისივე იარაღით მოკლავს.

ალექსი ელის ძებნას დაიწყებს და მას კურტისთან ერთად იპოვის, რომელიც მის მოსაკლავად ემზადება. ალექსი კურტისს შეებრძოლება და მოკლავს, რის შემდეგაც ერთ-ერთ ოთახში ისინი ნაწამებ, თუმცა ცოცხლად უილერს იპოვიან. მოთამაშე არჩევანის წინაშე დგება: მას შეუძლია გაიმეტოს ან არ გაიმეტოს წამალი უილერისთვის. მისი გადაწყვეტილება თამაშის დასასრულზე აისახება. ალექსი ჯოშუას ძებნას განაგრძობს. ერთ ოთახში იგი ოთხი ოჯახის საფლავებს იპოვის, რომლებზეც მსხვერპლად შეწირული ბავშვების სახელებია ამოტვიფრული. იგი იმ ადამიანების სახელებს ამოიკითხავს, რომელთა მსხვერპლად შეწირვა შეპჰერდს გლენის 150-ე წლისთავზე იგეგმებოდა და საკუთარ სახელს წააწყდება.

ამ დროს ალექსს გაახსენდება, რომ ერთ ღამეს, მამისგან საიდუმლოდ, მან ჯოშუა ტბაზე ნავით გაასეირნა. მან შეშინებულ ძმას ფარანი გამოართვა და განაცხადა, რომ არ დაუშვებს, მას რამე ცუდი შეემთხვას. გარდა ამისა, მან ჯოშუას უთხრა, რომ მამას იგი პატარა ბავშვი ჰგონია, რომელსაც თავისით არაფრის გაკეთება შეუძლია. თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად ჯოშუამ მას ოჯახური ბეჭედი უჩვენა, რომელიც მას მამამ აჩუქა. ალექსმა მას ბეჭედი წაართვა, მისი დაბრუნების მცდელობისას კი ჯოშუა წაიქცა, თავი ნავს ჩამოარტყა და ტბაში ჩავარდა. მისი ცხედარი ადამმა იპოვა, რომელმაც ალექსს უთხრა, რომ მან ყველაფერი გააფუჭა, რადგან მსხვერპლად იგი უნდა შეეწირათ, რის გამოც პაქტი დაირღვა. მიღებული შოკის გამო ალექსი ფისქიატრიულში დააწვინეს, სადაც მან მიახლოებით ოთხი წელი დაჰყო, მისმა მშობლებმა კი ყველა მოატყუეს, რომ იგი ჯარში წავიდა.

იქაურობა სხვა სამყაროდ გარდაიქმება, ალექსი მთავარ ბოსს შეებრძოლება, რომელსაც ფეხმძიმე ქალის გარეგნობა აქვს, და მის მუცელს გაჭრის, საიდანაც ჯოშუას ცხედარი გადმოვარდება. ალექსი ძმას მოუბოდიშებს და წასვლის წინ მის მკერდზე მის ბეჭედსა და ფარანს დატოვებს.

დასასრულები რედაქტირება

  • Good („კარგი“) - ალექსი საკანალიზაციო ჭიდან ამოვა და ელთან ერთად ნისლიან საილენთ ჰილს დატოვებს. თამაში ამგვარად დასრულდება, თუ ალექსი მამას აპატიებს და დედას ტანჯვას აარიდებს (მას სიბრალულით მოკლავს).
  • Drowning („ჩახრჩობა“) - ალექსი წყლით სავსე აბაზანაში მოვა გონს. ამ დროს ოთახში ადამი შემოვა, რომელიც მას ეტყვის, რომ მათ გვარს ჯოშუა გააგრძელებს, მის მიერ გაღებული მსხვერპლი კი შეპჰერდს გლენს მომდევნო 50 წლის მანძილზე დაიცავს, რის შემდეგაც იგი ალექსს წყალში ჩაახრჩობს. დასასრული „ჩახრჩობა“ მიიღწევა, თუ ალექსი მამას არ აპატიებს და დედას მოკლავს.
  • Bogeyman („ბუგიმენი“) - სკამზე მიბმულ ალექსს ორი ბუგიმენი მიუახლოვდება. თოთოეულს ხელში პირამიდული ჩაფხუტის ნაწილი უჭირავს, რაც შიგნიდან დიდი, ბასრი კბილანებითაა სავსე. ამ ნაწილებს ისინი ალექსის თავს შემოაკრავენ, რის შემდეგაც ალექსი ბუგიმენად გარდაიქმნება. თამაში ამგვარად დასრულდება, თუ ალექსი მამას არ აპატიებს, დედას არ მოკლავს და უილერს წამალს არ მისცემს.
  • Hospital („საავადმყოფო“) - ალექსი 206-ე პალატაში საწოლზეა მიბმული. მის კითხვაზე, ოდესმე დატოვა თუ არა საავადმყოფო, ერთ-ერთი ექიმი უარყოფით პასუხს გასცემს და დაამატებს, რომ იგი ვესად წავა მანამ, სანამ რეალობას თვალს არ გაუსწორებს, რის შემდეგაც მას ელექტროშოკზე მიაერთებენ. თამაში ამგვარად დასრულდება, თუ ალექსი მამას აპატიებს და დედას არ მოკლავს.
  • UFO Ending („ამო დასასრული“) - მას შემდეგ, რაც ალქესი საკანალიზაციო ჭიდან ამოვა, მას და ელს უცხოპლანეტელები გაიტაცებენ. ამის შემხედვარე უილერი განაცხდებს, რომ იგი ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე. ამგვარი დასასრული მიიღწევა, თუ ალექსი მამას არ აპატიებს, დედას არ მოკლავს და უილერს წამალს მისცემს.
  • Smile! („გაიღიმე!“) - ტიტრების დასრულების შემდეგ პირველი პირის ხედვით ჩანს, რომ შინ მისული ალექსი სველი ნაფეხურების კვალდაკვალ კიბეებზე ავა და ჯოშუას ოთახში შევა. იქ იგი ჯოშუას იპოვის, რომელიც მას სურათს გადაუღებს და სიცილს დაიწყებს. კამერადან გამოსული სურათი ის ფოტო აღმოჩნდება, რაც ალექსმა თამაშის მიმდინარეობისას იპოვა. ეს ბონუს სცენა იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ მოთამაშე თამაშის რთულ ვერსიას დახურავს ან ჯოშუას თერთმეტივე ნახატს შეაგროვებს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი