FANDOM


ანჯელა ოროსკო
Angelaorosco.png
ანჯელა Silent Hill 2-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
19 (დაიბადა 1974 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
მიმტანი
გამოჩნდა
Silent Hill 2
ახმოვანებს
დონა ბიორკი
ლორა ბეილი (Silent Hill HD Collection)

ანჯელა ოროსკო Silent Hill 2-ის პერსონაჟია. იგი ახალგაზრდა ქალია, რომლის ფსიქიკა ძალადობით სავსე წარსულის შედეგად მძიმედაა შერყეული.

ხასიათირედაქტირება

ანჯელა მეტად დაბნეული და მფრთხალი პიროვნებაა, რომელიც ძალიან ხშირად იხდის ბოდიშს, თუმცა ზოგჯერ იგი ცივი და უხეშია. ანჯელას ეს ორი „სახე“ ერთმანეთს ენაცვლება ხოლმე.

Silent Hill 2: The Novelრედაქტირება

ნოველის თანახმად, ანჯელა რესტორნის ოფიციანტად მუშაობდა. იგი ვერ იტანდა თავის დაბალანაზღაურებად, მოსაწყენ სამუშაოს, ხორცის სუნსა და კლიენტ მამაკაცებს, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ, ხელი წაევლოთ მისთვის.

ანჯელა თავს მახინჯ ადამიანად თვლიდა, ამიტომ სარკეებს გაურბოდა ხოლმე. იგი მიიჩნევდა, რომ ადამიანთა უმეტესობა გულწრფელი არაა, როდესაც სიკეთის გამოჩენას ცდილობს. ანჯელა მუდამ დაღლილი და უძილო იყო, რადგან მას ძილთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

Silent Hill 2 რედაქტირება

საილენთ ჰილისკენ მიმავალი ჯეიმს სანდერლენდი ანჯელას სასაფლაოზე გადაეყრება. იგი ერთ-ერთ საფლავს დასტრიალებს თავს, თითქოს რაღაცას ეძებს. ანჯელა ჯეიმსს გააფრთხილებს, რომ ქალაქში რაღაც რიგზე ვერაა. იგი განაცხადებს, რომ დედას, ძმასა და მამას ეძებს. როგორც ეს შემდგომში გაირკვევა, ანჯელამ თავისი მამა და ძმა მოკლა. სავარაუდოდ, ჯეიმსის მსგავსად, არც მას ახსოვს თავის მიერ ჩადენილი დანაშაულები.

მოგვიანებით, ჯეიმსი ანჯელას ბლუ კრიკ ეფართმენთსის 109-ე ოთახში შეხვდება. მას ხელში დანა უჭირავს და დიდი სარკის წინ წევს. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ დედამისი საილენთ ჰილში ცხოვრობდა. თავიდან იგი მშვიდია, ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ ჯეიმსი თავის გარდაცვლილ მეუღლეს ეძებს, იგი წამოდგება და წასვლას დააპირებს. ჯეიმსი მის შეჩერებას შეეცდება, თუმცა ანჯელა უკან გახტება და დანას ჯეიმსისკენ გაიშვერს, მაგრამ იგი მალევე დამშვიდდება და მას მოუბოდიშებს. ბოლოს ჯეიმსი მას დანას გამოართმევს, რის შემდეგაც ანჯელა ოთახიდან შეშინებული გაიქცევა. აღსანიშნავია, რომ ამ დანის ხშირი შემოწმება ის ერთ-ერთი ფაქტორია, რაც დასასრულ In Water-ს განაპირობებს, სადაც ჯეიმსი თავს იკლავს.

ლაბირინთში ჯეიმსი გაზეთის სტატიას წააწყდება, სადაც წერია, რომ ხის მჭრელი თომას ოროსკო ვიღაცამ კისერში დანის ჩარტყმით მოკლა, რის შემდეგაც მას ანჯელას ყვირილი მოესმება. იგი მას პანიკურ მდგომარეობაში, ურჩხულთან ერთად იპოვის, რომელიც მისი მოძალადე მამის ინკარნაციას წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი ურჩხულს დაამარცხებს, ანჯელა ამ უკანასკნელს ჯერ წიხლს ჩაარტყავს, შემდეგ კი ტელევიზორს დასცემს თავზე. იგი იატაკზე დაეცემა და აქვითინდება. ჯეიმსი მის დამშვიდებას შეეცდება, თუმცა ანჯელა მას მიახლოებას აუკრძალავს. იგი განაცხადებს, რომ მას ჯეიმსზე გული ერევა და ხვდება, რომ მან მერი სხვა ქალში გაცვალა, რის შემდეგაც იგი ოთახს დატოვებს.

ჯეიმსი და ანჯელა ერთმანეთს უკანასკნელად სასტუმრო ლეიქვიუს ცეცხლმოკიდებულ კიბეზე შეხვდებიან. თავიდან ანჯელას იგი დედა ეგონება, შემდეგ კი განაცხადებს, რომ, როგორც ეს მას დედამ უთხრა, მან დაიმსახურა ის, რაც შეემთხვა. ჯეიმსი მას არ დაეთანხმება. ანჯელა თავს გააქნევს და მას ჰკითხავს: „იქნებ ფიქრობ, რომ ჩემი გადარჩენა შეგიძლია? გეყვარები? იზრუნებ ჩემზე? განკურნავ ჩემს ყველა ტკივილს?“ ჯეიმსი პასუხად თავს ჩახრის, რის შემდეგაც ანჯელა მას დანის დაბრუნებას სთხოვს, რაზეც ჯეიმსი უარს განაცხადებს. ანჯელა მას ჰკითხავს, თავისთვის ხომ არ „ინახავს“ მას, რის შემდეგაც იგი კიბეზე ასვლას დაიწყებს. ჯეიმსი იტყვის, რომ ოთახში ჯოჯოხეთივით ცხელა, რაზეც ანჯელა უპასუხებს, რომ მისთვის მუდამ ასეა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მას ცხოვრება ჯოჯოხეთად მიაჩნდა. ანჯელა ცეცხლმოკიდებულ კიბეზე ასვლას განაგრძობს და ალში გაუჩინარდება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი