FANDOM


ბობი რიკსი
Sh downpour art 120317 10 dj ricks.png
ბობი რიკსი Silent Hill: Downpour-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
უცნობია
საქმიანობა
WLMN FM-ის რადიოწამყვანი
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
Anne's Story
ახმოვანებს
ანტუან ლ. სმითი

ბობი რიკსი, იგივე დიჯეი რიკსი, Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟია. იგი რადიოსადგურ WLMN FM-ის დიჯეია.

Silent Hill: Downpour რედაქტირება

საილენთ ჰილში მოხეტიალე მარფი პენდლტენს რადიოებიდან ესმის, თუ როგორ უძღვნიან მას სიმღერებს. ჰოუარდ ბლეკვუდი მას ეტყვის, რომ რადიოსადგური ასი წლის შენობაში მდებარეობს. სტუდიაში მარფი ერთი შეხედვით უდარდელ ბობი რიკსს იპოვის, რომელიც მის კითხვებს არ უპასუხებს, რადგან, მისი თქმით, იგი არანაირ მარფის არ იცნობს და არც სიმღერები მიუძღვნია მისთვის. ბობი გაბრაზებულ მარფის დაამშვიდებს და მიანიშნებს, რომ მათ უსმენენ. ის მას ჩურჩულით ეტყვის, რომ დიდი ხანია, რაც საილეთ ჰილშია ჩარჩენილი და იცის, რომ ქალაქს თავისი წესები აქვს, რომლებიც მათ უნდა დაიცვან. იგი განაცხადებს, რომ ქალაქიდან გაქცევას კატერით გეგმავს, რომლის გასაღები ვიღაცამ მოიპარა, ამიტომ მან რადიოთი შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო იმ იმედით, რომ მას ვინმე დაეხმარებოდა. რიკსს ვიღაც დაურეკავს და მას სიმღერას მიუძღვნის. მოულოდნელად ოთახში ენ მერი კანინგჰემი შემოვარდება და მარფის იარაღს დაუმიზნებს. იგი დარეკვას გადაწყვეტს, თუმცა ტელეფონი გათიშული აღმოჩნდება. ამ დროს მათ სკრიმერები შეუტევენ და რიკსი და ენი გაუჩინარდებიან.

თამაშიდან არ ირკვევა, თუ რა დაემართა რიკსს. როგორც ჩანს, მან მარფის იმაზე მეტი ინფორმაცია მიაწოდა, ვიდრე ეს ქალაქს სურდა, რის გამოც მან მათი დიალოგი ჩაშალა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი