FANDOM


დალია გილესპი
DahliaGillespie
დალია Silent Hill-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
39 (Origins)
46 (Silent Hill)
დაიბადა 1937 წელს
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
ორდერის ლიდერი
Green Lion Antiques-ის მესაკუთრე
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill: Origins
Silent Hill 3 (ნახსენებია)
ახმოვანებს
ლოურენს ბუვარი (Silent Hill)
ლიზ მამორსკი (Origins)

დალია გილესპი Silent Hill-ისა და Silent Hill: Origins-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და ბოროტმოქმედია. იგი საილენთ ჰილის ფანატიკოსთა კულტ ორდერის ლიდერი იყო. მან ცოცხლად დაწვა თავისი შვილი ალესა და წლების განმავლობაში აწამებდა მას, რის გამოც იგი ქალაქში მომხდარი ყველა უბედურებისთვისაა პასუხისმგებელი.

Silent Hillრედაქტირება

მთელი თამაშის განმავლობაში დალია ჰარი მეისონს თავისი ქალიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აძლევს მინიშნებებს. იგი ჰარის დაარწმუნებს, რომ ქალაქი ბოროტებამ მოიცვა, რაც მის შენობებზე გამოსახული „სამაელის ნიშნების“ ბრალია. დალიას თქმით, თუ ალესა ხუთივე ბეჭდის დასმას მოახერხებს, ყველაფერი მოისპობა.

პირველად დალია ჰარის ეკლესიაში, შემდეგ კი საავადმყოფო ალქემილაში შეხვდება და ეტყვის, რომ დროს უაზროდ კარგავს. მოგვიანებით, იგი ჰარისა და სიბილ ბენეტს ნავების ფარდულში გამოეცხადება და განუცხადებს, რომ მათ ალესას უკანასკნელი ორი ბეჭდის დასმაში უნდა შეუშალონ ხელი. ამის შემდეგ, დალიასა და ალესას ჰარი სხვა სამყაროს დასასრულს არსებულ სიცარიელეში იპოვის, რაც ალესას მოგონებათა ანარეკლს წარმოადგენს.

აქ გაირკვევა, რომ დალია საილენთ ჰილის კულტის ლიდერი ყოფილა, რომლის მიზანს „ღმერთის“ დაბადება წარმოადგენს. თუმცა დალია „სამოთხეზე“ დაიწყებს საუბარს, სექტის ღვთაების კეთილმოსურნეობა მეტად საეჭვოა. დალია გაამხელს, რომ ალესას მიერ დასმული ნიშნები არა სამაელის, არამედ მეტატრონის ბეჭდებია. გაირკვევა ისიც, რომ საავადმყოფო ალქემილაში დალია მაიკლ კაუფმანის აგლაოფოტისის გასანადგურებლად იყო მისული. თუ მანამდე ჰარი ენის ბარში კაუფმანს გადაარჩენს, იგი აგლაოფოტისის სხვა ნიმუშის მოსატანად გაემართება.

გადამწყვეტ სცენაში, როცა ჰარი დალიას მიუახლოვდება, შერილისა და ალესას გაერთიანების შედეგად ინკუბატორი წარმოიქმნება. თუ კაუფმანი მკვდარია, ჰარი მთავარი ბოსის სახით ინკუბატორს შეებრძოლება, რომელიც მანამდე დალიას დაფერფლავს. თუ კაუფმანი ცოცხალია, იგი უეცრად გამოჩნდება და დალიას რევოლვერიდან ესვრის, შემდეგ კი ინკუბატორს აგლაოფოტისს შეასხმას, რაც მისგან დემონს გამოდევნის. შედეგად ინკუბატორის ზურგიდან ინკუბუსი ამოვა, რომელსაც ბაფომეთის მსგავსი გარეგნობა აქვს, დაჭრილ დალიას ცეცხლში გახვევს და მოკლავს, რის შემდეგაც იგი ჰარის შეებრძოლება.

Silent Hill: Originsრედაქტირება

გილესპების ცეცხლმოკიდებულ სახლთან ტრევის გრადი ახალგაზრდა დალია გილესპის შენიშნავს, რომელიც იქიდან ჩუმად გაიპარება. მოგვიანებით ტრევისს იგი სედარ გრუვის სანატორიუმში შეხვდება და ეტყვის, რომ მან უნდა შეწყვიტოს ალესას დახმარება. დალია ასევე აღიარებს, რომ სწორედ მან დაწვა თავისი ქალიშვილი.

ტრევისი დალიას საავადმყოფო ალქემილაშიც ნახავს. ეს მანამ მოხდება, სანამ თავისი ძალების გამოყენებით ალესა საილენთ ჰილს კოშმარში გახვევს. ანტიკვარიატის მაღაზია გრინ ლაიონის სარიტუალო ოთახში მისული ტრევისი დალიას ხმას გაიგებს. იგი მაიკლ კაუფმანს ელაპარაკება.

კარგ დასასრულში დალია და კაუფმანი საილენთ ჰილში ახალშობილ, უმწიკვლო ბავშვს დააბრუნებენ, მანამდე კი დალია მას მოაჯადოებს, რითაც, მოგვიანებით, შერილს ქალაქში დაბრუნებასა და თავის მეორე ნაწილთან, ალესასთან გაერთიანებას აიძულებს.

Silent Hill 4: The Roomრედაქტირება

როგორც ირკვევა, დალია თამაშის მთავარ ბოროტმოქმედთან, სერიულ მკვლელ უოლტერ სალივანთან ყოფილა დაკავშირებული. როდესაც უოლტერი ექვსი წლის იყო, დალია გილესპი უიშ ჰაუზში მისულა და მისთვის უთქვამს, რომ დედამისს ეშფილდში „სძინავს“. ტყის სამყაროში ნაპოვნ დღიურში უოლტერი მნიშვნელოვან ქალბატონს, ვინმე დალიას ახსენებს. ჰენრი ტაუნშენდი ობოლთა თავშესაფარ უიშ ჰაუზში იპოვის წერილს, რომელშიც ვიღაც კითხულობს, იპოვეს თუ არა ალესა და როგორ მიდის უოლტერის პროგრესი (როგორც ჩანს, საუბარია 21 საიდუმლოზე).

Silent Hill: Shattered Memoriesრედაქტირება

მთავარი სტატია: დალია მეისონი

დამსხვრეულ მოგონებებში დალიას გარეგნობა სულ სხვანაირია - იგი ახალგაზრდა და სექსუალურია. აქ იგი ჰარი მეისონს ჯერ საყვარლად, მოგვიანებით კი ცოლად მოევლინება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი