FANDOM


დუგლას კარტლანდი
Douglascartland
დუგლასი Silent Hill 3-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
დაიბადა 1940-იან წლებში
სტატუსი
ცოცხალი
გარდაცვლილი (დასასრულ Possessed-ში)
საქმიანობა
კერძო დეტექტივი
გამოჩნდა
Silent Hill 3
Silent Hill: Homecoming (ნახსენებია)
ახმოვანებს
რიჩარდ გროსი
კირკ თორნტონი (HD Collection)

დუგლას კარტლანდი Silent Hill 3-ის პერსონაჟია. იგი საშუალო ხნის კერძო გამომძიებელია, რომელიც საილენთ ჰილის კულტის ლიდერმა კლაუდია ვულფმა ჰითერ მეისონის მოსაძებნად და საილენთ ჰილში დასაბრუნებლად დაიქირავა.

Silent Hill 3 რედაქტირება

დუგლასი ჰითერს პირველად ცენტრალური მოედნის სავაჭრო ცენტრში შეხვდება. მას შემდეგ, რაც ჰითერი მამასთან მობილურით საუბარს მორჩება, მას დუგლასი მიუახლოვდება და ეტყვის, რომ მისი დაბადების შესახებ რაღაცის გარკვევა სურს. იგი ჰითერს აედევნება, რომელიც მისგან გასაქცევად საპირფარეშოში შევა.

გიგანტური მატლისმაგვარი ურჩხულის დამარცხების შემდეგ ჰითერი დუგლასს სავაჭრო ცენტრის ვესტიბიულში გადაეყრება. ეს უკანასკნელი განაცხადებს, რომ ურჩხული თვითონაც ნახა. ჰითერი მას სიტყვას გაუწყვეტს და კლაუდიას თანამზრახველობაში დაადანაშაულებს, თუმცა მალევე შეატყობს, რომ მომხდარით ისიც მისნაირადაა შეძრწუნებული. ჰითერი შინ წასვლას გადაწყვეტს.

დეიზი ვილა ეპარტმენტსში დუგლასი ჰარი მეისონის ცხედარს იპოვის. იგი ჰითერს დაამშვიდებს, რის შემდეგაც ისინი მიცვალებულს საწოლზე დაასვენებენ. დუგლასი განაცხადებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს და კლაუდიაზე შურის საძიებლად ჰითერს საილენთ ჰილში წაყვანას შესთავაზებს. ჰითერი მას გააფრთხილებს, რომ იგი შესაძლოა დაიღუპოს, რაზეც დუგლასი მიუგებს: „არაუშავს. მაინც არავინ აპირებს ჩემს საფლავზე ტირილს“, რის შემდეგაც იგი მანქანის მოსამზადებლად წავა. სახლიდან გამოსულ ჰითერს დუგლასი მიესალმება და გაუმხელს, რომ ვინსენტ სმითმა მას საილენთ ჰილის რუკა მისცა და იქ მისვლის შემდეგ ლეონარდ ვულფის მოძებნა ურჩია. დუგლასი ჰითერს ამ რუკას და ჰარის რვეულს გადასცემს.

გზაში დუგლასი და ჰითერი საილენთ ჰილში მომხდარი ამბებისა და ჰითერის წარსული ცხოვრების შესახებ საუბრობენ. დუგლასი განაცხადებს, რომ ერთხელ ადამიანის გაუჩინარების საქმის გამოსაძიებლად მას საილენთ ჰილში წასვლა მოუხდა.

ქალაქში მისვლის შემდეგ ისინი ჯეკს ინში გაჩერდებიან, რა დროსაც აღიარებენ, რომ მარტო დარჩენის ეშინიათ. ამის მიუხედავად დუგლასი ლეონარდ ვულფის სახლისკენ გაემართება, მოგვიანებით კი ჯეკს ინში დაბრუნებულს ჰითერი იქ არ დახვდება, რადგან ამ დროს იგი საავადმყოფო ბრუკჰევენშია. დუგლასი ვინსენტ სმითს ეტყვის, რომ ჰითერი ტბისპირა გასართობ პარკში გაგზავნოს, სადაც კლაუდია იმყოფება.

პარკში დუგლასი კლაუდიას შეხვდება და მას ღალატში დაადანაშაულებს. კლაუდია თავისი გეგმის შესახებ დაიწყებს საუბარს და დუგლასის გადაბირებას შეეცდება. დუგლასი მის სიტყვებს სასაცილოდ აიგდებს და კლაუდიას იარაღს დაუმიზნებს. უცნობია, თუ რა მოხდა ამის შემდეგ. როცა ჰითერი გასართობ პარკში მივა, იგი მძიმედ დაჭრილს დუგლასს იპოვის. მას ფეხი აქვს მოტეხილი. დუგლასი ჰითერს ეტყვის, რომ იგი მას თავის უმცროს ვაჟს აგონებს და სინანულით განაცხადებს, რომ კლაუდია თავად რომ მოეკლა, შესაძლოა კოშმარი დასრულებულიყო კიდეც.

„ნორმალურ“ დასასრულში, მას შემდეგ რაც ჰითერი „ღმერთს“ მოკლავს, იგი დუგლასს თავს შეპყრობილად მოაჩვენებს და მას ლამის დანას ჩასცემს კიდეც. დუგლასი იტყვის, რომ ხუმრობებეში მას ცუდი გემოვნება აქვს. ჰითერი მას სიტყვას გააწყვეტინებს და სთხოვს, ამიერიდან „შერილი“ დაუძახოს. სხვა დასასრულში შეპყრობილი ჰითერი დუგლასს კლავს. თამაშის ამგვარად დამთავრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოთამაშეს ერთხელ უკვე აქვს იგი დახურული.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი