FANDOM


ედი დომბროვსკი
Eddie.png
ედი Silent Hill 2-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
23 (დაიბადა 1970 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
ბენზინგასაწყობი სადგურის მუშაკი
გამოჩნდა
Silent Hill 2
ახმოვანებს
დევიდ შოიფელი
ლიამ ო'ბრაიენი (Silent Hill HD Collection)

ედი დომბროვსკი Silent Hill 2-ის პერსონაჟია. როგორც ეს თამაშიდან ირკვევა, მას სიმსუქნის გამო დასცინოდნენ, რის გამოც მან ადამიანების მოკვლა დაიწყო და, შედეგად, საილენთ ჰილში აღმოჩნდა.

წარსულირედაქტირება

ედის წარსულის შესახებ ბევრი რამ უცნობია. თამაშიდან ირკვევა, რომ საილენთ ჰილში მისვლამდე იგი ბენზინგასაწყობ სადგურში მუშაობდა, აგრეთვე ის, რომ მან ძაღლი მოკლა და ადგილობრივი ფეხბურთელი მუხლში დაჭრა, რის შედეგადაც იგი დაინვალიდდა. ლორასთან საუბრისას ედი განაცხადებს, რომ მას არავინ მოუკლავს. იგი იტყვის, რომ მართლმსაჯულებას გაექცა და გარკვეული დროის მანძილზე დახეტიალობდა, რის შემდეგაც იგი დასასვენებლად საილენთ ჰილში მივიდა, რომელმაც მას „დაუძახა“.

Silent Hill 2 რედაქტირება

თამაშის დასაწყისში ედი ასფალტზე ზის და მიკროავტობუსსაა მიყრდნობილი. მას ხელში რუკა უჭირავს და თითით მასზე რაღაცას აჩვენებს. მას ლორა გაეთამაშება და ფეხს ჰკრავს. ეს სცენა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ისინი ერთმანეთს გზად შეხვდნენ და საილენთ ჰილში ერთად მივიდნენ.

ჯეიმს სანდერლენდი ედის პირველად ვუდ საიდ ეფართმენთსში შეხვდება. იგი ერთ-ერთი ოთახის ტუალეტში აღებინებს. ჯეიმსი მას სამზარეულოში ნაპოვნი გვამის შესახებ ჰკითხავს, რაზეც ედი უდარდელად უპასუხებს, რომ იგი უდანაშაულოა. ის ასევე იტყვის, რომ წარმოშობით საილენთ ჰილიდან არ არის. ჯეიმსი იეჭვებს, რომ მის მსგავსად არც ედი მივიდა ქალაქში შემთხვევით.

მომდევნო სცენაში ედი პიტს ბოულ-ო-რამაში ლორას ესაუბრება და პიცას ჭამს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საუბრის მანძილზე ლორა მის მიმართ დამცინავი და უხეშია, ედი მას არ უბრაზდება. ჯეიმსის გამოჩენის შემდეგ ლორა გაიქცევა და ჯეიმსი მას დაედევნება. ედი ჯეიმსს არ გაჰყვება, რადგან მიიჩნევს, რომ თავისნაირი „მსუქანი“ (რაც მას ლორამ უწოდა) მას მხოლოდ შეანელებს.

მოგვიანებით, ჯეიმსი ედის ტოლუკას ციხის კაფეში შეხვდება. იგი კარებსაა მიყუდებული და თავისთვის ჩურჩულებს, რომ ადამიანის მოკვლა „დიდი არაფერია“. კაფის ერთ-ერთ მაგიდაზე ჯეიმსი გვამს შენიშნავს. ამჯერად ედი თავის მართლებას დაიწყებს. იგი იტყვის, რომ მოკლული ამას იმსახურებდა, რადგან იგი მას თვალებით დასცინოდა, თუმცა ჯეიმსი მას არ დაუჯერებს. ედი ნერვულად გაიცინებს და იტყვის, რომ როცა ის კაფეში შევიდა, გვამი უკვე იქ იყო, შემდეგ კი გაიქცევა. ამიერიდან სასაფლაოზე მისი სახელის მქონე საფლავის ქვის პოვნაა შესაძლებელი, რაც ჯეიმსისა და ანჯელა ოროსკოს საფლავებს გვერდით მდებარეობს.

ლაბირინთში ჯეიმსი ედის სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რაც ხორეულის შესანახ ოთახს ჰგავს. იქ ცივა და ადამიანის ფორმის ხორცის ნაჭრებია ჩამოკიდებული, რომლებსაც ედის მსგავსი შორტები აცვიათ. ჯეიმსი ედის კითხვებს დაუსვამს, რასაც ეს უკანასკნელი დაცინვად მიიღებს. იგი რევოლვერს საფეთქელთან მიიტანს და განაცხადებს, რომ ყველას ასე მოკლავს, ვინც კი მას დასცინებს, რის შემდეგაც იგი ჯეიმსს ესვრის. არჩევანის გარეშე დარჩენილი ჯეიმსი ედის მოკლავს.

ხორცის ნაჭრები შესაძლოა ედის საჭმელზე დამოკიდებულების ან/და მის მიერ საკუთარი თავის აღქმის სიმბოლო იყოს, ჩაკეტილი ოთახი და იქ არსებული სიცივე კი ედის მიერ ადამიანებისადმი გაუცხოებას და მის გულცივობას უნდა ნიშნავდეს.

უცნობია, თუ როგორ ხედავდა ედი საილენთ ჰილს, თუმცა თუ ხორცეულის მაცივრით ვიმსჯელებთ, ეს ქალაქი მისთვის ცივი და ყინულიანი უნდა ყოფილიყო, განსხვავებით ანჯელას სამყაროსგან, რაც ცეცხლში იყო გახვეული.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი