საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
ელ ჰოლოუეი
Elle
ელ ჰოლოუეი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
22 (დაიბადა 1985 წელს)
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
ახმოვანებს
ლანა ბარონი

ელ ჰოლოუეი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. იგი ალექს შეპჰერდის სიყრმის მეგობარი და მარგარეტ ჰოლოუეის ქალიშვილია.

ელი როგორღაც შეპჰერდს გლენიურჩხულებს გადაურჩება და ქალაქში ალექსის დაბრუნების შემდგომ მასთან ერთად დაკარგული ოჯახის წევრების ძებნას დაიწყებს.

Silent Hill: Homecoming

ალექსი ელს შეპჰერდს გლენის პოლიციის განყოფილების წინ შენიშნავს. იგი დაფაზე გაუჩინარებული ადამიანების ფოტოებს აკრავს. ელს ალექსის ხილვა გაუხარდება, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამს ქალაქიდან მის უეცრად წასვლასთან დაკავშირებით. ხანმოკლე დიალოგის შემდეგ ელი ალექსს რადიოს მისცემს.

მას შემდეგ, რაც დეპუტატი უილერი ალექსს გაათავისუფლებს, ეს უკანასკნელი ელს პოლიციის განყოფილების გარეთ იპოვის. ის მას სიამისგან იხსნის, რის შემდეგაც სხვა ურჩხულებისგან გაქცევის მიზნით ისინი კანალიზაციაში ჩაძვრებიან. იქ ალექსი შეიტყობს, რომ მისი ძმის - ჯოშუასა და შეპჰერდს გლენის სხვა მრავალი მკვიდრის მსგავსად ელის და - ნორაც გაუჩინარებულა. ალექსი ელს ეტყვის, რომ ისინი აუცილებლად იპოვიან მის დას და ჯოშუას. კანალიზაციიდან გამოსვლამდე ალექსი და ელი ერთმანეთს მცირე დროით დაშორდებიან. ელი მოულოდნელად გაუჩინარდება, მის ადგილას კი ალექსი რადიოსა და სისხლის კვალს იპოვის.

მოგვიანებით, ელსა და დეპუტატ უილერს ალექსი კატერზე შეხვდება. ისინი საილენთ ჰილისკენ გაემართებიან. ელი ალექსს თავის ყელსაბამს მისცემს და ეტყვის, რომ ის დედამისისგან იმ დღეს აიღო, როცა ნორა გაუჩინარდა და დღემდე არ მოუხსნია. მას შემდეგ, რაც კატერი საილენთ ჰილის ნაპირს მიუახლოვდება, მათ თავს ორდერის ჯარისკაცები დაესხმებიან, რომლებიც ელსა და უილერს გაიტაცებენ, ალექსი კი წყალში გადავარდება და გონებას დაკარგავს.

წმინდა გზის ეკლესიის მიწისქვეშეთში ალექსი ელს კურტის აკერსისგან იხსნის, რომელიც მის მოკვლას შეეცდება. ალექსი მას მოკლავს, რის შემდეგაც იგი და ელი ნაწამებ უილერს იპოვიან. ელი უილერთან ერთად გასასვლელის საპოვნელად გაემართება.

კარგ დასასრულში ალექსი კანალიზაციიდან ამოძვრება. მას ელის მიუახლოვდება, გადაეხვევა და მოკლე დიალოგის შემდეგ ისინი იქაურობას ერთად გაეცლებიან. ამო დასასრულში, მას შემდეგ, რაც ალექსი კანალიზაციიდან ამოძვრება და ელს შეხვდება, მათ უცხოპლანეტელები გაიტაცებენ. კატეგორია:Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟები

Advertisement