FANDOM


ენდრიუ დესალვო
Andrew
ენდრიუ დესალვო Silent Hill 4-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
საშუალო ხნის
სტატუსი
გარდაცვლილი/მოჩვენება
საქმიანობა
დარაჯი
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
უცნობია

ენდრიუ დესალვო Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. ის უიშ ჰაუზისა და უოტერ პრიზონის დარაჯად მუშაობდა. ობოლთა თავშესაფარში დესალვო ბავშვებს სასტიკად ეპყრობოდა. ტყის სამყაროს ქვის დღიურებში მინიშნებულია, რომ მან უოლტერ სალივანის მეგობარი ბობი მოკლა, თავად უოლტერს კი წურბელებით სავსე წყლის დალევა აიძულა.

Silent Hill 4: The Room რედაქტირება

ჰენრი ტაუნშენდი დესალვოს ციხის სამყაროში შეხვდება. იგი ერთ-ერთ საკანშია დამწყვდეული. მას შემდეგ, რაც ჰენრი მისი საკნის კარს გახსნის, ენდრიუ პატარა უოლტერს დაედევნება. მოგვიანებით, ჰენრი მას დამხრჩვალს იპოვის. იგი უოლტერის მე-18 მსხვერპლი - „სიფხიზლე“ გახდება. მისი ნივთია სისხლიანი პერანგი, რასაც ჰენრი მისი სიკვდილის ადგილას - საწამებელ საკანში აღმოაჩენს.

მოგვიანებით, უოტერ პრიზონში დაბრუნებული ჰენრი, გასაღების მოპოვების მიზნით, იძულებული გახდება, ენდრიუს მოჩვენებას შეებრძოლოს.