FANDOM


ენ მერი კანინგჰემი
Anne.png
ენი Silent Hill: Downpour-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
დამოკიდებულია თამაშის დასასრულზე
საქმიანობა
ციხის ოფიცერი
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
Anne's Story
ახმოვანებს
კრისტინ პრაისი

ენ მერი კანინგჰემი Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟია. იგი პოლიციის ოფიცერია, რომელიც მარფი პენდლტენისა და სხვა პატიმრების საშტატო ციხე რიალიდან მაქსიმალური უსაფრთხოების ციხე უეისაიდში ავტობუსით გადაყვანას მეთვალყურეობდა.

Silent Hill: Downpour რედაქტირება

მარფის მსგავსად ავარიას ენიც გადაურჩება. იგი მარფის ტყეში იპოვის და მის დაკავებას შეეცდება, თუმცა მათ შორის მდებარე უფსკრულის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლისას მას ფეხი დაუცდება და კლდის შვერილს მოეჭიდება. მოთამაშე მორალური არჩევანის წინაშე დგება - მას შეუძლია დაეხმაროს ან არ დაეხმაროს ენს, რომელიც უფსკრულში ყველა ვარიანტში ჩავარდება.

მარფისა და ენის მომდევნო შეხვედრა დევილზ პიტში შედგება. მარფის გაჩხრეკის შედეგად ენი ფრენკ კოლერიჯის სამკერდე ნიშანს იპოვის. იგი მარფის ჰკითხავს, თუ საიდან აქვს მას ეს ნიშანი და განაცხადებს, რომ მისნაირი ადამიანები სიცოცხლეს არ იმსახურებენ, რის შემდეგაც მას იარაღს დაუმიზნებს, თუმცა მის მოკვლას ვერ შეძლებს და პისტოლეტს მიწაზე დააგდებს. იგი ჩაიკეცება და ქვითინს დაიწყებს, მარფის კი წასვლას უბრძანებს.

მოგვიანებით, ენი მარფის რადიოსადგურ WLMN FM-ში იპოვის, სადაც ეს უკანასკნელი და ბობი რიკსი ქალაქისგან თავის დაღწევის გეგმას ადგენენ. ენი მარფის იარაღს დაუმიზნებს და ბობის ტელეფონს აიღებს, რომელიც გათიშული აღმოჩნდება. ამ დროს რადიოსადგურს სკრიმერები შეუტევენ, რაც მათ კომპანიას დაშლის.

მას შემდეგ, რაც მარფი კატერს დაძრავს, მის ზურგს უკან ენი გაჩნდება, რომელსაც მისთვის დამუხტული იარაღი აქვს დამიზნებული, და მას მობრუნებას უბრძანებს. მარფი უარს განაცხადებს და ენის დარწმუნებას შეეცდება იმაში, რომ უკან დაბრუნებით ვერც ერთი მოიგებს. ენი მას ეტყვის, რომ მათ დაუმთავრებელი საქმე დარჩათ. იგი განაცხადებს, რომ ისინი საილენთ ჰილში შემთხვევით არ მოხვდნენ, არამედ ქალაქი „მას იცნობს“, „რაღაცებს უჩვენებს“ და მათ წასვლის უფლებას არ მისცემს, სანამ ისინი „იმას არ დაამთავრებენ, რაც წამოიწყეს“. მარფი კვლავ უარს განაცხადებს; ენი გაისვრის და ისინი საილენთ ჰილის სამეთვალყურეო ციხეში გადაინაცვლებენ. მას შემდეგ, რაც მარფი უილმენს დაამარცხებს, ის სხვა სამყაროს ციხის საპირფარეშოში აღმოჩნდება. მის ფეხებთან ფრენკ კოლერიჯის ცხედარი დევს. ამ დროს ოთახში ენი შემოვა და მარფის კოლერიჯის მკვლელობაში დაადანაშაულებს.

ენი გაამხელს, რომ იგი ფრენკ კოლერიჯის ქალიშვილია და მარფის უამბობს, თუ როგორი დიდებული ადამიანი იყო მამამისი. მარფი თავის მართლებას დაიწყებს, თუმცა ენი მას სიტყვას გაუწყვეტს და განაცხადებს, რომ დასახიჩრებული მამის ყოველ დანახვაზე იგი ურჩხულს - მარფის ხედავდა, რის შემდეგაც მარფი ბუგიმენად გარდაიქმება. ენი იტყვის, რომ მას „საზიზღარი რაღაცების“ გაკეთება მოუხდა, რათა მარფი თავის ციხეში გადმოეყვანა და ბუგიმენს ტყვიას დაახლის.

მოთამაშესა (ბუგიმენად გარდაქმნილ მარფისა) და ენს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება. დასასრულებში Forgiveness და Truth and Justice ენი მარფის აპატიებს და გაუშვებს. Truth and Justice-ში იგი მამამისის ნამდვილ მკვლელს - ჯონ სიუელს მიაკითხავს და ეტყვის, რომ მათ სალაპარაკო აქვთ. ამ დროს მას ზურგს უკან პისტოლეტი აქვს დამალული. დასასრულ Reversal-ში ენი ბუგიმენს მოკლავს და ციხე რიალში გაიღვიძებს, სადაც პოლიციის ოფიცერი მარფი მისი გადაყვანის ბრძანებას გასცემს. დასასრულ Surprise!-ში ენი მარფის წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორისაა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი