საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
ერიადნი ჯონსონი
Missing Girl Picture
ერიადნის სახე პოსტერიდან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
8 (დაიბადა 1996 წლის 6 იანვარს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
საშუალო სკოლის მოსწავლე
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
ახმოვანებს
არავინ

ერიადნი ჯონსონი რვა წლის ბავშვი იყო, რომელიც Silent Hill: Downpour-შია ნახსენები.

ერიადნი მწვავე აუტიზმით იყო დაავადებული, რის გამოც ხანდახან იგი გარეთ დახეტიალობდა ხოლმე. მისმა დედამ განათების ბოძებს ფერადი ლენტები შეაბა, რათა მას სახლისთვის მიეგნო. ცნობილია, რომ ერიადნის განსაკუთრებით ლურჯი ფერი სძულდა და მას ყველანაირად ერიდებოდა.

აფიშის თანახმად, გოგონა უკანასკნელად მაშინ ნახეს, როდესაც იგი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. ერიადნის დედის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ავადმყოფი შვილის თავიდან მოსაშორებლად, ლენტების გამოყენებით, მან იგი ახლომდებარე დოკში მიიტყუა, სადაც ერიადნი წყალში გადავარდა და დაიხრჩო. იქ მისული მარფი პენდლტენი ერიადნის სახლის გასაღებსა და მისი ტანსაცმლის ნაგლეჯს იპოვის.

Advertisement