FANDOM


ვინსენტ სმითი
VincentFull
ვინსენტი Silent Hill 3-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
24-26 (სავარაუდოდ, დაიბადა 1975 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
ორდერის ქურუმი
გამოჩნდა
Silent Hill 3
ახმოვანებს
კლიფორდ რიპელი
იური ლოუენთალი (HD Collection)

ვინსენტ სმითი Silent Hill 3-ის პერსონაჟია. იგი ორდერის წევრია, რომელსაც „ღმერთზე“ განსხვავებული შეხედულებები აქვს. აღსანიშნავია, რომ მისი გვარი თამაშიდან არ ირკვევა. ის მხოლოდ ნოველაშია ნახსენები.

Silent Hill 3 რედაქტირება

ჰითერ მეისონი ვინსენტს პირველად სხვა სამყაროს ჰილტოპ სენტერის ფსიქიატრიულ კლინიკა გრინ რიჯში შეხვდება. იგი ჰითერს ეტყვის, რომ მისი წარსულის, ჰარი მეისონისა და დალია გილესპის შესახებ ყველაფერი იცის და განაცხადებს, რომ მის მხარესაა. გარდა ამისა, იგი კლაუდიას „სრულიად გონებაგამორეცხილს“ უწოდებს. ამის მიუხედავად, სხვა სამყაროსადმი მისი არხეინი დამოკიდებულება ჰითერს საწინააღმდეგოს აფიქრებინებს, თუმცა იგი იძულებულია, მას ენდოს და მეტატრონის ბეჭდის მოსაპოვებლად ლეონარდ ვულფთან შესახვედრად წავიდეს, ვინაიდან, ვინსენტის მცდარი მოსაზრებით, ბეჭედი მას „ღმერთის“ შეჩერებაში დაეხმარება.

მომდევნო სცენაში ვინსენტი და კლაუდია მოტელ ჯეკს ინში ღმერთის შესახებ კამათობენ. ვინსენტი ცდილობს, კლაუდია დაარწმუნოს, რომ მისი რწმენა, ღმერთის დაბადებისა და სამოთხის შექმნის სურვილი მისი ძალადობით სავსე ბავშვობის შედეგია და გაუმხელს, რომ მან დაინახა, თუ როგორ ძალადობდა მასზე მამამისი. კლაუდია მას უპასუხებს, რომ მისი ჩათვლით არავის არაფერი ესმის. როდესაც ჰითერი ჯეკს ინში დაბრუნდება, ვინსენტი მას ეტყვის, რომ კლაუდია ტბა ტოლუკასთან მდებარე ეკლესიაში იმყოფება.

ეკლესიის ბიბლიოთეკაში ჰითერი კვლავ ვინსენტს შეხვდება, რომელიც განაცხადებს, რომ იგი ნამდვილად მის მხარეზეა და დასძენს, რომ თუმცა ღმერთის სწამს, მას მისი დაბადება არ სურს. ჰითერი ჩათვლის, რომ ვინსენტმა ის სათავისოდ გამოიყენა, რაზეც ვინსენტი უპასუხებს, რომ მას კლაუდიას შეჩერება არ შეუძლია და ამის გაკეთების სურვილი არც აქვს, რადგან თავს უფრთხილდება. გარდა ამისა, იგი განაცხადებს, რომ მათ შორის ჰითერი ყველაზე ცუდი ადამიანია, ვინაიდან მას „მათი“ სისხლის ღვრა, ყვირილი და ჟლეტა სიამოვნებს. კითხვაზე, ის ურჩხულებს გულისხმობს, თუ არა, ვინსენტი ჰითერს ხუმრობით მიუგებს: „ურჩხულები? შენს თვალში ისინი ურჩხულებს ჰგვანან?“, რაც ამ უკანასკნელს წამიერად აფიქრებინებს, რომ სინამდვილეში მან ადამიანები დახოცა. ბოლოს ჰითერი დარწმუნდება, რომ ვინსენტსაც იგივე მოტივი ამოძრავებს, რაც მას. იგი ჯიბიდან მეტატრონის ბეჭედს ამოიღებს. ვინსენტი მას იმ წიგნს გადასცემს, რომელშიც ბეჭდის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები წერია და ოთახს დატოვებს.

თამაშის დასასრულს, ეკლესიის ცენტრში ვინსენტი კლაუდიას კვლავ ღმერთის შესახებ ედავება. იგი განაცხადებს, რომ ის, რაც მათ ირგვლივ ხდება, ღმერთის ნამოქმედარი კი არა, კლაუდიას „პირადი კოშმარია“, ისეთივე, როგორიც 17 წლის წინ ალესამ შექმნა. კლაუდია მას გზიდან ჩამოშორებას უბრძანებს. ვინსენტი მას ჰკითხავს, მოკლავს თუ არა ის მას, თუ იგი მის ბრძანებას არ დაემორჩილება. მათ საუბარს ჰითერის გამოჩენა გაწყვეტს. ვინსენტი კლაუდიას ზურგს შეაქცევს და ჰითერს მის მოკვლას სთხოვს. ამ დროს კლაუდია მას ზურგში მახვილის ჩასცემს. უკანასკნელი ძალებით ვინსენტი ჰითერს ეტყვის, რომ მეტატრონის ბეჭედი გამოიყენოს, თუმცა, მისდა გასაკვირად, ბეჭედი არ იმოქმედებს. კლაუდია მას ხანჯალს ხელმეორედ ჩასცემს და მას მის მკერდში ჩატოვებს. ვინსენტის ცხედრის შემოწმების შემდეგ ჰითერი იტყვის, რომ თუმცა მას სძულდა იგი, მისი აზრით იგი სიკვდილს არ იმსახურებდა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი