საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
კეროლ პენდლტენი
Carol
კეროლ პენდლტენი
სქესი
მდედრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
ახმოვანებს
არავინ

კეროლ პენდლტენი Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟია. ის თამაშის გმირის − მარფი პენდლტენის ყოფილი ცოლი და ჩარლი პენდლტენის დედაა.

Silent Hill: Downpour[]

სამეთვალყურეო ციხეში ხეტიალისას მარფი კეროლის წერილს იპოვის, რომელშიც ის მას ოჯახის დანგრევაში სდებს ბრალს. წერილში ასევე წერია, რომ მარფიმ მას და ჩარლის „უღალატა“, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ჩარლის სიკვდილში კეროლი გარკვეულწილად მარფისაც ადანაშაულებდა.

თამაშში კეროლი ორჯერ ჩნდება: პირველად მარფის მოგონებებში იგი ქმართან და ახალშობილ ჩარლისთან ერთადაა, მეორედ კი თამაშის ერთ-ერთ დასასრულ “Execution”-ში იგი მარფის სიკვდილით დასჯის ცერემონიას ესწრება. ამ დასასრულში მარფის ჩარლის მკვლელობა ბრალდება, რაც, როგორც აღნიშნულია, მან ცოლზე შურისსაძიებლად გააკეთა, რადგან კეროლი მისთვის შვილზე მეურვეობის უფლების წართმვას ცდილობდა.

Advertisement