FANDOM


კურტის აკერსი
Curtis
კურტის აკერსი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
41 (დაიბადა 1966 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
ხელოსანი
ორდერის წევრი
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
ახმოვანებს
ალ ბანდიერო

კურტის აკერსი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟი და ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედია. იგი ორდერის წევრი იყო, რომელიც შეპჰერდს გლენში ცხოვრობდა და მანქანების სანაგვეზე ძველმანების მაღაზიას ფლობდა.

Silent Hill: Homecoming რედაქტირება

შეპჰერდს გლენში დაბრუნებული ალექს შეპჰერდი კურტისს მის მაღაზიაში შეხვდება, სადაც იგი დედამისის ძველ რევოლვერს პისტოლეტში გადაცვლის. ალექსთან საუბრისას კურტისი აღნიშნავს, რომ მან ქალაქის საათების ამუშავება ვერ შეძლო და ყოველი მათგანი 3-ის 6 წუთზეა გაჩერებული.

ლილიან შეპჰერდის გატაცების დროს კურტისიც ორდერის ჯარისკაცებთან ერთადაა. მისი ამოცნობა მრგვალი ხერხითაა შესაძლებელი.

მოგვიანებით, კურტისი და ალექსი ერთმანეთს წმინდა გზის ეკლესიისა და ბუნაგის დამაკავშირებელ ლიფტში შეხვდებიან. ორდერის ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილ ალექსს კურტისი უმალვე ამოიცნობს. იგი განაცხადებს, რომ მას მოსწონს თავისი სამუშაო, თუმცა ახლა მან „მიმართულება“ იპოვა და დაამატებს, რომ მნიშვნელოვანია იცოდე, თუ ვინ ხარ. მას შემდეგ, რაც ლიფტი გაჩერდება, კურტისი ალექსს წინ გაუშვებს, რის შემდეგაც მას ჩაქუჩით გათიშავს.

მოგვიანებით, მარგარეტ ჰოლოუეის დავალებით, კურტისი თავისი მრგვალი ხერხით ელ ჰოლოუეის მოკვლას შეეცდება, რაც არ დასცალდება, რადგან მას ალექსი შეებრძოლება და მოკლავს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი