FANDOM


ლეონარდ ვულფი Silent Hill 3-ის პერსონაჟია. იგი კლაუდია ვულფის მამა იყო, რომელსაც სწამდა, რომ გადარჩენას მხოლოდ მორწმუნეები იმსახურებდნენ. ლეონარდისგან განსხვავებით კლაუდიას მიაჩნდა, რომ ღმერთის დაბადების შემდეგ სამოთხის კარი ყველასთვის გაიღებოდა.

წარსულირედაქტირება

თავის დროზე ლეონარდი ორდერის წევრი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი ჭკუიდან შეიშალა, მას წოდება ჩამოართვეს და ფსიქიატრიულში მოათავსეს. მიუხედავად ამისა, მას სიცოცხლის ბოლომდე ფანატიკურად სწამდა ორდერის ღმერთისა. კლაუდიასა და ვინსენტ სმითისა საუბრიდან ირკვევა, რომ ლეონარდი მოძალადე მამა იყო. სავარაუდოდ, ის გოგონას სცემდა ხოლმე, რის გამოც კლაუდია მას ვერ იტანდა.

Silent Hill 3 რედაქტირება

მეტატრონის ბეჭდის ხელში ჩასაგდებად ვინსენტ სმითი ჰითერ მეისონს ლეონარდის სანახავად გაგზავნის. საავადმყოფო ბრუკჰევენში მყოფ ჰითერს ლეონარდი დაურეკავს. საუბრისას გაირკვევა, რომ მათ კლაუდიას სიძულვილი აერთიანებთ.

საავადმყოფოს დატბორილ საძირკველში ჰითერსა და ლეონარდს შორის კიდევ ერთი ხანმოკლე დიალოგი გაიმართება. ჰითერი შეშფოთდება, როდესაც შეიტყობს, რომ ისიც ორდერის მიმდევარია. თავისი საგანძურის დათმობაზე ლეონარდი უარს განაცხადებს და თავს ბეჭდის მცველს უწოდებს. იგი წყლიდან წამოიმართება და თავის ურჩხულის გარეგნობას გამოააშკარავებს. ჰითერი მას შეებრძოლება და მოკლავს.

ლეონარდის შესახებ ბევრი რამ უცნობია. შესაძლოა იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, რომელსაც ჰითერი ურჩხულად აღიქვამს, ან შესაძლოა იგი იმდენად მოიცვა თავისმა სიგიჟემ და სხვა სამყარომ, რომ განსახიერებულ ძალმომრეობად იქცა. შეიძლება ლეონარდი დაიღუპა და მისი სული სხვა სამყაროს ურჩხულად გარდაიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის წინ ჰითერი მას ეტყვის, რომ იგი „პიროვნებას“ აღარ წარმოადგენს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი