FANDOM


ლილიან შეპჰერდი
Lillianhiresrendersngio3.png
ლილიან შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
48 (დაიბადა 1959 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
ორდერის წევრი
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
ახმოვანებს
ელიზაბეთ ლამბერტი

ლილიან შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. იგი ალექს და ჯოშუა შეპჰერდების დედა და ადამ შეპჰერდის ცოლი იყო.

Silent Hill: Homecoming რედაქტირება

შინ დაბრუნებული ალექსი ლილიანს კატატონიურ მდგომარეობაში იპოვის. მისი კაბა სველია, წყლის კვალი კი სარდაფიდან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ლილიანი მანამდე იქ იმყოფებოდა. იგი ალექსს ეტყვის, რომ ქალაქიდან ყველა გაუჩინარდა და მას თავისი შვილი ენატრება. ალექსი მალევე შენიშნავს, რომ ლილიანს კალთაში რევოლვერი უდევს. იგი იარაღს აიღებს და დედას შეჰპირდება, რომ ჯოშუას აუცილებლად იპოვის. როგორც ჩანს, ჯოშუას შესახებ ლაპარაკი ერთადერთი რამეა, რისი სურვილიც ლილიანს აქვს. თუ დიალოგის დასრულების შემდეგ ალექსი მას რამეს შეეკითხება, ლილიანი მას რიტორიკულად ჰკითხავს, ეძებს თუ არა ის თავის ძმას.

მოგვიანებით, ლილიანს ორდერი გაიტაცებს და საილენთ ჰილში წაიყვანს. ალექსი მას სამეთვალყურეო ციხეში იპოვის, სადაც იგი ხელ-ფეხით საწამებელ მექანიზმზეა მიბმული, რაც მის სხეულს ნელ-ნელა ჭიმავს. ლილიანი ალექსს შეევედრება, რომ ბოლო მოუღოს მის ტანჯვას. მოთამაშე მორალური არჩევანის წინაშე დგება − მას შეუძლია მოკლას ან არ მოკლას ლილიანი. მანქანა მას ყველა შემთხვევაში შუაზე გაგლეჯს. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით თამაშის დასასრულზე აისახება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი