FANDOM


ლისა გარლანდი
LisaRender.png
ლისა Silent Hill-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
16-17 (Origins)
23 (Silent Hill)
დაიბადა 1960 წელს
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
საავადმყოფო ალქემილას ექთანი
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill 3 (კამეო)
Silent Hill: Origins
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
Cage of Cradle
Silent Hill (ფილმი)
ახმოვანებს
თესალი ლერნერი (Silent Hill, Silent Hill 3)
ჯენიფერ ვუდვორდი (Origins)

ლისა გარლანდი Silent Hill-ისა და Silent Hill: Origins-ის პერსონაჟია. იგი ექთანი იყო, რომელიც საავადმყოფო ალქემილაში ალესა გილესპის უვლიდა.

წარსულირედაქტირება

ლისა საილენთ ჰილში დაიბადა და გაიზარდა. მან მიდვიჩის დაწყებითი სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი საავადმყოფო ალქემილაში სტაჟიორ ექთნად დაიწყო მუშაობა. აქ იგი ნარკოტიკზე (PTV) დამოკიდებული გახდა, რასაც საავადმყოფოს დირექტორი ექიმი მაიკლ კაუფმანი საილენთ ჰილის ადგილობრივ კულტ ორდერთან ერთად აწარმოებდა.

საავადმყოფო ალქემილაში ლისას ერთ-ერთ მოვალეობას დამწვარი ალესა გილესპის მოვლა წარმოადგენდა. ალესას განუკურნებელი ჭრილობებიდან გამუდმებით სისხლი და ჩირქი ჟონავდა და იგი სახვევების მუდმივ ცვლას საჭიროებდა. ის იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ლისა ვერ ხვდებოდა, რა აცოცხლებდა მას. ლისას ალქემილადან წამოსვლა სურდა, რასაც იგი ვერ აკეთებდა, რადგან კაუფმანი მას PTV-თი მომარაგების შეწყვეტით ემუქრებოდა. თანდათანობით ალესას ტანჯვამ ლისას ფსიქიკა შეარყია.

აღსანიშნავია, რომ საილენთ ჰილში ლისა ერთადერთი ექთანია, რომელსაც ადამიანის გარეგნობა აქვს, რაც შესაძლოა ალესას მადლიერების შედეგი იყოს მის მიერ გამოჩენილი მზრუნველობისათვის, რაც მას დედისგან ასე ძლიერ აკლდა.

Silent Hill: Originsრედაქტირება

ტრევის გრადი საავადმყოფო ალქემილაში მოვა გონს. მის გვერდით ლისას ზის, რომელიც მას თავს პრაქტიკანტ ექთნად წარუდგენს და ჰკითხავს, თუ როგორ გრძნობს თავს. ლისა მას ეტყვის, რომ ალესა გილესპი დამწვრობების გამო დაიღუპა და რომ მას სანატორიუმ სედარ გრუვში ეჩქარება, სადაც მას ექიმი კაუფმანი უცდის.

მოგვიანებით, სხვა სამყაროს სანატორიუმის ერთ-ერთ ოთახში ტრევისი ლისას იპოვის, რომელიც მარტო ზის და იმ ქალის გამო გლოვობს, რომელიც ყოველთვის თავის შვილს უცდის. ტრევისის შეკითხვაზე, თუ ვინ არის ეს ქალი, ლისა გაბრაზებით უპასუხებს: „შენ იცი, ვინც არის იქ“ და გაიქცევა.

ამის შემდეგ ტრევისი ლისას თეატრში შეხვდება. იგი ერთ-ერთ სკამზე ზის. ლისა მას ეტყვის, რომ რადგან კარი ღია იყო და რადგან მას თეატრი უყვარს, მან თავს შიგნით შესვლის უფლება მისცა. იგი ტრევისს გაუმხელს, რომ მას მსახიობობა სურს, თუმცა ექთნობა მისი ოჯახური ტრადიციაა, რის შემდეგაც იგი ტრევისთან ფლირტს გააბამს, თუმცა მოულოდნელად უკან დაიხევს, რასაც იმით ახსნის, რომ იგი თავის „სამსახიობო შესაძლებლობებს“ ცდიდა.

რივერსაიდ მოტელში ტრევისი ლისას წითელ ჯემპრს როუზ სუითის კედლის ჭუჭრუტანიდან დაინახავს და მის კისკისს გაიგებს. მას შემდეგ, რაც იგი ოთახში ჭერში არსებული ხვრელის მეშვეობით შევა, იქ გულის ფორმის საწოლის გვერდით მდგომ ლისასა და კაუფმანს შეხვდება, რომლებიც ღილების შეკვრას დაიწყებენ. გაბრაზებული ლისა ოთახს დატოვებს. ოთახში ტრევისი PTV-ს კვალს აღმოაჩენს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ლისა წამალზე დამოკიდებული პირველი თამაშის მოვლენებიდან 7 წლით ადრე უკვე იყო.

Silent Hillრედაქტირება

ჰარი მეისონი ლისას სხვა სამყაროს დემონი ექთნებით სავსე საავადმყოფო ალქემილას ერთ-ერთ ოთახში იპოვის, სადაც იგი ურჩხულებს ემალება. მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ხდება ირგვლივ. იგი იტყვის, რომ მან გონება დაკარგა, ხოლო როცა გამოიღვიძა, ყველაფერი შეცვლილი დახვდა. ლისა ჰარის დალია გილესპისა და ქალაქის უძველესი სექტის შესახებ უამბობს.

თამაშის განმავლობაში ჰარი დროდადრო გონებას კარგავს და სხვა სამყაროს საავადმყოფოში იღვიძებს. იქ მას ლისა ეუბნება, რომ მას საავადმყოფო არ დაუტოვებია, არამედ ცუდი სიზმარი ნახა. ერთ-ერთი ასეთი გამოღვიძების შემდეგ ჰარის თავს ლისა წაადგება, რომელსაც მარცხენა თვალი უთამაშებს.

საავადმყოფოში ბოლო პარანორმალური მოგზაურობისას ლისა ჰარის ეტყვის, რომ მან საავადმყოფოს სარდაფი ნახა და უკვე ხვდება, რაც ხდება ქალაქში. იგი განაცხადებს, რომ ცოცხალი მხოლოდ იმის გამოა, რომ პარაზიტების მიერ დაინფიცირებული სხვა ექთნებისგან არაფრით განსხვავდება. ის ჰარის შველას სთხოვს, თუმცა შეშინებული ჰარი მას ხელს ჰკრავს და უკან გადაადგებს, რის შემდეგაც ლისას თავის ყველა ხვრელიდან სისხლი წამოუვა. იგი ჰარის მიმართულებით ბარბაცით გაემართება, თუმცა ჰარი გაიქცევა და მას ოთახში ჩაკეტავს. ლისა აქვითინდება და კარზე ბრახუნს დაიწყებს, თუმცა ჰარი მას იქიდან არ გამოუშვებს.

თუ მოთამაშე ოთახში დაბრუნდება, ის მას ცარიელი დახვდება. აქ ლისას ნივთებს შორის ჰარი მის დღიურს იპოვის, სადაც იგი წერს, რომ მას სარდაფში მყოფ „პაციენტთან“ მარტო ყოფნა აღარ შეუძლია, რის გამოც იგი „ექიმს“ ეტყვის, რომ სამსახურიდან წასვლა სურს. ამის შემდეგ ჰარის მიერ ადრე ნაპოვნი ვიდეო კასეტის ჩართვა გახდება შესაძლებელი. ამ ჩანაწერში ქალი, რომელიც სახეს ხელებით იფარავს და ლისას ხმით ლაპარაკობს, ვიღაცას ჰპირდება, რომ არავის არაფერს ეტყვის.

უკანასკნელად ლისა თამაშის ბოლოს ჩნდება. კარგ+ და კარგ დასასრულებში მთავარი ბოსის სიკვდილის შემდეგ კაუფმანი გაქცევას დააპირებს. ამ დროს სისხლიანი ლისა იატაკში არსებული ხვრელიდან ამოძვრება და კაუფმანს შიგ ჩაათრევს.

Silent Hill 3რედაქტირება

საილენთ ჰილ 3-ში ალესა/შერილის რეინკარნაცია ჰითერ მეისონი საავადმყოფო ბრუკჰევენში იმავე ვიდეო კასეტას იპოვის, რასაც პირველ თამაშში ჰარიმ უყურა. ჰითერს ლისა ცუდად ახსოვს, თუმცა მადლიერია მის მიერ გამოჩენილი მზრუნველობისთვის.

მასაჰირო იტოს თქმით, საავადმყოფოს სხვა სამყაროში გადასვლის წინ ჩნდება ექთანი ლისა პირველი თამაშიდან. მისი გამოჩენა ადასტურებს იმას, რომ ალესას გავლენა სხვა სამყაროზე მის მიერ მოგონებების აღდგენასთან ერთად სულ უფრო მეტად ძლიერდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ პირველი თამაშის შემდეგაც კი იგი სხვა სამყაროში განაგრძობს ტანჯვას.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი