FANDOM


მაიკლ კაუფმანი
MichaelKaufman
კაუფმანი Silent Hill-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
43 (Origins)
50 (Silent Hill)
დაიბადა 1933 წელს
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
საავადმყოფო ალქემილას სამედიცინო პერსონალის დირექტორი;
ნარკომოვაჭრე
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill: Origins
Cage of Cradle
ახმოვანებს
ჯონ ჩანსერი (Origins)
ჯარიონ მონრო (Silent Hill)

მაიკლ კაუფმანი Silent Hill-ისა და Silent Hill: Origins-ის ერთ-ერთი პერსონაჟი და ბოროტმოქმედია.

ექიმი მაიკლ კაუფმანი საავადმყოფო ალქემილას დირექტორი იყო. იგი ჰალუცინოგენი ნარკოტიკული ნივთიერება PTV-თი ვაჭრობდა, რასაც ადგილობრივი მცენარე თეთრი კლაუდიასგან აწარმოებდა და რითაც ბევრ ფულს აკეთებდა. ნარკოტიკის მომხმარებელთა წრეს ტურისტები შეადგენდნენ. კაუფმანთან ერთად ამ ბიზნესში ჩართული იყო ადგილობრივი კულტი ორდერი, ექთანი ლისა გარლანდი და მისი პარტნიორი ნორმან იანგი, რომელიც მას მოგვიანებით ჩამოშორდა. ლისა გარლანდს კაუფმანი დამწვარი ალესა გილესპის მოვლას აიძულებდა, რომელიც მისი საავადმყოფოს სარდაფში იყო გადამალული. სამაგიეროდ იგი ლისას PTV-თი ამარაგებდა. ალესას საავადმყოფოში გადმოყვანით კაუფმანი უკმაყოფილო იყო. შესაძლოა, იგი ამის გამო ინახავდა აგლაოფოტისს თავის ოფისსა და ქალაქის საკურორტო არეში მდებარე მოტოციკლის გაზის ბალონში.

Silent Hillრედაქტირება

ჰარი მეისონი მაიკლ კაუფმანს საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში რევოლვერით ხელში მჯდომარეს იპოვის. კაუფმანი თავის მიერ მოკლულ ურჩხულს დასცქერის, რომელიც მის ფეხებთან, სისხლის გუბეში აგდია. ჰარის დანახვაზე კაუფმანი გამაფრთხილებელ გასროლას გააკეთებს და მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდება, რაც ჰარი მას დაარწმუნებს, რომ სამტროდ არაა მისული. მოკლულ ურჩხულზე მითითებით კაუფმანი ჰარის ეტყვის: „ოდესმე გინახავთ ასეთი აბერაციები? საერთოდ ოდესმე გსმენიათ ასეთი რაღაცების შესახებ? მე და თქვენ ორივემ ვიცით, რომ ასეთი არსებები არ არსებობენ!“. მას შემდეგ, რაც კაუფმანის აგლაოფოტისს დალია გაანადგურებს, იგი სასწრაფოდ სხვა ნიმუშის მოსატანად გაემართება.

მოგვიანებით, ენის ბარში კაუფმანს თავს მამბლერი დაესხმება. თუ ჰარი მას არ გადაარჩენს, იგი დაიღუპება, ხოლო თუ გადაარჩენს - მისი მადლიერი დარჩება. მიუხედავად ამისა, თუ ჰარი პირველი მიაგნებს გადამალულ მოტოციკლს, კაუფმანი უეცრად გამოჩნდება და მას გაბრაზებული წაიყვანს.

თამაშის დასასრულს, მას შემდეგ, რაც ჰარი ალესას და დალიას იპოვის, კაუფმანი ამ უკანასკნელს დაჭრის და მას ნორმალური რეალობის დაბრუნებას უბრძანებს. დალია განაცხადებს, რომ მას ის უკვე აღარ სჭირდება, რის შემდეგაც კაუფმანი ჯიბიდან აგლაოფოტისს ამოიღებს და, დალიას წინააღმდეგობის მიუხედავად, მას ალესას შეასხამს, რაც მისგან ინკუბუსს გამოდევნის (როგორც ჩანს, კაუფმანი ამგვარ ეფექტს არ მოელოდა). მას შემდეგ, რაც დემონი დალიას დაფერფლავს, კაუფმანი გონებას დაკარგავს და ჰარი ინკუბუსთან ბრძოლას დაიწყებს.

ურჩხულის დამარცხების შემდეგ კაუფმანი გონს მოვა და დაინახავს, რომ ალესა ჰარისთვის პორტალს გახსნის. კაუფმანიც მისკენ გაემართება, თუმცა ურჩხულად ქცეული ლისა გარლანდი, რომელიც იატაკის გისოსებიდან ამოძვრება, მას ხელებს შემოახვევს და ორმოში ჩაათრევს.

Silent Hill: Originsრედაქტირება

თამაშის დასაწყისში, საავადმყოფო ალქემილაში მისული ტრევის გრადი კაუფმანს ლიფტთან შეხვდება. ტრევისი მას ალესას მდგომარეობას ჰკითხავს. კაუფმანი იტყვის, რომ მან არაფერი იცის მომხდარის შესახებ. იგი ლიფტში შევა და, სავარაუდოდ, მეორე სართულზე ავა. ტრევისს ლიფტში სისხლიანი საკაცე დახვდება.

მოგვიანებით, რივერსაიდ მოტელში მისულ ტრევისს ქალისა და კაცის ხმები მოესმება. ოთახში იგი ჭერში არსებული ხვრელიდან შევა და იქ ლისასა და კაუფმანს იპოვის, რომლებიც ტანსაცმლის ღილებს იკრავენ. კაუფმანს აშკარად არ გაახარებს ტრევისის ხილვა, რადგან წინა შეხვედრებისას მას საილენთ ჰილის დატოვება ურჩია. ამავე ოთახში მარტო დარჩენილი ტრევისი სააბაზანოში და საძინებლის სარკეზე თეთრი ფხვნილის კვალს შენიშნავს, რაც სავარაუდოდ თეთრი კლაუდიაა, რითაც კაუფმანი ვაჭრობდა.

თამაშის დასასრულს კაუფმანი კიდევ ერთხელ გამოჩნდება. იგი ტრევისს გაზით მოწამლავს, რის გამოც ის სექტის რიტუალის ჩაშლას ვერ მოასწრებს. მთავარი ბოსის დამარცხების შემდეგ, როცა ფლაურუსი ბავშვსა და ალესას ერთმანეთისგან გახლეჩს, კაუფმანი ოთახში მყოფ სხვა ადამიანებთან ერთად გაიქცევა.

თამაში კაუფმანისა და დალიას დიალოგით მთავრდება. ისინი თავიანთი გეგმის შესახებ საუბრობენ. დალია განაცხადებს, რომ ალესას მეორე ნაწილი ოდესმე დაბრუნდება. კაუფმანი მას ეტყვის, რომ ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს, რაზეც დალია უპასუხებს: „ჩვენ დავიცდით“.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი