FANDOM


მარგარეტ ჰოლოუეი
Margaret
მარგარეტ ჰოლოუეი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
53 (დაიბადა 1954 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
მოსამართლე;
ორდერის წევრი
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
ახმოვანებს
ელიზაბეთ ლამბერტი

მარგარეტ ჰოლოუეი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. კურტის აკერსთან ერთად იგი საილენთ ჰილის კულტი ორდერის წევრი და თამაშის მთავარი ბოროტმოქმედია.

ბიოგრაფიარედაქტირება

მარგარეტი მოსამართლე იყო, რომელიც შეპჰერდს გლენში ცხოვრობდა და მუშაობდა. ადგილობრივებში იგი კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, შვილებისთვის კი საშინელი დედა იყო. თამაშის მოვლენებამდე მარგარეტმა კულტის ღმერთს თავისი ქალიშვილი ნორა შესწირა მსხვერპლად. თამაშში იგი ერთადერთი მშობელია, რომელიც თავის საქციელს არ ნანობს, მეტიც, იგი მეორე შვილის - ელის მოკვლასაც კი შეეცდება მას შემდეგ, რაც ის მისი გეგმის განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის.

Silent Hill: Homecoming რედაქტირება

შეპჰერდს გლენში დაბრუნებული ალექს შეპჰერდი მარგარეტს მალევე გადაეყრება. მარგარეტს ალექსის დანახვა გაუკვირდება. ის მას აცნობებს, რომ მისი წასვლის შემდეგ ქალაქი უკეთესობისკენ არ შეცვლილა და დედის სანახავად შინ წასვლას ურჩევს. დამშვიდობებისას მარგარეტი ალექსს ეტყვის, რომ მას ალბათ კიდევ შეხვდება.

მოგვიანებით, დეპუტატი უილერი და ალექსი მარგარეტს სამეთვალყურეო ციხის ერთ-ერთ კამერაში სკამზე მიბმულს იპოვიან. ალექსი მას გაათავისუფლებს, რის შემდეგაც უილერს მოულოდნელად ასფიქსია გაიტაცებს. მარგარეტი იქაურობას გაეცლება და ღიმილით ალექსს ურჩხულთან ერთად ჩაკეტავს.

მას შემდეგ, რაც კურტის აკერსი ალექსს შეიპყრობს და ორდერის ბუნაგში დააბამს, მარგარეტი მას შეპჰერდს გლენისა და მისი წარსულის შესახებ სიმართლეს გაუმხელს. იგი ალექსს ეტყვის, რომ თავისი ქალიშვილი ელიც მის დღეში იმყოფება და ადამ შეპჰერდის მიერ დაშვებული „შეცდომის“ გამოსწორების მიზნით ჯერ მის წამებას დაიწყებს, შემდგომ კი მის მოკვლას შეეცდება, თუმცა თავადვე მოკვდება მას შემდეგ, რაც ალექსი მას პირში ბურღს ჩასცემს. თუ მოთამაშე მარგარეტის შეჩერებას ვერ შეძლებს, იგი ალექსს ბურღს თვალში გაუყრის და თამაში დასრულდება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი