FANDOM


მარია
Mariaprofile.png
მარია Silent Hill 2-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
25
სტატუსი
გარდაცვლილი (ცოცხალია დასასრულ Maria-ში)
საქმიანობა
Heaven's Night-ის მოცეკვავე
გამოჩნდა
Silent Hill 2
Silent Hill 2: Born from a Wish
ახმოვანებს
მონიკა ტეილორ ჰორგანი
მერი ელიზაბეთ მაკგლინი (Silent Hill HD Collection)

მარია Silent Hill 2-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. იგი ძლიერ ჰგავს ჯეიმს სანდერლენდის გარდაცვლილ ცოლ მერი შეპჰერდ-სანდერლენდს, თუმცა მისგან ხასიათითა და ჩაცმულობით განსხვავდება.

უცნობია, მარია რეალურია, თუ ჯეიმსის წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს.

Silent Hill 2 რედაქტირება

Born from a Wishრედაქტირება

მარია დაცარიელებულ „ჰევენს ნაითში“ გაიღვიძებს და ადამიანების საპოვნელად საილენთ ჰილის ქუჩებში დაიწყებს ხეტიალს. ბოლოს იგი ბალდუინების სახლში მივა, რაც ძირითადი თამაშის საზღვრებს მიღმა მდებარეობს. აქ იგი სახლის მეპატრონე ერნესტ ბალდუინს გამოელაპარაკება, რომელიც დაკეტილ კარს მიღმა იმყოფება და უცნაურად მონოტონური ხმით ლაპარაკობს. ერნესტი მარიას „თეთრი სითხის“ პოვნას სთხოვს, რაც მას თავისი მკვდარი შვილის გასაცოცხლებლად სჭირდება. მარია მის სურვილს შეასრულებს, რადგან იგი „შეუძლებლისთვის საბრძოლველადაც მზადაა“.

სახლის დათვალიერებისას მარია ერთ-ერთ ოთახში დათუნიას იპოვის და იტყვის, რომ ლორას მოეწონებოდა ეს სათამაშო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მერის მოგონებებს იზიარებდა. მას შემდეგ, რაც მარია ერნესტს „თეთრ სითხეს“ მიუტანს, ეს უკანასკნელი მას ეტყვის, რომ ჯეიმს სანდერლენდი ცუდი კაცია და რომ ის ისეთ მარიას ეძებს, როგორიც იგი არაა. მისი სიტყვები მარიას შეაძრწუნებს. მას მოაგონდება, რომ ჯეიმსი თავის ავადმყოფ ცოლს კარგად არ ექცეოდა და რომ მან ის მოკლა. მას ასევე გაახსენდება, რომ ჯეიმსის შიგნით კარგი ადამიანი იმალება. მარია კარს გახსნის, თუმცა ოთახი, საიდანაც მას ერნესტის ხმა ესმოდა, ცარიელი დახვდება. სასოწარკვეთილი მარია ბალდუინების სახლს დატოვებს და თვითმკვლელობას დააპირებს. იგი რევოლვერს საფეთქელთან მიიტანს, თუმცა თავის მოკვლას გადაიფიქრებს და რევოლვერს კედელს ესვრის. იგი ბედს დაემორჩილება იმ იმედით, რომ ჯეიმსი მას ისეთად მიიღებს, როგორიც არის.

Letter from Silent Heavenრედაქტირება

მარია და ჯეიმსი ერთმანეთს პარკ როუზუოთერში შეხვდებიან. ნისლში ჯეიმსს იგი მერი ეგონება. მას შეაცბუნებს ამ ორის საოცარი მსგავსება და მარიას მაცდური, ცოტაოდენ დამცინავი პასუხები. ჯეიმსისგან თანხმობის მიღების შემდეგ მარია მას გაჰყვება.

როდესაც ჯეიმსი პიტს ბოულ-ო-რამაში შესვლას გადაწყვეტს, მარია განაცხადებს, რომ მას ბოულინგი სძულს და გარეთ დარჩება. იქიდან გამოსულ ჯეიმსს მარია ეტყვის, რომ მან დაინახა, თუ როგორ გამოვარდა ლორა შენობიდან და სთხოვს, მის მოძებნაში დაეხმაროს.

ლორას კვალდაკვალ ისინი საავადმყოფო ბრუკჰევენში ამოყოფენ თავს. მისი დათვალიერებისას მარია უეცრად შეუძლოდ გახდება. ჯეიმსი მას დასვენებას ურჩევს და ერთ-ერთ პალატაში დატოვებს. თუ მოთამაშე მარიას მონახულებას გადაწყვეტს, ნახავს, რომ იგი ძალიან ცუდადაა. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი სხვა სამყაროში გადავა, მარია მას ოთახში აღარ დახვდება. იქ იგი რამდენიმე ცარიელ წამლის ბოთლს იპოვის. მოგვიანებით, მარია ჯეიმსს საავადმყოფოს სარდაფში გადაეყრება და მას უყურადღებობისა და მერის ერთგულებისთვის უსაყვედურებს. მათი საუბარი დიდხანს არ გასტანს, რადგან პირამიდის თავიანი მარიას ჯეიმსის თვალწინ მოკლავს.

მოგვიანებით, ლაბირინთში ჯეიმსი საღ-სალამათ მარიას იპოვის, რომელიც ერთ-ერთ საკანშია ჩაკეტილი. მისი საუბარი ჯეიმსს დააბნევს, რადგან იგი ხან მარიას საუბარს ჰგავს, ხან - მერისას. მერი/მარია ჯეიმსს სასტუმრო ლეიქვიუში მდებარე ვიდეო კასეტაზე მიანიშნებს, რის შემდეგაც იგი კვლავ მაცდურ მარიად გარდაიქმნება და ჯეიმსს ეტყვის, რომ გათავისუფლების სანაცვლოდ მის ნებისმიერ სურვილს შეასრულებს. სასოწარკვეთილი და დაბნეული ჯეიმსი საკანში შესასვლელი გზის ძებნას დაიწყებს, თუმცა შიგ შესულს მარია მკვდარი დახვდება. სავარაუდოდ იგი ცემითაა მოკლული.

თამაშის დასასრულს ჯეიმსი კიდევ ერთხელ იხილავს ცოცხალ მარიას. ამჯერად იგი პირამიდის თავიანებს თავდაყირა ჰყავთ დაკიდებული. მარია ჯეიმსს შველას სთხოვს, რის შემდეგაც ჯეიმსის თვალწინ მას ერთ-ერთი ურჩხული შუბით განგმირავს. ჯეიმსი მიხვდება, რომ მარიას მოკვლით პირამიდის თავიანი მას მის დანაშაულს ახსენებს და რომ იგი მერის მოკვლისთვის ისჯება. ჯეიმსი ურჩხულებს შეებრძოლება, რომლებიც მის დამარცხებას ვერ შეძლებენ. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი თავის დანაშაულს ბოლომდე გააცნობიერებს, პირამიდის თავიანები თავიანთი შუბებით თვითმკვლელობის რიტუალს შეასრულებენ.

მარიას ბედი მოთამაშის საქციელზეა დამოკიდებული. თუ იგი მას ურჩხულებისგან კარგად დაიცავს და ავად მყოფს საავადმყოფოში ბევრჯერ მოინახულებს, თამაში Maria-თი დასრულდება.

დასასრულებში In Water, Leave და Rebirth ჯეიმსი პლატფორმაზე მარიას შეხვდება, რომელსაც მერის გარეგნობა აქვს. იგი ჯეიმსს თავისთან დარჩენას სთხოვს, თუმცა ჯეიმსი განაცხადებს, რომ მას იგი აღარ სჭირდება, რადგან იგი ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ ნამდვილ სიყვარულს, რასაც იგი მერისთან იზიარებდა. გაბრაზებული მარია მთავარ ბოსად გარდაიქმნება და ჯეიმსს შეუტევს. დამარცხების შემდეგ იგი მიწაზე დაეცემა და ჯეიმსის სახელს დაიძახებს. ჯეიმსი მას მიუახლოვდება და მოკლავს.

დასასრულ Maria-ში ჯეიმსს პლატფორმაზე მარიას ნაცვლად მერი დახვდება. ჯეიმსი აღიარებს, რომ მან იგი იმიტომ მოკლა, რომ მისთვის ტვირთს წარმოადგენდა. მერი განაცხადებს, რომ მას დანაშაულს არასდროს აპატიებს და მთავარ ბოსად გარდაიქმნება. ჯეიმსი მას შეებრძოლება და დაამარცხებს. მომდევნო სცენაში ჯეიმსი ტბა ტოლუკას გადაჰყურებს. იმ ადგილას, სადაც მან მარია პირველად ნახა, იგი კვლავ მარიას შეხვდება, რომელიც ცოცხალი და საღ-სალამათია. ისინი ერთად დატოვებენ საილენთ ჰილს. უკანასკნელ სცენაში, ქალაქიდან მიმავალი მარია დაახველებს, რაც, სავარაუდოდ, იმის მიმანიშნებელია, რომ მასაც იგივე დაავადება შეეყარა, რაც მერის ჰქონდა და რომ თამაშის მოვლენები შესაძლოა განმეორდეს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი