FANDOM


მიშელ ვალდეზი
Michelle Valdez
მიშელ ვალდეზი Shattered Memories-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
22-24
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
ღამის კლუბის მომღერალი
გამოჩნდა
Silent Hill: Shattered Memories
ახმოვანებს
კეიტ ჰიგინსი

მიშელ ვალდეზი Silent Hill: Shattered Memories-ის პერსონაჟია. ის კლუბ The Balkan-ში მომღერლად მუშაობს.

Silent Hill: Shattered Memories რედაქტირება

ჰარი მეისონი მიშელს პირველად უმაღლესი სკოლა მიდუიჩის ფიზკულტურის დარბაზში შეხვდება, სადაც იგი „Always on My Mind“-ს მღერის. მიშეილი იქ თავის ყოფილ კლასელებსა და შეყვარებულ ჯონს უცდის. როდესაც ჰარი შერილს ახსენებს, მიშელი იტყვის, რომ სკოლაში იგი შერილ მეისონთან ერთად დადიოდა. ისინი დირექტორის კაბინეტში შეიპარებიან, რათა დაადგინონ, მიშელის ყოფილი კლასელი ნამდვილად ჰარის ქალიშვილია, თუ არა.

მას შემდეგ, რაც სკოლას სხვა სამყარო მოიცავს, ჰარი მიშელს დაშორდება. იგი მას მოგვიანებით, სკოლის გარეთ შეხვდება. მიშელი ჰარის თავისი უფროსის მანქანით სიმონსის ქუჩაზე მიყვანას შესთავაზებს. გზაში იგი იტყვის, რომ თავისი შეყვარებული ჯონი იურისტია და იგი მასაჩუსეტში იმყოფება. მანქანის გასაღების წამოსაღებად ისინი ღამის კლუბ The Balkan-ში შეივლიან, სადაც მიშელი მუშაობს. გასაღების ასაღებად ჰარი მიშელის ოთახში შევა, უკან დაბრუნებულს კი ამ მის ადგილას სხვა ქალი - დალია დახვდება.

მოგვიანებით, ჰარის გრინ ლაიონ პონ შოპში მდებარე შერილის ოთახში ჩაეძინება. მას მიშელი გააღვიძებს და ჯონის მანქანით შუქურამდე წაყვანას შესთავაზებს. გზაზე ჯონი და მიშელი იჩხუბებენ. მოთამაშის ფსიქოლოგიურ პორტრეტზეა დამოკიდებული მანქანას გაბრაზებული ჯონი გააჩერებს და გადავა, თუ მის გაჩერებას მიშელი მოითხოვს და პირველი იგი გადავა. ჰარი ყველა ვარიანტში მარტო დარჩება.

ჰარი და მიშელი ერთმანეთს უკანასკნელად ენის ბარში შეხვდებიან. მიშელი განაცხადებს, რომ იგი ჯონს დაშორდა. იგი ჰარის შუქურამდე მისაღწევად ტბისპირა გასართობ პარკს უკან მდებარე ნავის გამოყენებას ურჩევს და დაამატებს, რომ მას შეიძლება არ მოეწონოს ის პასუხები, რომლებსაც მიიღებს.

დასასრულიდან Sleaze and Sirens ირკვევა, რომ მიშელი ჰარის საყვარელი ყოფილა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი