FANDOM


Littlegirl

პატარა ენი

პატარა ენი Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟია. იგი ენ მერი კანინგჰემის ინკარნაციაა.

Silent Hill: Downpour რედაქტირება

წმ. მარიას მონასტერში პატარა ენი ვიღაც ბიჭს ეთამაშება, რომელიც მარფი პენდლტენის შვილს - ჩარლის ჰგავს. მარფის დანახვაზე იგი ბიჭს გააფრთხილებს, რომ მარფი ბუგიმენია და მას არ უნდა მიეკაროს. ის ასევე იტყვის, რომ მარფიმ თავისი შვილი მოკლა. პატარა ენს მარფი მონასტერში არაერთხელ შენიშნავს. საბოლოოდ, გოგონა მას გაექცევა და ოთახში ჩაიკეტება.

მას შემდეგ, რაც ბუგიმენი ბიჭს მოკლავს, მარფი ამ უკანასკნელს ჩარლის უწოდებს და დაიტირებს. ამის დანახვაზე ენი დაიკივლებს, მარფის ბიჭის მკვლელობაში დაადანაშაულებს და შეშინებული გაიქცევა. მარფი მას დაედევნება, რათა ბუგიმენმა ისიც არ მოკლას. იგი გოგონას მონასტრის სხვენში უილმენთან ერთად იპოვის. მარფი მის საშველად გაემართება, თუმცა უეცრად იატაკი ჩავარდება და მარფიც მას ჩაჰყვება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი