საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
პატრიკ ნეიპიერი
PatNapier
პატრიკ ნეიპიარი Silent Hill: Downpour-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
42 (დაპატიმრებისას)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
პატიმარი
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
ახმოვანებს
ჯონ გრეისი

პატრიკ ნეიპიერი Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟია. იგი საშტატო ციხე რიალის პატიმარი იყო, რომელიც სასჯელს ბავშვის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იხდიდა.

ნეიპიერი ნასამართლევი პედოფილი და რეგისტრირებული სექსუალური მოძალადე იყო. უწინ იგი მარფი პენდლტენის მეზობლად ცხოვრობდა. როდესაც მარფის შვილი ჩარლი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, მან იგი გაიტაცა, სავარაუდოდ, გააუპატიურა, ტომარაში ჩასვა და ტბაში გადააგდო, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ცოტა ხნის შემდეგ ნეიპიერი რვა წლის ბიჭის გატაცებაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და დააპატიმრეს.

ნეიპიერზე შურისსაძიებლად მარფიმ პოლიციის მანქანა გაიტაცა. იგი გაასამართლეს და იმავე ციხეში ჩასვეს, რომელშიც ნეიპიერი იხდიდა სასჯელს. კორუმპირებული პოლიციის ოფიცერ ჯორჯ სიუელის დახმარებით მარფი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულ ნეიპიერს საშხაპეში შეხვდა, იგი სასტიკად სცემა და მას დანა ჩასცა.

დასასრული Forgiveness-დან ირკვევა, რომ მარფიმ ნეიპიერის მოკვლა ვერ შეძლო - იგი სიუელმა მოკლა, დანაშაული კი მარფის დაბრალდა, რადგან დანაზე მისი ანაბეჭდები აღმოაჩინეს. სხვა დასასრულებში მკვლელი მარფია.

Advertisement