FANDOM


Red Pyramid

პირამიდის თავიანი Silent Hill 2-დან.

პირამიდის თავიანი (Pyramid Head), იგივე წითელი პირამიდა (Red Pyramid Thing), ურჩხულია, რომელიც პირველად Silent Hill 2-ში გამოჩნდა. Silent Hill: Homecoming-ში ბუგიმენი (Bogeyman) გარეგნულად პირამიდის თავიანს ჰგავს, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ქალაქის ერთ-ერთი ურჩხულთაგანი არაა, არამედ მას მრავალი ინკარნაცია აქვს და იგი ხშირად არის დაკავშირებული პირის სინდისის ქენჯნასთან, მის სურვილთან - პასუხი აგოს თავისი ცოდვებისათვის. მაგალითად, Silent Hill 2-ში პირამიდის თავიანი ჯეიმსის ფსიქიკის ქმნილებას წარმოადგენს, მის ხორცშესხმულ სურვილს - დაისაჯოს მერის მკვლელობისთვის. ამ პერსონაჟს ფილმებში წითელი პირამიდა (Red Pyramid) ჰქვია. გარდა ამისა, იგი კომიქსებსა და საილენთ ჰილთან დაკავშირებულ სხვა მედიაშიც გამოჩნდა.

პირამიდის თავიანი მასაჰირო იტოს მიერაა შექმნილი. ის თავისი უზარმაზარი წითელი პირამიდული თავით, ხმლითა და შუბით არის ცნობილი. მისი ჯალათისმაგვარი გარეგნობა და ფუნქცია საილენთ ჰილის წარსულს ეხმიანება, ვინაიდან ამ ადგილას უწინ ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ. პირამიდის თავიანი მოძალადე ტირანია, რომელიც არ ლაპარაკობს და თავს ესხმის არა მხოლოდ საილენთ ჰილში დაკარგულ ადამიანებს, არამედ მის ურჩხულებსაც, რომლებსაც Silent Hill 2-ში თითქოს აუპატიურებს კიდეც, თუმცა სინამდვილეში იგი მხოლოდ სქესობრივი აქტის სიმულაციას აკეთებს.

პირამიდის თავიანი ალბათ სერიების ყველაზე ცნობილი ურჩხულია. Silent Hill 2-ში მისმა როლმა კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა. მიმომხილველთა და ფანების მიერ იგი სერიების სიმბოლოდაა მიჩნეული.

შექმნა და დიზაინირედაქტირება

მასაჰირო იტოს სურდა შეექმნა „ურჩხული დამალული სახით“,[1] რათა იგი ნაკლებად ადამიანის მსგავსი და მეტად შემაძრწუნებელი ყოფილიყო, თუმცა თავისი დიზაინებით იგი მუდამ უკმაყოფილო რჩებოდა, რადგან ისინი ჩვეულებრივ ნიღბიან ადამიანებს ჰგავდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს, ტამას ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლისას, იტომ მექანიკური არსება დახატა, რომელსაც პირამიდული დაჟანგული სხეული ჰქონდა. შემდეგ მან დახატა ურჩხული პირამიდული თავით.[1] იტოს თქმით, პირამიდის ბასრი კუთხეები „ტკივილის ალბათობაზე მიანიშნებს“.[1] მან შექმნა ფერმკრთალი, დაკუნთული კაცი, რომელიც ყასბის ხალათის მსგავს თეთრ, აქა-იქ სისხლით დასვრილ უსახელო ტანსაცმელსა და, სავარაუდოდ, რეზინის ხელთათმანებს ატარებს. Silent Hill 2-ში ან მისი ხელის ყველა თითი შეერთებულია ან მათგან მხოლოდ ცერაა გამოყოფილი. იგი არ ლაპარაკობს, არამედ ღრიალებს. მის უზარმაზარ პირამიდულ ჩაფხუტში ერთადერთი ხვრელი არსებობს, საიდანაც მას საცეცის (ან ენის) გამოყოფა შეუძლია. მისი იარაღებია გიგანტური დანა და გიგანტური შუბი.

დაკარგულ მოგონებათა წიგნის თანახმად, პირამიდის თავიანის გარეგნობა იმ ჯალათთა გარეგნობის სახესხვაობას წარმოადგენს, რომლებიც უწინ საილენთ ჰილში ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ. ისინი წითელ, პირამიდულ ქუდებსა და ცერემონიალურ მანტიებს ატარებდნენ, რათა ვალტიელს დამსგავსებოდნენ, რომელსაც ეთაყვანებოდნენ.[2] Silent Hill 2-ის პერსონაჟთა დიზაინერ ტაკაიოში სატოს თქმით, პირამიდის თავიანი ამ ჯალათთა და ქალაქის სისხლიანი წარსულის დამახინჯებულ მოგონებას წარმოადგენს.[3][4]

ფილმ საილენთ ჰილის რეჟისორ კრისტოფ განსის აზრით, პირამიდის თავიანი უწინ ქალაქის ერთ-ერთი ჯალათთაგანი იყო და არ არსებობს მისი ერთადერთი, კონკრეტული მანიფესტაცია.[5] Silent Hill: Homecoming-სა და ფილმში ბუგიმენის/წითელი პირამიდის ჩაფხუტი არა შვიდკუთხა, არამედ ექვსკუთხა პირამიდაა. მას ჩვეულებრივი თითები აქვს, წელს ზემოთ შიშველია, ქვემოთ კი კაბას ატარებს, რაც ფილმში, როგორც ჩანს, ადამიანის ტყავისგანაა შექმნილი. ფილმისგან განსხვავებით, Homecoming-ში ბუგიმენის ჩაფხუტი უფრო ღია ფერისაა და მისი წინამკლავები სისხლითაა დასვრილი. განსხვავებულია დანის დიზაინიც - იგი დაკბილულია და მას წაწვრილებული წვერი აქვს. გარდა ამისა, Silent Hill 2-ისგან განსხვავებით, როგორც ფილმში, ისევე Homecoming-ში არ იგრძნობა, რომ ურჩხული თავისი ჩაფხუტის თრევით წვალობს.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Konami Corporation. The Making of Silent Hill 2 DVD [Silent Hill 2-ის შექმნა DVD] (ინგლისურად). Konami Computer Entertainment Tokyo, Inc, 2002.
  2. დაკარგულ მოგონებათა წიგნი (ინგლისურად)
  3. Dieubussy (2009-05-15). "Interview with Takayoshi Sato: Seizing New Creations" [ინტერვიუ ტაკაიოში სატოსთან: ახალ ქმნილებათა შეპყრობა] (ინგლისურად). Core Gamers. CoreGamer.
  4. კრისტინა გონსალესი (2007-08-28). "The Escapist: Seeing Red: The Repulsive Allure of Pyramid Head" [პირამიდის თავიანის საზიზღარი ხიბლი] (ინგლისურად). The Escapist. Themis Group. გვ. 1
  5. კრისტოფ განსი (2006-04-06). "Silent Hill: On The Red Pyramid, Carol Spier as Production Designer, and Exploring Society in Horror Films" [წითელი პირამიდის, კეროლ სპიერის, როგორც პროდუქციის დიზაინერისა და საშინელებათა ჟანრის ფილმებში მკვლევარი საზოგადოების შესახებ] (ინგლისურად). Sony Pictures Digital Inc.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი