FANDOM


რიჩარდ ბრეინტრი
RichardBraintree.png
რიჩარდ ბრეინტრი Silent Hill 4-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
საშუალო ხნის
სტატუსი
გარდაცვლილი/მოჩვენება
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
უცნობია

რიჩარდ ბრეინტრი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. იგი საუს ეშფილდ ჰეითსის 207-ე ოთახში ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აილინ გალვინთან. როდესაც პატარა უოლტერ სალივანი საუს ეშფილდ ჰეითსს სტუმრობდა, რიჩარდი მას აგრესიულად ეპყრობოდა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი იქ უცხო იყო. პატარაობაში უოლტერმა დაწერა: „ქალაქი საშიშია და ბინას, სადაც დედა იმყოფება, შიგ საშიში კაცი ჰყავს“. რიჩარდი ბრაზიანი, ახირებული და მოძალადე ადამიანი იყო, რომელიც რევოლვერს ყოველთვის თან ატარებდა.

Silent Hill 4: The Room რედაქტირება

რიჩარდის დანახვა 302-ე ოთახის კარის საჭვრეტიდანაა შესაძლებელი. იგი აილინ გალვინთან ერთად ჰენრის კართან დგას. სხვა სცენაში რიჩარდი მარტოა. იგი საჭვრეტში შეიხედავს, შემდეგ კი დერეფანს გაუყვება.

ჰენრი ტაუნშენდი მას შენობის სამყაროს სასტუმრო საუს ეშფილდის სახურავზე შეხვდება. როგორც ჩანს, იგი ციდან ჩამოვარდა (თუ როგორ მოხდა ეს თამაშში განმარტებული არაა). რიჩარდი ჰენრის რევოლვერს დაუმიზნებს, თუმცა მეზობელს მალევე იცნობს. იგი ჰენრის ეტყვის, რომ გზის პოვნა სურს, რის შემდეგაც მას გაეცლება. ჰენრი ლიფტში შევა და ქვევით ჩასვლას დაიწყებს. იგი რიჩარდს დაინახავს, რომელიც პატარა უოლტერ სალივანს მიუახლოვდება. მის დანახვაზე უოლტერი გაიქცევა, რიჩარდი კი მას დაედევნება.

დიდ კიბეზე მყოფი ჰენრი რიჩარდის ყვირილს გაიგებს. კიბის დასასრულს იგი 207-ე ოთახს იპოვის. შიგ პატარა უოლტერი იმყოფება, რომელიც ფანჯარაში რაღაცაზე (სავარაუდოდ, 303-ე ოთახზე) მიანიშნებს, რის შემდეგაც იგი გაქრება. რიჩარდი ელექტროსკამზეა მიბმული, მის შუბლზე კი რიცხვი 19/21 არის ამოტვიფრული. ჰერი მის გათავისუფლებას ვერ შეძლებს და რიჩარდი მის თვალწინ მოკვდება.

უოლტერის სამყაროში რიჩარდის ნივთი მისივე რევოლვერია. იგი მე-19 მსხვეპრლია. მისი მკვლელობის თემაა „ქაოსი“. მოგვიანებით, შენობის სამყაროში დაბრუნებული ჰენრი რიჩარდის მოჩვენებას შეხვდება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი