FANDOM


SilentHillLake.png

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საილენთ ჰილში“

საილენთ ჰილი (Silent Hill) გამოგონილი ქალაქია, რომელშიც Silent Hill-ის სერიების უმეტესობის სიუჟეტი ვითარდება. იგი მეინში მდებარეობს.

თუმცა საილენთ ჰილი თავისი თვალწარმტაცი ხედებითაა ცნობილია, სინამდვილეში ესაა დაწყევლილი ადგილი, საიდანაც ადგილობრივები განდევნეს, სადაც სიკვდილით დასჯის საშინელი რიტუალები აღესრულებოდა და ერთი პერიოდი ჭირი იყო მოდებული. ქალაქი ტბა ტოლუკას გარშემოა გაშენებული და მუდმივად იქიდან წამოსულ ხშირ ნისლშია გახვეული, რაც ადამიანებისთვის რეალობასა და კოშმარებს განურჩეველს ხდის. მათი თქმით, ზოგჯერ იქ ისეთი „არსებები“ ჩნდებიან, რომლებიც ბუნებრივად არ უნდა არსებობდნენ. ქალაქში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული და ბევრ საიდუმლოს მალავს.

საილენთ ჰილი აგრეთვე ცნობილია თავისი რელიგიური კულტი ორდერით, რომელიც გამუდმებით ქვეყნიერების დასასრულის მოლოდინშია და აქტიურად ცდილობს მის დაჩქარებას. ერთ დროს ქალაქში ნარკოტიკული ნივთიერება PTV-თი აქტიური ფარული ვაჭრობა მიმდინარეობდა, რის უკანაც აგრეთვე ორდერი იდგა.

საილენთ ჰილის ირგვლივ ტყიანი გორაკები და მდინარეებია. ტბა ტოლუკა მას ჰორიზონტალურად შუაზე კვეთს. პალევილი, იგივე ჩრდილოეთი ტერიტორია, მოიცავს ძველ საილენთ ჰილს, ცენტრალურ საილენთ ჰილსა და კურორტის არეს. მის სამხრეთით მდებარე საუს ვეილი ტყეებით, გორაკებითა და მდინარეებითაა დაფარული. ქალაქის ჩრდილოეთ ნახევართან მას ცენტრალური გზა ნათან ავენიუ, იგივე კაუნტი როუდ 73 აკავშირებს.

ქალაქის გარეგნობა ყველა თამაშში განსხვავებულია: ზოგან ახალი ქუჩები ან სულაც უბანია დამატებული - როგორც ეს Silent Hill: Homecoming-სა და Silent Hill: Downpour-შია, სხვაგან კი ძველი შენობები ახლებითაა ჩანაცვლებული.

ქალაქის ძალარედაქტირება

საილენთ ჰილი ყოველთვის მისტიკური ძალის მქონე ადგილად მიიჩნეოდა. თავიდან ადგილობრივთა მიერ აქ რიტუალები აღესრულებოდა ხოლმე, ერთი პერიოდი მისი მოსახლეობა უცნობმა ჭირმა გაანადგურა, შემდეგ კი იგი კატორღად იქცა. აქ არაერთი ადამიანი დაუსჯიათ სიკვდილით. მოგვიანებით, ალესა გილესპის მსხვერპლშეწირვა ქალაქის ძალის კატალიზატორად იქცა, რის შემდეგაც მან ისეთი ადამიანების მიზიდვა დაიწყო, რომლებსაც გულში სიბნელე აქვთ. ცნობილი არაა, თავად ქალაქია „ცოცხალი“, თუ იგი მხოლოდ სარკის ფუნქციას ასრულებს – ფორმას აძლევს იქ მისული ადამიანების სულიერ მდგომარეობას.

საილენთ ჰილი სამ განსხვავებულ განზომილებაში არსებობს: ჩვეულებრივ, ნისლისა და სხვა სამყაროებში.

ჩვეულებრივი სამყარო - მარტივად რომ ითქვას, ესაა რეალობა, „განზომილება“, რომელშიც ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს. როგორც ჩანს, ჩვეულებრივი სამყაროს მოსახლეობამ არც კი იცის ქალაქში მიმდინარე პარანორმალური მოვლენებისა თუ თამაშების გმირების მოქმედებათა შესახებ, რაც ალტერნატიურ განზომილებელში - ნისლისა და სხვა სამყაროებში ვითარდება. ამ სამყაროში საილენთ ჰილი ჩვეულებრივი ტურისტული ქალაქია. Silent Hill 2-ის გმირმა ჯეიმსმა და მისმა ცოლმა მერიმ მთელი თავიანთი თაფლობის თვე ამ კურორტში გაატარეს. ჩვეულებრივი სამყარო თამაშებში ყველაზე იშვიათად ჩნდება - როგორც წესი, თამაშის დასაწყისში ან/და მის ბოლოს. სავარაუდოდ, Silent Hill 2-ის ერთ-ერთი პერსონაჟი ლორა მხოლოდ ამ სამყაროს, ანუ ქალაქის „ნამდვილ“ ვერსიას ხედავს თამაშის სხვა პერსონაჟებთან ერთად, რომლებიც ალტერნატიულ სამყაროებში არიან დაკარგულნი. ლორასთვის საილენთ ჰილი ლამაზი ქალაქია.

ნისლის ან ნისლიანი (Misty) სამყარო - ჩვეულებრივ სამყაროსა და სხვა სამყაროს შორის მოქცეული განზომილებაა. შესაძლოა იგი სხვა სამყაროს სახესხვაობა იყოს. ჩვეულებრივი სამყაროდან ამ სამყაროში გადასვლისას პერსონაჟები, როგორც წესი, ვერც კი ამჩნევენ რამე ცვლილებას, სანამ ნისლში მოხეტიალე ურჩხულს არ გადაეყრებიან. გარეგნულად იგი ჩვეულებრივი სამყაროს მსგავსია იმ განსხვავებით, რომ ის მთლიანად სქელ ნისლშია გახვეული, რაც, ძირითადად, თეთრი ან ღია ნაცრისფერია, ზოგ თამაშში კი, მაგალითად, Homecoming-სა და Downpour-ში, იგი უფრო მუქია და კვამლს ჰგავს. თუმცა სხვა სამყაროსთან შედარებით ნისლის სამყარო ნაკლებად სისხლიანი და საშინელია, ისიც ურჩხულებითაა სავსე. Silent Hill-ში, ასევე Silent Hill: Shattered Memories-ში ნისლის სამყაროში თოვლი ცვივა, ფილმსა და Homecoming-ში - ფერფლი, Downpour-ში კი წვიმს.

ნისლის სამყარო, როგორც წესი, ლაბირინთის მსგავსია. კარების უმეტესობა აქ ჩაკეტილია, ზოგიერთი მათგანის გასაღები კი მეტად უცნაურ ადგილებში არის დამალული. ამ სამყაროს კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზა გადაკეტილი ან განადგურებულია. მაგალითად, Silent Hill-ში ქალაქს ყველა მხრიდან უფსკრულები ესაზღვრება, Silent Hill 2-ში კი გზები ბრეზენტით დაფარული კედლებითა და სხვადასხვაგვარი საგნებითაა ჩახერგილი.

აღსანიშნავია, რომ ნისლის სამყაროს საილენთ ჰილის ფარგლებს გარეთ გაღწევა შეუძლია, რათა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ქალაქთან დადებული ხელშეკრულება დაარღვიეს. მაგალითად, Homecoming-ში ნისლითაა დაფარული შეპჰერდს გლენიც.

სხვა სამყარო (Otherworld) - კოშმარული, ჯოჯოხეთური რეალობაა. სხვაგვარად მას ალტერნატიულ სამყაროს, ბნელ სამყაროსა და კოშმარულ სამყაროს ეძახიან. ხანდახან ეს ფენომენი საილენთ ჰილის მიმდებარე ქალაქებზე - შეპჰერდს გლენსა და ეშფილდზეც ვრცელდება. თამაშებში მოქმედება ამ სამყაროსა და შედარებით ნაკლებად სახიფათო ნისლის სამყაროში ვითარდება. სხვა სამყაროში გადასვლა, როგორც წესი, მოულოდნელად ხდება. ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც ამ პროცესის მართვა შეეძლო, ტრევის გრადი იყო, რომელიც სხვა სამყაროში სარკეების მეშვეობით გადადიოდა. ორდერის მითოლოგიის თანახმად, სხვა სამყარო იმ „წმინდა მიწის“ მონათესავეა, სადაც მათი ღმერთი არსებობს. ალბათ სწორედ იგი იცავს თავის მსახურებს სხვა სამყაროს ურჩხულებისგან. ორდერის ზოგიერთი წევრი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სამყაროსთან და განზომილებათა ცვალების მართვა შეუძლია. გარეგნულად სხვა სამყარო სისხლშია გასვრილი; აქ ყველაფერი ძველი და დაჟანგულია; აქა-იქ ნაწამები ადამიანების ცხედრები ყრია. Shattered Memories-ში ის ყინულითაა დაფარული, Downpour-ში კი წყლითაა სავსე. სხვა სამყაროში საილენთ ჰილის ყველაზე საზარელი ურჩხულები ბინადრობენ.

ქალაქის ისტორიარედაქტირება

მთავარი სტატია: ქრონოლოგია

უწინ საილენთ ჰილი წმინდა მიწად იყო მიჩნეული, სადაც ადგილობრივი ამერიკელების მიერ მისტიკური რიტუალები აღესრულებოდა ხოლმე. როგორც ჩანს, ის მაშინაც ფლობდა მისტიკურ ძალას. ეს მიწა „დადუმებული სულების ადგილად“ იწოდებოდა. მოგვიანებით, ევროპიდან ჩამოსახლებულმა ადამიანებმა ადგილობრივი მოსახლეობა იქიდან გააძევეს.

1700-იანი წლების დასაწყისში ქალაქს ჭირი მოედო, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 1810 წელს ეს ტერიტორია კატორღად იქცა და ხელახლა იქნა ათვისებული. ამავე პერიოდში ეწოდა მას „საილენთ ჰილი“.

მოგვიანებით, ჭირი ქალაქს ხელმეორედ მოედო. სამოქალაქო ომის შედეგად ქალაქი ორ ნაწილად გაიყო. კონფლიქტმა, რომელიც პოლიტიკურმა წინააღმდეგობამ წარმოშვა, რელიგიური კულტის შექმნა განაპირობა.

1900-იანი წლების დასაწყისში, უილტსის ქვანახშირის მაღაროს დაკეტვის შემდეგ, საილენთ ჰილი საკურორტო ქალაქად იქცა, თუმცა ტბა ტოლუკაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა მისი რეპუტაცია შელახა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი