FANDOM


ქვემოთ მოცემულია საილენთ ჰილი Wiki-ს სტილის სახელმძღვანელო. ვიკიში მუშაობის ზოგად წესებს გაეცანით აქ, საიტის გამოყენების პირობებს კი - აქ.
  • წერეთ ქართული გრამატიკის წესების დაცვით. არ გამოიყენოთ ჟარგონები და ბარბარიზმები. მაგალითად, სწორია „რომ“ და არა „რო“, „მოთამაშე“ და არა „გეიმერი“.
  • წერეთ მესამე პირში. თუ ციტატა არ მოგყავთ, არ გამოიყენოთ I და II პირის ნაცვალსახელები. მაგალითად, შეცდომაა „საავადმყოფო ალქემილაში შენ ექიმ მაიკლ კაუფმანს შეხვდები“. სწორია „საავადმყოფო ალქემილაში ჰარი (ან მოთამაშე) ექიმ მაიკლ კაუფმანს შეხვდება“.
  • სიუჟეტი გადმოეცით აწმყო და მყოფად დროებში. ნუ გამოიყენებთ წარსულს.
  • საკუთარი სახელების თარგმნის მიზნით დაიხმარეთ დახმარება:საკუთარი სახელების თარგმნა.
  • არ გამოიყენოთ მეტსახელები და კნინობითი სახელები. მაგალითად, სწორია ჯოშუა შეფჰერდი და არა ჯოშ შეფჰერდი.
  • თამაშების სახელებში გამოიყენეთ ორწერტილი. მაგალითად, სწორია Silent Hill: Downpour და არა Silent Hill Downpour.
  • სტატიაში გამოყენებული სურათის ზომა არ უნდა იყოს 250 პიკსელზე მეტი (≤ 250px).
  • სექცია „წვრილმანებში“ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იწერება, რომელიც სხვა სექციებში ვერ თავსდება. ნუ ჩაწერთ იქ ისეთ ინფორმაციას, რაც სხვა სექციას განეკუთვნება.
  • არ თარგმნოთ თამაშების სახელები. სტატიებში თამაშების, ფილმებისა და კომიქსების სახელები დახარეთ.
  • წერეთ მიუკერძოებლად. თქვენმა სიმპათია-ანტიპათიამ გავლენა არ უნდა მოახდინოს სტატიაზე. იყავით ობიექტურები.
  • სტატიის აგებულება (მისი აუცილებელი შემადგენელი ნაწილები):
    • სტატია პერსონაჟის ან ნივთის შესახებ
      • შეტყობინება მსგავსი სახელის მქონე სხვა გვერდების შესახებ (თუ გვერდს სხვა გვერდის ან გვერდების მსგავსი სახელი ჰქვია)
      • ინფოდაფა
      • შესავალი ნაწილი ან ძირითადი ნაწილი (თუ სტატიის საგანზე ცოტა ინფორმაცია მოიპოვება)
      • რა როლს ასრულებს პერსონაჟი/ნივთი იმ თამაშში, ფილმში ან კომიქსში, რომელშიც მონაწილეობს/გამოჩნდა. სექციას დაარქვით შესაბამისი თამაშის, ფილმის ან კომიქსის სახელი
    • სტატია თამაშის, ფილმის ან კომიქსის შესახებ
      • შეტყობინება მსგავსი სახელის მქონე სხვა გვერდების შესახებ (თუ გვერდს სხვა გვერდის ან გვერდების მსგავსი სახელი ჰქვია)
      • ინფოდაფა
      • სიუჟეტი
      • შექმნა (აუცილებელია მხოლოდ თამაშის ან ფილმის შესახებ დაწერილ სტატიებში)
      • გამოსვლა (აუცილებელია მხოლოდ თამაშის ან ფილმის შესახებ დაწერილ სტატიებში)
      • კრიტიკული შეფასება (აუცილებელია მხოლოდ თამაშის ან ფილმის შესახებ დაწერილ სტატიებში)
  • სტატიაში პერსონაჟი პირველად სრული სახელით მოიხსენიეთ, ყოველ მომდევნო ჯერზე კი სახელით ან გვარით. ნუ დაუმატებთ ვიკიბმულს პერსონაჟის გვარს გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტატიაში მისი სრული სახელი ნახსენები არაა.
  • თუ სტატია თავიდან ბოლომდე თამაშს, ფილმს ან კომიქსს ეფუძნება, წყაროს მითითება საჭირო არაა. ამის გაკეთება სავალდებულო მაშინაა, როცა ინფორმაცია სხვა ოფიციალური წყაროდანაა აღებული, იქნება ეს დაკარგულ მოგონებათა წიგნი, ინტერვიუ თუ მიმოხილვა.
  • ზოგადი შეტყობინება (გაფრთხილება) სპოილერების შესახებ ვიკის მთავარ გვერდზეა გაკეთებული, ამიტომ სტატიებში მისი არსებობა საჭირო აღარაა. ამის მიუხედავად, თამაშის, ფილმის ან კომიქსის შესახებ სტატიებში სასურველია, იგი სექცია „სიუჟეტის“ დასაწყისში მოთავსდეს. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ახლად გამოსული პროდუქტი. ამ შემთხვევაში, გაფრთხილება მასთან დაკავშირებულ ყველა სტატიას უნდა მიემაგროს და მათში მინიმუმ 30 დღე უნდა დარჩეს.
  • სურათის ატვირთვისას გაითვალისწინეთ, რომ:
    • სისასტიკისა და ძალადობის შემცველი, აგრეთვე უწმაწური და შეურაცხმყოფელი სურათების ატვირთვა აკრძალულია.
    • სურათს არ უნდა ერქვას უაზრო სახელი. შეეცადეთ, მასში მოკლედ და ლაკონიურად გადმოსცეთ სურათის შინაარსი.
    • სურათის აღწერის გვერდზე უნდა განიმარტოს, თუ რატომ ითვლება მისი გამოყენება სამართლიანად. ნუ ატვირთავთ მაღალი გარჩევადობის მქონე სურათებს. Fair use-ის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, სურათის ზომა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რასაც მისი გამოყენების მიზანი მოითხოვს, რასაც, როგორც წესი, პერსონაჟის, ნივთის, ადგილისა თუ მოვლენის, აგრეთვე თამაშის, კომიქსისა თუ ფილმის გარეკანის/პოსტერის ან მისი შემქმნელის ილუსტრაცია წარმოადგენს ხოლმე.
    • არ უნდა ატვირთოთ ისეთი სურათები, რომელთა გამოყენებას არ აპირებთ.
  • ყოველი სტატია სულ მცირე ერთ კატეგორიაში უნდა იყოს გაწევრიანებული. კატეგორიების სია იხილეთ აქ.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი