FANDOM


საინ მარტინი
Sein Martin 01
საინ მარტინის სილუეტი
სქესი
მამრობითი
ასაკი
18 (დაიბადა 1973 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
სტუდენტი
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
არავინ

საინ მარტინი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. იგი ბობი რანდოლფისა და ჯასპერ გეინის მეგობარი იყო, რომელსაც პარანორმალური ამბები იზიდავდა. ერთ დღეს, მეგობრებთან ერთად, მან ყური მოჰკრა, თუ როგორ ადარებდნენ ვიღაცას „წმინდა დედას“, რომ ეს პიროვნება შესაძლოა საილენთ ჰილის ეკლესიის ეშმაკიც ყოფილიყო და რომ ის იმჟამად პლიზანტ რივერის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. იმ დღიდან საინი საილენთ ჰილისა და ორდერის საიდუმლოებათა ამოხსნის სურვილმა შეიპყრო.

საინ მარტინი უოლტერ სალივანმა დაახრჩო, რის შემდეგაც მას გული ამოაცალა, სხეული კი, ბობი რანდოლფის ცხედართან ერთად, პლიზანტ რივერის უნივერსიტეტის ეზოში დატოვა.

საინ მარტინი უოლტერის მე-3 მსხვერპლია. მისი მკვლელობის თემაა „ათი გული“, ნივთი - კამერა, რაც მისი მკვლელობის ადგილზე იპოვეს. მისი მოჩვენება თამაშში არ ჩანს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი