FANDOM


სიბილ ბენეტი
Cybil.png
სიბილი Silent Hill-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
28 (დაიბადა 1955 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი (კანონიკურ დასასრულში)
საქმიანობა
ბრაჰმსის პოლიციის ოფიცერი
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill: Homecoming (ნახსენებია)
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
ახმოვანებს
სუსან პაპა (Silent Hill)
მერი ელიზაბეთ მაკგლინი (Book of Memories)

სიბილ ბენეტი Silent Hill-ის პერსონაჟია. იგი საილენთ ჰილის მონათესავე ქალაქ ბრაჰმსის პოლიციის ოფიცერი იყო. თამაშში სიბილი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც საილენთ ჰილის პარანორმალური მოვლენებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი, რის გამოც მას ჰარის მონათხრობის არ სჯერა.

წარსულირედაქტირება

Play Novel-ის თანახმად, როდესაც სიბილი ბავშვი იყო, მისი მშობლები უცნობმა პირმა დახოცა. სიბილი გადარჩა, რადგან კარადაში დამალვა შეძლო, თუმცა მან ჭუჭრუტანიდან დაინახა, თუ როგორ დაახალეს მის მშობლებს ტყვია თავში. სწორედ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ გადააწყვეტინა მას პოლიციელად გახდომა.[1]

Silent Hill რედაქტირება

სიბილს საილენთ ჰილში მას შემდეგ გაგზავნიან, რაც ქალაქის პოლიციასთან კავშირი გაწყდება. თამაშის დასაწყისში ჰარი მეისონი თავისი ჯიპიდან მოტოციკლით მიმავალ სიბილს დაინახავს. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე იგი სიბილის მოტოციკლს მოჰკრავს თვალს, რომელიც გზის პირასაა მიტოვებული.

ურჩხულების თავდასხმის შედეგად ჰარი გონებას დაკარგავს. იგი კაფეში გაიღვიძებს, სადაც სიბილს შეხვდება, რომელიც ვერ ხვდება, თუ რატომაა გათიშული ტელეფონები და რადიო. იგი გრძნობს, რომ რაღაც რიგზე ვერაა, ამიტომ ჰარის პისტოლეტს მისცემს და განშორების წინ იარაღის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

მოგვიანებით, ბაჩმანის ქუჩაზე სიბილი ნისლში გოგონას სილუეტს დაინახავს და მას დაედევნება, თუმცა გოგონას ფიგურა „თხელ ჰაერში“ შესვლისთანავე გაუჩინარდება.

მოგვიანებით, სიბილი ჰარის შენიშნავს და მას ანტიკვარიატის მაღაზია გრინ ლაიონში შეჰყვება. იგი ჰარის ეტყვის, რომ პოლიცია საილენთ ჰილში ნარკოტიკების მიმოქცევას იძიებს და რომ სწორედ ნარკოტიკებს მიაწერს იგი ყველა იმ უცნაურობას, რაც ქალაქში ხდება. სიბილი არ დაიჯერებს ჰარის ნაამბობს ურჩხულებისა და ჯადოქრობის შესახებ, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან ჰარი მაღაზიის უკანა ნაწილში არსებულ გასასვლელეში გაძვრება.

საკურორტო არეში ნავით შესული ჰარი სიბილს გადაეყრება და შვებით ამოისუნთქებს. ამჯერად სიბილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ რაღაც რიგზე ვერაა, თუმცა მას ჰარის ნაამბობის ბოლომდე მაინც არ სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ თავად გახდა ნისლისა და თოვლის სიბნელედ და წვიმად გარდაქმნის თვითმხილველი. არჩევანის გარეშე დარჩენილი ჰარი და სიბილი ერთმანეთს დაშორდებიან და შერილის ძებნას განაგრძობენ. ჰარი შუქურასკენ გაემართება, სიბილი კი ტბისპირა გასართობ პარკში წავა.

საუბედუროდ, საილენთ ჰილის შესახებ სიმართლეს სიბილი ძალიან გვიან შეიტყობს. იგი ჰარის დათქმულ ადგილას არ შეხვდება, რის შემდეგაც ჰარი მას სხვა სამყაროს გასართობი პარკის კარუსელზე იპოვის. სიბილი იმავე პარაზიტითაა დაინფიცირებული, რითაც საავადმყოფო ალქემილას თოჯინა ექიმები და ექთნები არიან. იგი ჰარის იარაღს დაუმიზნებს და ესვრის.

თუ მოთამაშე აგლაოფოტისს ფლობს, მას სიბილის გადარჩენა შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდაცვის მიზნით, ჰარი იძულებული გახდება, მოკლას იგი. ამ შემთხვევაში სიბილი მიწაზე დაეცემა და ტკივილისგან ღრიალს დაიწყებს, სახიდან კი მას სისხლი წამოუვა. დამწუხრებული ჰარი სიბილის ცხედართან ჩაიმუხლება.

თუ ჰარი სიბილს აგლაოფოტისს შეასხამს, მისი ზურგიდან პარაზიტი ამოძვრება, რასაც ჰარი ფეხით გასრესს, რის შემდეგაც ისინი შერილის წარმომავლობის შესახებ დაიწყებენ საუბარს.

არსად სიბილი დალიასა და ალესას კუთხეში მოიმწყვდევს, თუმცა ფსიქიკური ენერგიით დალია მას უკან გადაისვრის, რაც მას გონებას დააკარგვინებს.

ცუდ+ დასასრულში, მთავარი ბოსის სიკვდილის შემდეგ სიბილი გონს მოვა. იგი ჰარის მიუახლოვდება და ეტყვის, რომ ისინი უნდა წავიდნენ, რადგან მათ ირგვლივ ყველაფერი ინგრევა.

კარგ+ დასასრულში ალესა ჰარის ახალშობილ ბავშვს მიაწვდის და თავისი ძალის გამოყენებით პორტალს გაუხსნის. სიბილი გონს მოვა და ჰარის სინათლისკენ გაჰყვება, რაც მათ სხვა სამყაროდან გაიყვანს. ჰარის ხელში ბავშვი უჭირავს. ისინი ნისლში გაუჩინარდებიან და სამშვიდობოს გააღწევენ.

საილენთ ჰილ 3-ში სიბილი ნახსენები არაა, ამიტომ უცნობია, თუ რა ბედი ეწია მას. დაკარგულ მოგონებათა წიგნის თანახმად, კანონიკური დასასრული თამაშის კარგი დასასრულია, რომელშიც სიბილი კვდება.

Silent Hill: Homecoming-ში დეპუტატი უილერი ალექსსა და ელს იმ ქალი პოლიციის ოფიცრის შესახებ უამბობს, რომელიც საილენთ ჰილში გაუჩინარდა. უილერის თქმით, მისგან მხოლოდ მოტოციკლი დარჩა, რაც საილენთ ჰილისკენ მიმავალ გზაზე დამტვრეული იპოვეს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი