FANDOM


სიბილ ბენეტი
CybilShatteredMemories.png
სიბილ ბენეტი Shattered Memories-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
40 (დაიბადა 1968 წელს)
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
საილენთ ჰილის პოლიციის ოფიცერი
გამოჩნდა
Silent Hill: Shattered Memories
ახმოვანებს
კირსტენ პოტერი

სიბილ ბენეტი Silent Hill: Shattered Memories-ის პერსონაჟია. იგი საილენთ ჰილის პოლიციის ოფიცერია.

Silent Hill: Shattered Memories რედაქტირება

ჰარი მეისონი სიბილს სასადილო დაინერ 52-ში შეხვდება, ხოლო თუ მოთამაშე მის ნაცვლად გუდ ოლ დეიზ ბარში შევა, იგი სიბილს მოგვიანებით, ჰარის სახლთან შეხვდება. სასადილოში სიბილთან საუბრისას ჰარი გააცნობიერებს, რომ ლევინის ქუჩაზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც სიბილს რაციით მაროდიორობის შესახებ შეატყობინებენ, იგი ჰარის დაშორდება.

მოგვიანებით, სიბილი სტუარტების სახლთან მივა და ჰარის კიბიდან ჩამოსვლას სთხოვს. იგი ეჭვობს, რომ რაღაც წესრიგში ვერაა, რადგან ჰარიც ამავე მისამართზეა რეგისტრირებული და საქმის გასარკვევად მას პოლიციის განყოფილებაში წაიყვანს. გზაში მისი მანქანის საქარე მინას თოვლი დაფარავს. თავისი ადგილმდებარეობის დასადგენად სიბილი მანქანას მიატოვებს და უკან არ დაბრუნდება. ჰარი მანქანიდან გადავა და ტყეში დაიწყებს ხეტიალს. მოგვიანებით, მას სიბილი დაურეკავს და ჰკითხავს, თუ რატომ გაიქცა, რაზეც ჰარი უპასუხებს, რომ მან იგი მიატოვა. ჰარი საილენთ ჰილში დაბრუნებას გადაწყვეტს და სიბილს ტელეფონს გაუთიშავს.

უმაღლესი სკოლა მიდუიჩის საფეხბურთო მოედანზე მისულ ჰარის კვლავ სიბილი დაურეკავს. ჰარი იცრუებს, რომ კავშირი მობილურის ბრალით გაწყდა. სიბილი მას სკოლის ფიზკულტურის დარბაზში დაიბარებს. ჰარი ჩათვლის, რომ შერილი შესაძლოა იქ იყოს და სიბილს დასთანხმდება, თუმცა გააფრთხილებს, რომ თუ ქალიშვილს ვერ იპოვის, მას არ დაუცდის.

მოგვიანებით, შერილის სახლისკენ მანქანით მიმავალ ჰარის ხიდი ჩაუტყდება და მდინარეში ჩავარდება. იგი საავადმყოფო ალქემილაში გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ინვალიდის სავარძელში ზის, რომელსაც სიბილი მიაგორებს. სიბილი ჰარის მონაყოლს არ დაიჯერებს. იგი იტყვის, რომ ხიდი შტორმის დაწყების დღიდან იყო დაკეტილი და მიიჩნევს, რომ მდინარეში ჰარი თვითონ შევიდა. მოულოდნელად, იქაურობას სხვა სამყარო მოიცავს და სიბილი გაიყინება.

მას შემდეგ, რაც ჰარი მკვდარ ლისა გარლანდს იპოვის, მას თავს სიბილი წაადგება, რომელიც მის დაკავებას შეეცდება. იგი განაცხადებს, რომ ჰარი სინამდვილეში ჰარი მეისონი არაა, თუმცა სიტყვის დასრულებას ვერ შეძლებს, რადგან უეცრად გაიყინება.

შუქურასთან სიბილი ჰარის დახრჩობისგან გადაარჩენს. ჰარი მას იარაღს ამოაცლის და ეტყვის, რომ შვილის მოძებნაში ხელს ვეღარ შეუშლის. სიბილი განაცხადებს, რომ ვერ გაუგია, რა ხდება, რადგან მან ჰარი მეისონის ფაილი მოიძია, რომლის თანახმად იგი 18 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა და ჰარის გაეცლება.

სიბილის არჩევანი მოთამაშის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაბამისად იცვლება: იგი ან ყველაფრის მიუხედავად პოლიციის ოფიცრად მუშაობის გაგრძელებას გადაწყვეტს ან სამსახურიდან წავა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი