FANDOM


სინთია ველასკეზი
Cynthia.png
სინთია Silent Hill 4-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
29
სტატუსი
გარდაცვლილი/მოჩვენება
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
ლისა ორტიზი

სინთია ველასკეზი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია.

Silent Hill 4: The Room რედაქტირება

სამხრეთ ეშფილდის სადგურის შესასვლელთან მდგომი სინთიას დანახვა 302-ე ოთახიდანაა შესაძლებელი.

ჰენრი ტაუნშენდი სინთიას მეტროს სამყაროში შეხვდება. იგი დარწმუნებულია, რომ „საშინელ სიზმარში“ იმყოფება და ჰენრის დახმარებას სთხოვს, სადგურიდან გაყვანის სანაცვლოდ კი მას „განსაკუთრებული“ სურვილის ასრულებას შეჰპირდება, რაც, მისი ქცევიდან და ჩაცმულობიდან გამომდინარე, სექსუალური ხასიათისა უნდა იყოს. ჰენრისთან ერთად მეტროპოლიტენში ხეტიალის დროს სინთიას გულისრევა დაეწყება და საპირფარეშოში შევა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდება.

მეტროს სამყაროში დაბრუნებული ჰენრი სინთიას ვაგონში გამომწყვდეულს იპოვის. მოგვიანებით, სინთია სადგურიდან გასასვლელს აღმოაჩენს. იგი ჰენრის საჯარო შეტყობინების სისტემის მეშვეობით დაუკავშირდება, თუმცა უეცრად დაიკივლებს. მის საშველად მისული ჰენრი სინთიას მომაკვდავს იპოვის. იგი სისხლისგან იცლება, მარცხენა ძუძუზე კი რიცხვი 16121 აქვს ამოტვიფრული. სინთია ჰენრის მოუბოდიშებს იმის გამო, რომ მისი განსაკუთრებული სურვილის შესრულება ვერ შეძლო. ჰენრი მას ეტყვის, რომ ის სიზმარში იმყოფება, რის შემდეგაც სინთია მის მკლავებში დალევს სულს.

სინთიას ნივთია პარფიუმერია, რასაც ჰენრი მკვლელობის ადგილას დაფანტულს იპოვის.

მოგვიანებით, როდესაც ჰენრი მეტროპოლიტენში დაბრუნდება, აღმოაჩენს, რომ სინთია მე-16 საიდუმლოა („ცდუნება“). სხვა სულების მსგავსად მას სინთიას მოჩვენებაც შეუტევს და მისგან გულის ამოცლას შეეცდება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი