სკარლეტ ფიჩი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. ის მარტინ ფიჩის ქალიშვილი იყო, რომელიც მან ორდერის ღმერთის კეთილმოსურნეობის მოსაპოვებლად მოკლა და დაანაწევრა.
ყველაზე მეტად სკარლეტს თოჯინებით თამაში უყვარდა. იგი გარეთ არ გადიოდა, არამედ მთელი დღეების მანძილზე თავისი თოჯინებით თამაშობდა. მას ბევრი თოჯინა ჰყავდა. მამამისი სკარლეტს სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდა, რათა მას უდარდელი ბავშვობა ჰქონოდა.
საილენთ ჰილის კულტ ორდერის ღმერთთან დადებული პაქტის მიხედვით, შეპჰერდს გლენის ბოროტებისგან დასაცავად ქალაქის ოთხი ოჯახიდან თითოეულს ყოველ ორმოცდაათ წელში ერთხელ ღმერთისთვის ერთი ბავშვი უნდა შეეწირა მსხვერპლად. მარტინ ფიჩმა სკარლეტი სკალპელით დაანაწევრა, რის შემდეგაც, სინდისის ქენჯნის გამო, მან თვითდასახიჩრება დაიწყო.
სხვა სამყაროში სკარლეტ ფიჩის ინკარნაციაა სკარლეტი.