FANDOM


ტრევის გრადი
TravisGrady
ტრევის გრადი Silent Hill: Origins-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
საშუალოდ 25 (Origins)
საშუალოდ 56 (Homecoming)
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
სატვირთო მანქანის მძღოლი
გამოჩნდა
Silent Hill: Origins
Silent Hill: Homecoming (კამეო)
Silent Hill: Revelation (კამეო)
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
ახმოვანებს
მაიკი ო'კონერი
ბენ ელი (ბავშვი)
პიტერ აუტერბრიჯი (Revelation)

ტრევის გრადი Silent Hill: Origins-ის გმირია. იგი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც თავისი ტრაგიკული წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობს.

Silent Hill: Origins რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

ერთ დღეს, გზის შესამოკლებლად, დანიშნულების ადგილამდე მისვლას ტრევისი საილენთ ჰილის გავლით გადაწყვეტს. მოულოდნელად, კოკისპირულ წვიმაში მის წინ ადამიანი გადაირბენს და შუა გზაზე დაეცემა. ტრევისი მანქანას დაამუხრუჭებს, თუმცა იქიდან გადმოსული ვერავის იპოვის. მოგვიანებით იგი გოგონას დაინახავს, რომელიც მას შეხედავს და გაიქცევა. ტრევისი მას დაედევნება და უცნობის მოსაძებნად ნისლიან ქალაქში ფეხით დაიწყებს ხეტიალს. ბოლოს იგი ცეცხლმოკიდებულ სახლთან მივა. ტრევისი სიბნელეში მყოფ დალია გილესპის მოჰკრავს თვალს, რომელიც იქაურობას ჩუმად გაეცლება. სახლში ტრევისი დამწვარ ალესა გილესპის იპოვის და იქიდან გამოიყვანს, რის შემდეგაც იგი გონებას დაკარგავს.

ტრევისი საილენთ ჰილში, პარკის სკამზე გაიღვიძებს და საავადმყოფო ალქემილაში ალესას მდგომარეობის გასაგებად წავა. იქ იგი მაიკლ კაუფმანსა და ლისა გარლანდს შეხვდება. დიდ სარკეში ტრევისი უვნებელ ალესას დაინახავს, რომელიც მას სარკის გამოყენებას ასწავლის. სარკეზე ხელის დადებით ტრევისი საილენთ ჰილის ნისლიან და კოშმარულ ვარიანტებში გადაინაცვლებს.

სანატორიუმი სიდარ გროვის, რივერსაიდ მოტელისა და სხვა ადგილების დათვალიერების შემდეგ ტრევისს გაახსენდება, რომ დედამისი ჭკუიდან შეიშალა და სანატორიუმში მკურნალობდა, მამამისმა კი თავი მოიკლა. ჯეიმს სანდერლენდის მსგავსად, რომელმაც ქვეცნობიერად პირამიდის თავიანი გამოიგონა, ტრევისის ბნელი მხარე ყასაბს შექმნის, რომელსაც მხოლოდ სახის ნახევარი მოუჩანს, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ტრევისს პიროვნების გაორება სჭირდა. თავისი გარდაცვლილი მშობლების დემონური ინკარნაციებისა და ყასბის დამარცხების შემდეგ ტრევისი თავისი წარსულის კოშმარებისგან გათავისუფლდება.

თამაშის განმავლობაში, ალესას დავალებით ტრევისი ფლაუროსის წარსული, აწმყო, მომავალი, სიცრუე და სიმართლე ნაწილების შეგროვებას ცდილობს. თანდათანობით იგი გააცნობიერებს მასზე დაკისრებული მისიის მნიშვნელობასა და საქმის ბოლომდე მიყვანას გადაწყვეტს. თამაშის ბოლოს, ფლაურუსის ნაწილების ერთობა მას ალესას სიზმარს დაამარცხებინებს.

არსებობს თამაშის 2 ძირითადი და 1 ამო/ხუმრობა დასასრული:

კანონიკურ დასასრულში ტრევისი დემონს წარმატებით დაამარცხებს, ალესა კი თავის სულს ორ ნაწილად გახლეჩს, რაც შერილ მეისონს შექმნის. ტრევისი საილენთ ჰილს თავს დააღწევს. ქალაქის გარეუბანში ლურჯი, აქა-იქ ღრუბლიანი ცა და ნისლის სიმწირე იმაზე მიანიშნებს, რომ იგი ალესას/საილენთ ჰილის გავლენის ფარგლებს მიღმა იმყოფება. გზაზე მიმავალი ტრევისი თავის სატვირთო მანქანას იპოვის. მასში ჩაჯდომის შემდეგ სარკეში იგი ალესას დაინახავს, რომელსაც ხელში ჩვილი ბავშვი უჭირავს. ალესა ბედნიერად გამოიყურება. ტრევისი მას გაუღიმებს და ოდომეტრს გაანულებს, ნიშნად იმისა, რომ იგი ცხოვრებას თავიდან იწყებს. უკანასკნელ სცენაში ტრევისი მიდის, ბავშვით ხელში მდგომი ალესა კი მის უკან რჩება. ამის შემდეგ ჰარი მეისონისა და მისი ცოლის ხმები ისმის. მათი საუბრიდან ირკვევა, რომ მათ ბავშვი იპოვეს. ისინი მის შვილად აყვანას გადაწყვეტენ და მას შერილს დაარქმევენ. ამას მოჰყვება დალია გილესპისა და მაიკლ კაუფმანის დიალოგი იმის შესახებ, რომ მეორე ნაწილი დაკარგული არ არის, რადგან „მისი (ალესას) ტკივილის გაგონების შემდეგ იგი აუცილებლად მოვა“.

ცუდ დასასრულში, რომელიც თამაშის ხელმეორედ თამაშისას 200-ზე მეტი ურჩხულის მოკვლით მიიღწევა, ტრევისი ბნელ ოთახში საწოლზეა მიბმული. ორდერის წევრი მას სხეულში ნემსით უცნობ ნივთიერებას შეუყვანს. ტრევისის წარმოსახვებში იგი იატაკზე ეცემა და თავის სისხლიან ხელებს უყურებს. იგი წამიერად ყასბის გარეგნობას იღებს. მის გონებაში გამუდმებით ჩნდება ყასბის გამოსახულება და მისი სისხლიანი დანა. მას ესმის, თუ როგორ კლავს ადამიანებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყვირის: „მე შენი დედა არ ვარ!“. ესმის თავისი ხმაც, რომელიც ამბობს „მამა!“. ტანჯვაში მყოფ ტრევისს სხვა ოთახიდან ორდერის წევრები უყურებენ.

ეს დასასრული შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ ტრევისი სერიული მკვლელი იყო, ყასაბი კი მის ინკარნაციას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ რივერსაიდ მოტელში ტრევისი მკვლელობების ამსახველ ფოტოებს იპოვის. შესაძლოა, ეს მკვლელობები მან ჩაიდინა.

ტრევისი ტრადიციულ ამო დასასრულშიც ჩნდება, რაც Silent Hill 3-ის ამო დასასრულის მსგავსად მულტფილმის სტილშია დახატული. იგი რომელიღაც ოთახში შესვლას ცდილობს, თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი გასაღები კარის კლიტეს არ ერგება. იმედგაცრუებული ტრევისი მთვარეს შეხედავს. უეცრად ციდან ამო ჩამოვა, საიდანაც მირა და უცხოპლანეტელი დაეშვებიან. ტრევისის კითხვაზე, ხომ არ უნახავთ მისი სატვირთო მანქანა, ისინი უპასუხებენ, რომ იგი მათ პლანეტაზეა, რაც ტრევისს ძლიერ გაახარებს. უცხოპლანეტელი მას იქ წაყვანას შესთავაზებს. ტრევისი მას ჰკითხავს, შეიძლება თუ არა, რომ ხომალდი მართოს, რაზეც უცხოპლანეტელი მიუგებს: „მექანიკას მართავ?“ („You drive stick?“). ისინი ხომალდზე ავლენ და ცაში აფრინდებიან.

Silent Hill: Homecomingრედაქტირება

Silent Hill: Homecoming-ში ტრევისი თამაშის გმირ ალექს შეპჰერდს თავისი სატვირთო მანქანით შეპჰერდს გლენში მიიყვანს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ქალაქი ნისლის სამყაროში იმყოფება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი