უილიამ გრეგორის სილუეტი
სქესი
მამრობითი
ასაკი
ასაკოვანი
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
საათების მაღაზიის მესაკუთრე
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
არავინ
უილიამ გრეგორი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. ის ეშფილდის საათების მაღაზიის მესაკუთრე იყო. უოლტერ სალივანმა იგი სახრახნისით მოკლა და გული ამოაცალა.
16 წლის წინ შავებში გამოწყობილმა უცნობმა უილიამს გაფუჭებული საათი დაუტოვა. უილიამი პირველივე შეხედვით მიხვდა, რომ ის ჩვეულებრივი საათი არ იყო, თუმცა არ იცოდა რატომ. იმ ღამეს მან უცნარი სიზმარი ნახა. მას დაესიზმრა კალათა, რომელშიც ფრენბურთის ბურთები ეწყო, კატა, რომელიც სუსტი ხმით კნაოდა, საჭმელები და მაგიდაზე მოთავსებული დაბადების დღის ტორტი, თავდაყირა ოთახი და თავისით მოძრავი ბილიარდის ბურთები.
უილიამ გრეგორი უოლტერის მე-9 მსხვერპლი გახდა. მისი მკვლელობის თემაა „ათი გული“, ნივთი - სახრახნისი, რაც მკვლელობის ადგილზე იპოვეს. კატეგორია:Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟები