FANDOM


უოლტერ სალივანი
Walter Sullivan.png
უოლტერი Silent Hill 4-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
24 (გარდაცვალებისას).
დაიბადა 1967 წელს
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
პლიზანტ რივერის უნივერსიტეტის სტუდენტი
გამოჩნდა
Silent Hill 2 (ნახსენებია)
Silent Hill 4: The Room
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
ახმოვანებს
დენის ფალტი

უოლტერ სალივანი Silent Hill 4: The Room-ის მთავარი ბოროტმოქმედია. იგი ორდერის მიერ აღზრდილი რელიგიური ფანატიკოსი იყო, რომელსაც ბავშვობიდანვე სჯეროდა, რომ 302-ე ოთახი, სადაც იგი დაიბადა, დედამისი იყო. სინამდვილეში, დედამისმა ის დაბადებისთანავე მიატოვა.

წარსულირედაქტირება

თამაშის მოვლენებამდე 34 წლის წლით ადრე უოლტერის მშობლები საუს ეშფილდ ჰეითსის 302-ე ოთახში ცხოვრობდნენ. მამამისი, როგორც ჩანს, უხეში და მოძალადე ადამიანი იყო. ჩვილ უოლტერს იგი „სულელ პატარა მტირალას“ უწოდებს, ცოლს კი უყვირებს: „მოკეტე! ყველაფერს მხოლოდ მე ვერ დამაბრალებ!“. უოლტერის დედის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ფრენკ სანდერლენდის აზრით, მათ ან მატერიალური პრობლემები ჰქონდათ ან თავი საფრთხეში ჩაიგდეს.

ახალგაზრდა წყვილი იქაურობას გაეცლება და ახალშობილ უოლტერს ბინაში დატოვებს. მას ფრენკ სანდერლენდი იპოვის და წმ. ჯერომის საავადმყოფოში წაიყვანს, თავად კი უოლტერის ჭიპლარს დაიტოვებს და სიცოცხლის ბოლომდე შეინახავს, რადგან მიიჩნევს, რომ ის მეტად ძვირფასია. საავადმყოფოდან უოლტერს საილენთ ჰილის მიმდებარე ტყეში მდებარე ობოლთა სახლ უიშ ჰაუზში გადაიყვანენ. სწორედ აქ შეასწავლიან მას ორდერის, თავშესაფრის მმართველი სექტის მრწამსს და სახელად უოლტერს უწოდებენ.

როცა უოლტერს 6 წელი შეუსრულდება, დალია გილესპი უიშ ჰაუზს ესტუმრება და მას ეტყვის, რომ დედამისს ეშფილდში „სძინავს“. პატარა უოლტერი ყოველ კვირა დადიოდა საუს ეშფილდ ჰეითსში, რისთვისაც იგი ხან მეტროს, ხან კი ავტობუსს იყენებდა. მისდა სამწუხაროდ, 302-ე ოთახში ვიღაც ცხოვრობდა, რომელიც უოლტერს „დედასთან“ არ უშვებდა. შიგ შეღწევის მიზნით უოლტერი წლების მანძილზე არ შორდებოდა საუს ეშფილდ ჰეითსს, რაც მის მკვიდრებს, განსაკუთრებით კი რიჩარდ ბრეინტრის, აღიზიანებდათ. უოლტერს მათი ეშინოდა და მათ იმ დაბრკოლებებად აღიქვამდა, რომლებიც მას დედის ნახვაში უშლიდა ხელს. ამავე პერიოდში უოლტერი წერა-კითხვას ისწავლის და დღიურის წარმოებას დაიწყება. იგი წერილებს წერდა და 302-ე ოთახის კარის ქვეშ ტოვებდა ხოლმე. მათში იგი „დედას“ ეკითხებოდა, თუ რატომ არ იღვიძებდა იგი.

ორდერის „საღვთისმეტყველო“ ლიტერატურას უოლტერს იძულებით ასწავლიდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მას „მრგვალ საკანში“, მოძალადე ენდრიუ დესალვოსთან შეხვედრა ემუქრებოდა, რომელიც თავშესაფრის აღსაზრდელებს სასტიკად ეპყრობოდა. წლებთან ერთად უოლტერი სულ უფრო მეტად ექცეოდა კულტის ზეგავლენის ქვეშ. განსაკუთრებით იგი სექტის „ბიბლიის“ ერთ-ერთი მონაკვეთით იყო მოხიბლული, რასაც წმინდა დედის ჩამოსვლა - 21 საიდუმლო ერქვა:

„21 საიდუმლოს მეშვეობით წმინდა დედა ყველა ქვეყანაში გამოჩნდება და ცოდვილებს ხსნას მოჰგვრის.“

21 საიდუმლოს რიტუალს უოლტერს ორდერის ვალტიელის სექტის ქურუმი ჯორჯ როსტენი შეასწავლის. მის ქვეცნობიერებაში იგი ვალტიელს შეუშვებს, რომელიც მას რიტუალის შესრულების ნებას დართავს. უოლტერის პროგრესს დალია გილესპიც ადევნებდა თვალყურს.

სხვა მეწამული ტომის თანახმად, ახალგაზრდა უოლტერი საუს ეშფილდ ჰეითსთან ახლოს, ქუჩაში ცხოვრობდა. 16 წლის ასაკში იგი 5 წლის აილინ გალვინს შეხვდა, რომელსაც იგი შეეცოდა და მას თავისი თოჯინა აჩუქა. უოლტერი ცრემლიანი თვალებით უყურებდა დედასთან ერთად მიმავალ აილინს.

საუს ეშფილდსის სადგურთან უოლტერი მოზარდ სინთია ველასკეზს გამოელაპარაკება, რომელიც მეგობრების თანდასწრებით მას „ბინძურს, თუმცა სიმპათიურს“ უწოდებს. უოლტერი აღიარებს, რომ წლებია, რაც მან სინთიას სახელი იცის და რომ მას შორიდან უყურებდა ხოლმე. შესაძლოა მას იგი მოსწონდა კიდეც. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ მოგვიანებით სინთია მის მე-16 მსხვერპლად - „ცდუნებად“ იქცევა.

18 წლის ასაკში უოლტერმა უიშ ჰაუზი მიატოვა, 19 წლისა კი საილენთ ჰილის მეზობელ ქალაქ პლიზანტ რივერში დასახლდა, სადაც ცოტა ხნით უნივერსიტეტში სწავლობდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან თავისი მკვლელობების სერია დაიწყო.

24 წლის ასაკში უოლტერმა 21 საიდუმლოს რიტუალი წამოიწყო და 10 ადამიანი მოკლა. ყოველ მათგანს მან გული ამოაცალა და სხეულზე ხუთნიშნა რიცხვი ამოუტვიფრა, რომლის პირველი ორი ციფრი საიდუმლოს ნომერია, ბოლო სამი კი „121“ (მოგვიანებით გაირკვევა, რომ ესაა /21, ანუ „21-დან“). დანაშაულის კვალს იგი არ ფარავდა, პირიქით, მსხვერპლთა სხეულებზე თავის სახელსაც კი წერდა. ამის მიუხედავად, დანაშაულის ადგილზე მისული პოლიცია ვერც თითის ანაბეჭდებს და ვერც სხვა მტკიცებულებებს პოულობდა ხოლმე. ეს 10 მკვლელობა „უოლტერ სალივანის საქმის“ სახელით გახდა ცნობილი.

მოგვიანებით, გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა, რომ უოლტერი დაიჭირეს, გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს და რომ მან ციხეში კოვზის კისერში ჩაცემით მოიკლა თავი. ამ დროს 302-ე ოთახის მაშინდელი მკვიდრი, ჟურნალისტი ჯოზეფ შრაიბერი მის საქმეს იძიებდა. მას სჯეროდა, რომ ნამდვილ უოლტერს თვითმკვლელობა არ ჩაუდენია და რომ ციხეში თავი სხვა ადამიანმა მოიკლა ან პოლიციას ნამდვილი უოლტერ სალივანი არც არასდროს დაუჭერია.

უოლტერ სალივანის „სიკვდილიდან“ რამდენიმე დღის შემდეგ საუს ეშფილდ ჰეითსის მაცხოვრებლებმა პალტოში გამოწყობილი გრძელთმიანი მამაკაცი შენიშნეს. რიჩარდ ბრეინტრიმ ფანჯრიდან დაინახა, რომ იგი რაღაცნაირად მძიმედ მოძრაობდა და 302-ე ოთახში რაღაცას აკეთებდა. ამ ოთახთან იგივე მამაკაცი ფრენკ სანდერლენდმაც შენიშნა და განაცხადა, რომ ოთახში ვიღაცის ყოფნის კვალს მიაგნო. ჯოზეფ შრაიბერმა იცოდა, რომ უოლტერ სალივანი ცოცხალი იყო. მისდა შეუმჩნევლად უოლტერი მის ბინაში შეიპარება და სათავსის უკან წმინდა მიძინების რიტუალს შეასრულებს.

სამი წლის შემდეგ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელზეც რიცხვი 12121 იყო ამოტვიფრული. ვინაიდან მას არც გული ჰქონდა ამოცლილი და არც უოლტერის სახელი ეწერა, პოლიციამ მიიჩნია, რომ იგი მიბაძვით იყო მოკლული. მისგან განსხვავებით, ჯოზეფს სჯეროდა, რომ უოლტერ სალივანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი მისი ცხოვრებისა და საილენთ ჰილის კულტთან მისი კავშირის გამოძიებას შეუდგა. უოლტერის საფლავში მან ცარიელი კუბო იპოვა, რომელზეც რიცხვი 11121 იყო ამოკვეთილი. მომდევნო კვირებში ორი ახალი გვამი იპოვეს. პირველ მათგანზე 13121, მეორეზე კი 14121 იყო ამოტვიფრული. მალე, ჯოზეფ შრაიბერი 302-ე ოთახიდან გაუჩინარდება. პოლიცია მაინც ვერ მიხვდება, რომ 01121-14121 რიცხვებში შუა რიცხვი 1 სინამდვილეში გამყოფს (/) წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უოლტერი თავიდანვე 21 ადამიანის მოკვლას აპირებდა.

ორდერის სწავლებიდან გამომდინარე, უოლტერს სწამდა, რომ 21 მსხვერპლის სიკვდილი „დედამისს“, 302-ე ოთახს „გაათავისუფლებდა“ და გააღვიძებდა, რის შემდეგაც იგი კვლავ მის „საშვილოსნოში“ შეძლებდა ცხოვრებას, იმ სამყაროსგან მოშორებით, რომელიც მას აშინებდა.

თამაშში მის მიერ მოკლული ადამიანების უმრავლესობა მოჩვენებადაა ქცეული.

Silent Hill 4: The Roomრედაქტირება

უოლტერ სალივანი თამაშის მთავარ ბოროტმოქმედს წარმოადგენს. სხვა სამყარო, რაც მთელი თამაშის მანძილზე ჩანს, მის მიერაა შექმნილი, რის გამოც მისი მართვა მხოლოდ მას შეუძლია.

პირველად იგი მეტროს სამყაროში გამოჩნდება და სინთიას მოკლავს. მოგვიანებით, ჰენრი ტაუნშენდი ბავშვ უოლტერს ტყის, ციხისა და შენობის სამყაროებში შეხვდება. ბინის სამყაროში ჰენრი დაინახავს, თუ როგორ მიაკაკუნებს უოლტერი აილინის კარზე, რის შემდეგაც იგი წავა. ცოტა ხნის შემდეგ იგი მას კიბეზე მჯდომარეს იპოვის. უოლტერი მას აილინთან პირველი შეხვედრის შესახებ უამბობს, რაც წლების წინ მოხდა. აილინის ოთახში შესული ჰენრი მას სასტიკად ნაცემს იპოვის. როგორც გაირკვევა, აილინის მოკვლაში თავის ზრდასრულ თავს პატარა უოლტერმა შეუშალა ხელი.

სხვა სამყაროს წმ. ჯერომის საავადმყოფოში ჰენრი დაინახავს, თუ როგორ ასრულებს უოლტერი ოპერაციას ქალის საშვილოსნოზე. მას შემდეგ, რაც უოლტერი მას შენიშნავს, ჰენრი ოთახიდან გაიქცევა. მოგვიანებით, ტყისა და ციხის სამყაროებში უოლტერი აილინსა და ჰენრის დაედევნება. შენობის სამყაროში უოლტერი თავის თავს გაიტაცებს. ბინის სამყაროში დაბრუნებულ ჰენრის უოლტერი სხვადასხვა ადგილას გამოეცხადება და ტყვიებს დაახლის. მას შემდეგ, რაც ჰენრი უოლტერის ჭიპლარს იპოვის, მას თვალწინ უოლტერის ბავშვობა წარმოუდგება, აილინი კი პატარა უოლტერის საშველად გაემართება.

ბოლოს ჰენრი უოლტერს, ბავშვ უოლტერსა და აილინს იპოვის. გადამწყვეტ ბრძოლაში იგი უოლტერს მოკლავს. დასასრულებში: Escape, Mother, და Eileen's Death, პატარა უოლტერი ქრება. დასასრულ 21 Sacraments-ში უოლტერი ცოცხალია. იგი 302-ე ოთახში ჩუმად დგას. დედასთან დაბრუნებით გახარებულ ბავშვ უოლტერს ტახტზე ჩაეძინება, რადიო კი ჰენრისა და აილინის დაღუპვის შესახებ გამოაცხადებს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი