საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
ჯასპერ გეინი
Jasper
ჯასპერი Silent Hill 4-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
30
სტატუსი
გარდაცვლილი/მოჩვენება
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
უცნობია

ჯასპერ გეინი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია. მისი მეგობრების - ბობი რანდოლფისა და საინ მარტინის მსგავსად ჯასპერიც ორდერის მითოლოგიით იყო გატაცებული და ცდილობდა ყველაფერი შეეტყო კულტისა და მისი მრწამსის შესახებ.

სხვა სამყაროს ობოლთა თავშესაფარ უიშ ჰაუზის ნანგრევებში უოლტერ სალივანი ჯასპერს ცოცხლად დაწვავს.

Silent Hill 4: The Room[]

ჰენრი ტაუნშენდი ჯასპერ გეინს ტყეში შეხვდება. ჯასპერი მას ეტყვის, რომ ის ქვა, რომელზეც იგი ზის, დედის ქვად იწოდება და დაამატებს, რომ ის მას ჟრუანტელს ჰგვრის. მოგვიანებით, ჰენრი ჯასპერს უიშ ჰაუზში ნახავს. შოკოლადიანი რძის სანაცვლოდ იგი ჰენრის ნიჩაბს მისცემს, რისი წყალობითაც ჰენრი უიშ ჰაუზის გასაღებს იპოვის. ჯასპერი თავშესაფრის ერთ-ერთ ოთახში შევა და გაუჩინარდება. ცოტა ხნის შემდეგ ჰენრი ყვირილს გაიგებს და ამავე ოთახში შესული ცეცხლმოკიდებულ ჯასპერს იხილავს, რომელიც საკურთხევლის სასანთლით მკერდზე რაღაცას იწერს. იგი განაცხადებს, რომ მან ის „წითელი ეშმაკი“ ნახა, რომელსაც ეძებდა. მას შემდეგ, რაც ჯასპერი ტანჯვით რიცხვ 17121 ამოიტვიფრავს, იგი მოკვდება. მისი ნივთია შოკოლადიანი რძის ბოთლი.

როდესაც ჰენრი ტყის სამყაროში დაბრუნდება, იგი მოხეტიალე ჯასპერის მოჩვენებას შეხვდება, რომელიც ჯერ კიდევ იწვის. იგი მე-17 საიდუმლოდ - „წყაროდაა“ ქცეული. ხელში მას ის სასანთლე უჭირავს, რითაც უწინ მკერდზე რიცხვები ამოიტვიფრა.

წვრილმანები[]

  • ჯასპერის მაისურზე ინკუბუსია გამოსახული, მის ქვეშ კი წერია „ჰაურესი“, რაც ფლაუროსის ალტერნატიული სახელია.
Advertisement