FANDOM


ფრენკ სანდერლენდი
FrankSunderland.png
ფრენკ სანდერლენდი Silent Hill 4-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
ასაკოვანი
სტატუსი
ცოცხალი (გარდა დასასრულ 21 Sacraments-ისა)
საქმიანობა
საუს ეშფილდ ჰეითსის დარაჯი
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
ახმოვანებს
უცნობია

ფრენკ სანდერლენდი Silent Hill 4: The Room-ის პერსონაჟია, რომელიც საუს ეშფილდ ჰეითსის დარაჯად მუშაობს. იგი Silent Hill 2-ის გმირის − ჯეიმს სანდერლენდის მამაა.

წარსულირედაქტირება

302-ე ოთახში მიტოვებული ჩვილი უოლტერ სალივანი ფრენკმა იპოვა და წმ. ჯერომის საავადმყოფოში წაიყვანა. უოლტერის ჭიპლარის ნაწილს იგი 34 წელი ინახავდა, რადგან მიაჩნდა, რომ გადასაგდებად იგი მეტისმეტად ძვირფასი იყო. ფრენკი ხშირად ხედავდა, თუ როგორ დადიოდა პატარა უოლტერი „დედის“ მოსანახულებლად.

მას შემდეგ, რაც უოლტერ სალივანი სერიულ მკვლელად იქცა, ფრენკმა 302-ე ოთახთან პალტოში გამოწყობილი უცნობი შენიშნა. იგი ამტკიცებდა, რომ ოთახში ვიღაცის ყოფნის კვალს მიაგნო.

Silent Hill 4: The Room რედაქტირება

ჰენრი ტაუნშენდის საეჭვო გაუჩინარების შემდეგ ფრენკი მისი ოთახის კარის გახსნას შეეცდება, თუმცა ვერ შეძლებს. ეს მოვლენა მას ჯოზეფ შრაიბერის გაუჩინარებას მოაგონებს. უოლტერის სხვა სამყაროებში მოგზაურობისას ჰენრი და აილინ გალვინი ფრენკის ოთახში შევლენ და უოლტერის ჭიპლარს აიღებენ, რაც ჰენრის მთავარი ბოსის დამარცხებაში დაეხმარება. დასასრულ 21 Sacraments-ში რადიო გამოაცხადებს, რომ ფრენკისა და ხუთი პოლიციელის ცხედრები საუს ეშფილდ ჰეითსში იპოვეს. სხვა ალტერნატიულ დასასრულებში ფრენკი ნახსენები არაა.

წვრილმანებირედაქტირება

  • თავის ბინაში ჰენრის საილენთ ჰილის სურათი უკიდია, რომელიც მას ფრენკმა აჩუქა. მისი გასინჯვის დროს იგი იტყვის, რომ ფრენკის შვილი და რძალი საილენთ ჰილში გაუჩინარდნენ, რაც Silent Hill 2-ის მოვლენებზე მიანიშნებს.
  • 106-ე ოთახში ჰენრი წერილებს იპოვის, სადაც ვინმე რეიჩელზეა საუბარი, გარდა ამისა, იგი ექთნის სისხლიან ფორმას აღმოაჩენს, რომელსაც იგივე სახელი აწერია. Silent Hill 2-ში რეიჩელი მერი შეპჰერდ-სანდერლენდის ექთანი იყო. შესაძლოა, ფრენკს მასთან რაღაც აკავშირებდა. იგი შეცდომით მიიჩნევდა, რომ მაიკი რეიჩელის შეყვარებული იყო.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი