საილენთ ჰილი Wiki
Advertisement

წინამდებარე ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდანაა აღებული, კერძოდ, Silent Hill: Origins-თან, Silent Hill-თან, Silent Hill 2-თან და Silent Hill 3-თან დაკავშირებული თარიღები ალექს შეპჰერდის დღიურში,[1] პერსონაჟების ასაკი კი დაკარგულ მოგონებათა წიგნშია მოცემული,[2] Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟთა ასაკი მის მეგზურში წერია,[3] სხვა დანარჩენი კი უშუალოდ თამაშებიდან ირკვევა.

ქრონოლოგია[]

მე-16 საუკუნემდე[]

საილენთ ჰილის ტერიტორიაზე ადგილობრივები რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ. მათთვის ეს წმინდა ადგილი იყო, რომელსაც „ჩუმი სულების ადგილს“ ეძახდნენ.

1600-იანი წლები[]

1600-იანი წლების დასასრულს საილენთ ჰილში ხალხი ევროპიდან ჩამოსახლდა, ადგილობრივები კი იქიდან განდევნეს.

1692[]

ჯენიფერ კეროლი ჯადოქრობისთვის ცეცხლზე დაწვეს.

1700-იანი წლები[]

1700-იანი წლების დასაწყისში ქალაქში უცნობი დაავადება გავრცლდა, რის გამოც იგი მისმა მცხოვრებებმა მიატოვეს.

1730[]

დანიელ რ. ბრიანტმა და ოცდათოთხმეტი პიონერისგან შემდგარმა ჯგუფმა საილენთ ჰილში მისასვლელად ტბა ტოლუკა გადაკვეთეს.

1743[]

დანიელ რ. ბრიანტი გრიპით დაიღუპა. იგი ქალაქში დამარხეს. არსებობს მისი სახელობის გადმოსახედი.

1800-იანი წლები[]

1810[]

ქალაქი კატორღად იქცა. აშენდა საავადმყოფო ბრუკჰევენი და ციხე. ამავე პერიოდში ეწოდა მას სახელად „საილენთ ჰილი“.

1816[]

Gillespie Coal & Iron Company-მ დევილზ პიტის მაღარო დააარსა.

1819[]

დაიბადა მეისონ ბარტლეტი.

1820[]

  • 15 მარტს მეინი გამოეყო მასაჩუსეტს და შტატად იქცა.
  • ალენ სმითმა დახატა „სანაპიროს პეიზაჟი“, რომლის თანახმად მაშინ ქალაქში ცოტა ადამიანი ცხოვრობდა და რამდენიმე შენობა არსებობდა.
  • დაიბადა ისააკ შეპჰერდი.

1840[]

დაიხურა საილენთ ჰილის ციხე.

1848[]

დაიბადა დანიელ შეპჰერდი.

1850[]

დაახლოებით ამ წელს აღმოაჩინეს ქვანახშირის საბადო და გაიხსნა უილტსის ქვანახშირის მაღარო, რომელმაც ქალაქის გამოცოცხლება განაპირობა.

1853[]

ისააკ შეპჰერდმა, ედით ჰოლოუეიმ, კორნელიუს ფიჩმა და მეისონ ბარტლეტმა შეპჰერდს გლენი დააარსეს, 23 სექტემბერს კი ღმერთს თავიანთი შვილები მსხვერპლად შესწირეს.

1860[]

Gillespie Coal & Iron Company-მ დევილზ პიტიდან მადნის ამოღება დაიწყო.

1861[]

  • დაიწყო ამერიკის სამოქალაქო ომი.
  • პატრიკ ჩესტერი და მისი ვაჟი ამერიკის სამოქალაქო ომში მონაწილეობდნენ.

1862[]

ომის ტყვეებისთვის ტოლუკას ციხის ბანაკი აშენდა.

1863[]

ჩინელმა იმიგრანტმა მაღაროელებმა დიიუს ეშვის გამოქვაბული აღმოაჩინეს.

1865[]

დასრულდა ამერიკის სამოქალაქო ომი.

1866[]

ტოლუკას ციხის ბანაკი ციხე ტოლუკას შეუერთდა.

1867[]

მოხდა Past Life-ის მოვლენები.

1890[]

დაახლოებით ამ წელს ადამიანებმა ქალაქიდან გაუჩინარება დაიწყეს.

1900-იანი წლები[]

  • 1900-იანი წლების დასაწყისში ციხე ტოლუკა დაიკეტა და საილენთ ჰილი ტურისტულ ქალაქად იქცა.
  • ამავე პერიოდში შეიქმნა რელიგიური კულტი ორდერი, რომელსაც თავიდან ქალაქის მოსახლეობა დევნიდა, თანდათანობით კი მან ძალაუფლება მოიხვეჭა და მმართველობის ორგანოები ჩაიგდო ხელში.

1911[]

ადგილობრივი თქმულების თანახმად, მაღაროელებმა უცნაური სიმბოლოები აღმოაჩინეს. ხალხის გაუჩინარებისა და საზარელი არსებების შესახებ არსებული მითქმა-მოთქმის გამო Gillespie Coal & Iron Company-მ დროებით მუშაობა შეწყვიტა.

1918[]

ტურისტული გემი „Little Baroness“ ტბა ტოლუკაში დაიკარგა.

1926[]

დაიბადა ჰელენ გრადი.

1933[]

დაიბადა მაიკლ კაუფმანი.

1937[]

დაიბადა დალია გილესპი.

1939[]

უილტსის ქვანახშირის მაღაროს დახურვისა და საილენთ ჰილის ტურისტულ ქალაქად გარდაქმნის შემდეგ ტბა ტოლუკაში რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა, რამაც ქალაქის რეპუტაცია შელახა.

1945[]

დაარსდა დევილზ პიტის ისტორიული პარკი.

1951[]

დაიბადა ჰარი მეისონი.

1955[]

დაიბადა სიბილ ბენეტი.

1957[]

დაიბადა ჯეიმს უილერი.

1960[]

დაიბადა ლისა გარლანდი.

1961[]

12 ივნისს რივერსაიდ მოტელის მე-500 ოთახში რიჩარდ გრადიმ თავი ჩამოიხრჩო.

1963[]

მოულოდნელად გარდაიცვალა საილენთ ჰილის მერი და ქალაქის განვითარებაზე მომუშავე გუნდის წევრები ერთიმეორის მიყოლებით უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპნენ.

1964[]

დაიბადა ჯეიმს სანდერლენდი.

1967[]

ეშფილდში დაიბადა უოლტერ სალივანი.

1968[]

დაიბადა მერი შეპჰერდ-სანდერლენდი.

1969[]

დაიბადა ალესა გილესპი.

1970[]

1971[]

დაიბადა კლაუდია ვულფი.

1972[]

  • დაიბადა ერიკ ლეინი.
  • დაიბადა თინა.

1974[]

დაიბადა ანჯელა ოროსკო.

1976[]

  • ალექს შეპჰერდის დღიურის თანახმად, მოხდა Silent Hill: Origins-ის მოვლენები.
  • დაიბადა შერილ მესონი, რომელიც ჰარი და ჯოდი მეისონებმა გზის ნაპირზე იპოვეს და იშვილეს.
  • დაიბადა ემი ბალდუინი.

1978[]

დაიბადა აილინ გალვინი.

1979[]

ავადმყოფობით ან ავტოავარიაში დაიღუპა ჯოდი მეისონი.

1983[]

1984[]

ნოემბერში თავისი სახლის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა ემი ბალდუინი.

1985[]

1990[]

1992[]

  • საავადმყოფო ბრუკჰევენში ლორა და მერი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

1993[]

  • დალია გილესპის სიკვდილის შედეგად დასუსტებული ორდერი ვინსენტ სმითის ფინანსებით აღორძინდა.
  • მოხდა Silent Hill 2-ის მოვლენები.
  • მოხდა Silent Hill: The Arcade-ის მოვლენები.

1994[]

დაიბადა ჯოშუა შეპჰერდი.

1996[]

დაიბადა ერიადნი ჯონსონი.

2000-იანი წლები[]

2000[]

მოხდა Silent Hill 3-ის მოვლენები.

2001[]

მოხდა Silent Hill 4: The Room-ის მოვლენები.

2007[]

შემოდგომაზე Silent Hill: Homecoming-ის მოვლენები.

2008[]

მოხდა Silent Hill: Shattered Memories-ის მოვლენები.

სქოლიო[]

Advertisement