FANDOM


Myth3

ღმერთი, რომელიც გარშემორტყმულია ხალხით. ნახატი Silent Hill 3-დან.

ღმერთი, იგივე სამოთხის შემოქმედი (ინგლ. Creator of Paradise), გველებისა და ლერწმების ღმერთი (ინგლ. Lord of Serpents and Reeds), წმინდა დედა (ინგლ. Holy Mother) და სამაელი (ინგლ. Samael; დემონის სახელი, რაც მას კულტის მოწინააღმდეგეებმა შეარქვეს) მზის ღვთაებაა, რომელსაც საილენთ ჰილის რელიგიური კულტი ორდერი ეთაყვანება. თუმცა მას ღმერთს უწოდებენ, სინამდვილეში მას ქრისტიანთა ან იუდეველთა ღმერთთან საერთო არაფერი აქვს. როგორც წესი, იგი გამოსახულია, როგორც წითელ კაბაში გამოწყობილი ლამაზი, სტაფილოსფერთმიანი ქალი. წმინდა ქალის სექტის რელიგიაში იგი ცენტრალური ფიგურაა.

სერიების მანძილზე ორდერი რამდენჯერმე შეეცადა ღმერთის გაცოცხლებას, რამეთუ მას სწამს, რომ აპოკალიფსი, რაც მის დაბადებას უნდა მოჰყვს, დედამიწაზე აღთქმულ სამოთხეს შექმნის.

თუმცა ორდერის მითოლოგიაში ღმერთს ცენტრალური ადგილი უჭირავს, უცნობია, აქვს თუ არა მას პირდაპირი კავშირი იმ ზებუნებრივ მოვლენებთან, რაც საილენთ ჰილში ხდება. ფაქტია, რომ მისი ქმნილებები, ქმედობები და სურვილები დემონისას უფრო ჰგავს, ვიდრე კეთილმოსურნე სინათლის ღვთაებისას.

აღსანიშნავია, რომ ღმერთის ფიზიკური მანიფესტაცია, რაც Silent Hill 3-ში მთავარი ბოსის ფუნქციას ასრულებს, არა მოაზროვნე არსება, არამედ ჩვეულებრივი ურჩხულია. თუ ღმერთი სინამდვილეში ასეთია, მშვენიერი ქალის სახე მისი ნამდვილი გარეგნობისა და ბუნების დასაფარავად ყოფილა გამოყენებული. ამ თეორიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ვალტიელი, რომელიც ღმერთის „ანგელოზად“ მიიჩნევა, აგრეთვე საზარელ ურჩხულს წარმოადგენს.

მითოლოგიარედაქტირება

ორდერის მითოლოგიის თანახმად, კაცობრიობა ღმერთის დაბადებამდეც არსებობდა. ამ დროს ადამიანებმა მხოლოდ ტკივილი და სიძულვილი იცოდნენ. გარემომცველი მსოფლიოსგან თავის დასაღწევად ერთმა კაცმა მზეს ლოცვა და გველი შესწირა, ქალმა - ლოცვა და ლერწამი და მას სიხარული სთხოვა. მათმა ვედრებამ ღმერთს სული შთაბერა და ამგვარად დაიბადა იგი.

მაშინ ადამიანებმა დროის შესახებ არაფერი იცოდნენ, ამიტომ პირველ რიგში ღმერთმა გაზომვადი დრო დაადგინა, რაც დღედ და ღამედ დაყო. ამის შემდეგ მან ადამიანებს ხსნის გზა ასწავლა და მსოფლიოს სიხარული აჩუქა. ვინაიდან იმ დროს ადამიანები არ კვდებოდნენ, ღმერთმა მათ უკვდავება წაართვა, რათა ის თავისუფლება შეეცნოთ, რაც სიკვდილს მოაქვს.

ამის შემდეგ ღმერთმა სხვა ღვთაებები და ანგელოზები შექმნა, რათა მათი დახმარებით კაცობრიობა ადვილად ემართა. მათგან გამორჩეულები იყვნენ: ლობსელ ვითი, იგივე ყვითელი ღმერთი და ქსუჩილბარა - წითელი ღმერთი.

მას შემდეგ, რაც ღმერთმა მსოფლიოს შექმნაზე მუშაობა დაასრულა, მან სამოთხის შექმნა დაიწყო - ადგილისა, სადაც ადამიანები მუდამ ბედნიერები იქნებოდნენ, თუმცა მისი შექმნის პროცესში მან მთელი თავისი ძალა დახარჯა. უკანასკნელი ამოსუნთქვით ღმერთი ადამიანებს შეჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა, რის შემდეგაც იგი კვლავ მტვრად იქცა.

წიგნი „ალისფერი ცერემონია“, რომლის პოვნა Silent Hill 2-შია შესაძლებელი, შესაძლოა ქსუჩილბარას მიერ იყოს დაწერილი, შესაბამისად „ალისფერი“, რაც ტექსტის დასაწყისშია ნახსენები, ღვთაების ალტერნატიული სახელი უნდა იყოს. სხვა ვერსიის თანახმად, წიგნის ავტორი ვალტიელია, თუ იგი სინამდვილეში თავად ქსუჩილბარა ან ყვითელი ღმერთი ლობსელ ვითი არაა. როგორც ცნობილია, ვალტიელი ხელახლა დაბადებას განაგებს, ეს წიგნი კი იმისთვისაა საჭირო, რომ თამაში დასასრულ „ხელახლა დაბადებით“ („Rebirth“) დამთავრდეს, თუმცა საიდუმლოდ რჩება, კონკრეტულად რომელი ღვთაების დახმარებით აპირებდა ჯეიმსი მერის გაცოცხლებას.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი