FANDOM


შერილ მეისონი
CherylMason.PNG
შერილი Silent Hill-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
7 (დაიბადა 1976 წელს)
სტატუსი
ცოცხალი (ჰითერ მეისონის სახით)
საქმიანობა
დაწყებითი სკოლის მოსწავლე
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill: Moblie
Silent Hill: Origins (მხოლოდ ხმა)
Silent Hill 3 (ჩვილი)
ახმოვანებს
სანდრა უეინი

შერილ მეისონი Silent Hill-ის პერსონაჟია. იგი ჰარი მეისონის შვილობილი იყო.

წარსულირედაქტირება

პირველი თამაშის მოვლენებიდან შვიდი წლით ადრე დალია გილესპის მიერ შესრულებული რიტუალის შედეგად ალესა გილესპის სული ორ ნაწილად გაიყო. ალესას სულის მეორე ნაწილმა ბავშვის სახე მიიღო. იგი ჰარი მეისონმა და მისმა ცოლმა გზის პირას იპოვეს, იშვილეს და სახელად შერილი დაარქვეს.

3 წლის შემდეგ შერილის დედინაცვალი ავად გახდება და მოკვდება. მარტოდ დარჩენილი ჰარისთვის ცხოვრების მთავარ აზრად შერილი იქცევა. 7 წლის შერილი ცოლის დაკარგვით ჯერ კიდევ მძიმედ დასევდიანებულ ჰარის საილენთ ჰილში დასასვენებლად წასვლაზე დაითანხმებს.

Silent Hillრედაქტირება

გზად მიმავლებს სიბნელეში გოგონა გადაეღობება. ჰარი მანქანას მოასრიალებს, რაღაცას შეეჯახება და გონებას დაკარგავს, გონს მოსული კი აღმოაჩენს, რომ შერილი მანქანაში აღარაა და მის ძებნას დაიწყებს.

თამაშის განმავლობაში შერილი რამდენჯერმე გამოჩნდება:

მიდვიჩის დაწყებით სკოლაში ჰარი ტელეფონში შერილის ხმას გაიგებს, რომელიც მას დახმარებას სთხოვს, რის შემდეგაც სიგნალი გაწყდება.

ბაჩმანის ქუჩაზე სიბილ ბენეტი ნისლში გოგონას შენიშნავს, რომელიც, სავარაუდოდ, შერილია.

საილენთ ჰილის ქალაქის ცენტრში ჰარი ტელევიზორში შერილის გამოსახულებას დაინახავს.

თამაშის კარგ+ და კარგ დასასრულებში შერილი და ალესა გაერთიანდებიან, რის შედეგადაც ინკუბატორი წარმოიქმნება, საიდანაც ინკუბუსი ამოვა. მას შემდეგ, რაც ჰარი ინკუბუსს დაამარცხებს, ინკუბატორი მას ჩვილ ბავშვს გადასცემს, რომელიც ალესასა და შერილის რეინკარნაციაა, და გასაქცევად პორტალს გაუხსნის. ამგვარი დასასრული თამაშის კანონიკური დასასრულია.

ცუდ+ და ცუდ დასასრულებში ჰარი შერილის ხმას გაიგებს, რომელიც მას ყველაფრისთვის მადლობას გადაუხდის და დაემშვიდობება, რის შემდეგაც ჰარი ჩაიკეცება.

Silent Hill 3რედაქტირება

პირველი თამაშის მოვლენებიდან 17 წლის შემდეგ შერილი/ალესა ჰითერ მეისონის სახით საილენთ ჰილში დაბრუნდება. წარსული ცხოვრების შესახებ მას არაფერი ახსოვს.

საილენთ ჰილიდან წამოსულმა ჰარიმ ცხოვრება პორტლენდში დაიწყო და ბავშვს შერილი უწოდა, რითაც აიხსნება ის, რომ დუგლას კარტლანდმა ჰითერი ჩვიდმეტის ნაცვლად ოცდაოთხი წლისად ჩათვალა.

როდესაც შერილი 5 წლისა იყო, მას და ჰარის თავს საილენთ ჰილის სექტა ორდერის წევრი დაესხა, რომელიც ჰარიმ მოკლა. ახალ ინგლისში წარმოებული გამოძიების საფუძველზე ჰარი დაიჭირეს, თუმცა სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო. შერილის უსაფრთხოების მიზნით ჰარიმ მას თმა ქერად გადაუღება და ახალი სახელი - ჰითერი დაარქვა. ისინი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ.

მოგვიანებით, საილენთ ჰილის სხვა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ჰითერი შერილის ამსახველ ვიდეო კასეტას იპოვის. თამაშის ბოლოს ჰითერი თავს კვლავინდებურად შერილს უწოდებს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ მას ქერა თმა ურჩევნია.

სხვა თამაშებშირედაქტირება

საილენთ ჰილი: დასაწყისის კარგ დასასრულში ჰარი და ჯოდი მეისონები გზის პირას მიტოვებულ ახალშობილს იპოვნიან. ჯოდი მას სახელად შერილს დაარქმევს.

საილენთ ჰილი: დამსხვრეულ მოგონებებში შერილის როლი იგივეა, რაც პირველ თამაშში - ჰარი მეისონი აქაც ავარიაში მოყვება და გამოღვიძების შემდეგ დაკარგული შერილის ძებნას დაიწყებს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი