FANDOM


შერილ ჰითერ მეისონი
Cheryl Heather Mason.png
შერილი Shattered Memories-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
25 (დაიბადა 1983 წელს)
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill: Shattered Memories
ახმოვანებს
უცნობია

შერილ ჰითერ მეისონი Silent Hill: Shattered Memories-ის პერსონაჟია. იგი ჰარი და დალია მეისონების ქალიშვილია. ფაქტობრივად შერილი თამაშის გმირია, რასაც მოთამაშე მხოლოდ თამაშის ბოლოს იგებს.

ბიოგრაფიარედაქტირება

შერილი 1983 წელს დაიბადა. იგი მშობლებთან ერთად საილენთ ჰილში, ლევინის ქუჩის 1206-ე ნომერში ცხოვრობდა. როდესაც იგი შვიდი წლისა იყო (თამაშის მოვლენებიდან 18 წლის წინ) ჰარი ავტოავარიაში დაიღუპა. შერილი თვრამეტი წლის მანძილზე ცდილობდა მამის სიკვდილის უარყოფას. მან დედა შეიძულა. მოგვიანებით, ოჯახი სიმონსის ქუჩაზე გადავიდა, რის გამოც შერილმა სკოლა მიატოვა, სადაც მას სხვა მოსწავლეები ცუდად ეპყრობოდნენ. წლებთან ერთად მამის შესახებ ნამდვილი მოგონებები შერილმა თავისი ფანტაზიებით ჩაანაცვლა და დაიჯერა, რომ ჰარი გმირი, თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი იყო.

შერილის შესახებ თამაშიდან ირკვევა, რომ:

  • მშობლებმა იგი არდადეგებზე კალდიკოტის ტყეში წაიყვანეს, სადაც მან თავი შუშით დაიზიანა.
  • იგი საავადმყოფო ალქემილაში მკურნალობდა.
  • ჰარიმ მას ლეკვი აჩუქა, რომელსაც მოგვიანებით შემთხვევით მანქანით გადაუარა.
  • სიყვარულის გვირაბში იგი მშობლებს უთვალთვალებდა. მას შემდეგ, რაც ზედამხედველმა გოგონა შენიშნა, მან ატრაქციონი გააჩერა, რამაც ჰარისა და დალიას რომანტიკული მომენტი ჩაშალა.
  • იგი საქანელაზე იჯდა და მამას ეძახდა.
  • იგი ტყეში წვეულებაზე წავიდა, სადაც ნარკოტიკით გაბრუებულმა გაშიშვლება დაიწყო.
  • უმაღლეს სკოლაში სწავლისას მისი შეყვარებული სტივი მას სექსს აძალებდა, თუმცა მან შერილის დაყოლიება ვერ შეძლო და იგი მიატოვა.
  • თანაკლასელი გოგოების ნაწილი მას ცუდად ექცეოდა. მათ შერილს საშხაპეში ფოტო გადაუღეს, რათა იგი დაემცირებინათ.
  • მიდუიჩში მან თავის მასწავლებელთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა.
  • ტოლუკა მოლში მან რაღაც მოიპარა.
  • ტოლუკა მოლში მან დაცვის ოფიცერ მალკოლმს დანა ჩასცა. მეორე ოფიცერმა 911-ს შეატყობინა, რომ მალკოლმი მოკვდა, თუმცა სავარაუდოდ იგი გადარჩა, რადგან თამაშში შერილი თავისუფალი მოქალაქეა.
  • იგი პორტლანდში დააკავეს.

Silent Hill: Shattered Memories რედაქტირება

მშობლების განშორებითა და, მოგვიანებით, მამის სიკვდილით მიღებული ტრავმისგან განკურნების მიზნით შერილი ექიმ მაიკლ კაუფმანთან დადიოდა.

თამაშის ბოლოს შერილი გმირი მამის შესახებ ცრუ მოგონებებს ან დათმობს ან არა, შესაბამისად, კლინიკას იგი ან დალიასთან ერთად დატოვებს ან მარტო.

მომდევნო სცენაში პატარა შერილი, ჰარი და დალია, რომელიც ვიდეოს იღებს, ტბისპირა გასართობ პარკში არიან. შერილი ძალიან ბედნიერია. იგი იტყვის, რომ მამა უყვარს. ამის შემდეგ მეისონების ოჯახის დანგრევის მიზეზი ირკვევა: ცუდ დასასრულში ჰარი ან ლოთი ან მსხვერპლი ან მექალთანე აღმოჩნდება. კარგ დასასრულში წასვლის წინ ჰარი შერილს ეტყვის, რომ რაც მოხდა, მისი ბრალი არაა და რომ თუმცა დედასა და მამას ერთმანეთი აღარ უყვართ, მათ იგი მუდამ ეყვარებათ. ამო დასასრულში შერილს მიაჩნია, რომ მამამისი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს და რომ საილენთ ჰილი უზარმაზარ კოსმოსურ ხომალდზეა აგებული.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი