FANDOM


ჯეიმს უილერი
Deputywheeler.png
ჯეიმს უილერი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
50 (დაიბადა 1957 წელს)
სტატუსი
დამოკიდებულია მოთამაშის გადაწყვეტილებაზე
საქმიანობა
შერიფის მოვალეობის შემსრულებელი
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
ახმოვანებს
ფიტზ ჰიუსტონი

ჯეიმს უილერი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. იგი შეპჰერდს გლენის პოლიციის ოფიცერია.

Silent Hill: Homecoming რედაქტირება

ალექს შეპჰერდი დეპუტატ უილერს შეპჰერდს გლენის პოლიციის განყოფილებაში შეხვდება. უილერი მას სემ ბარტლეტის მკვლელობაში დასდებს ბრალს და დააკავებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ნაამბობს მოისმენს, გაათავისუფლებს, რის შემდეგაც ისინი ურჩხულებს ერთად შეუტევენ, თუმცა სიამის თავდასხმის შედეგად განცალკევდებიან.

მოგვიანებით, შეპჰერდს გლენის გაუჩინარებულ მკვიდრთა მოსაძებნად უილერი ელ ჰოლოუეისთან და ალექსთან ერთად საილენთ ჰილისკენ კატერით გაემართება. იქ მისულებს თავს ორდერის ჯარისკაცები დაესხმებიან, რომლებიც ელსა და უილერს გაიტაცებენ, ალექსი კი გონებას დაკარგავს. უილერს სამეთვალყურეო ციხეში დაამწყვდევენ, საიდანაც იგი ალექსს რაციით დაუკავშირდება. ალექსი მას გაათავისუფლებს, რის შემდეგაც სხვა სამყაროს ციხეში ისინი მარგარეტ ჰოლოუეის იპოვიან, თუმცა მასთან გამოლაპარაკებას ვერ მოასწრებენ, რადგან უილერს ასფიქსია გაიტაცებს, რომელიც მოგვიანებით ალექსს შეუტევს.

მას შემდეგ, რაც ალექსი ჰოლოუეისა და კურტის აკერსს გაუმკლავდება და ელს გაათავისუფლებს, ორდერის ბუნაგის ერთ-ერთ ოთახში იგი ნაწამებ უილერს იპოვის. მოთამაშე მორალური არჩევანის წინაშე დგება - მას შეუძლია გადაარჩინოს ან არ გადაარჩინოს უილერი. თუ ალექსი მას წამალს მისცემს და გადაარჩენს, ელის დახმარებით უილერი ბუნაგს თავს დააღწევს.

ამო დასასრულში უილერი დაინახავს, თუ როგორც გაიტაცებენ უცხოპლანეტელები ელსა და ალექსს. იგი დაიყვირებს, რომ მან ასეც იცოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის გაუჩინარების მიზეზის შესახებ მისი ეჭვები გამართლდა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი