FANDOM


ჯოდი მეისონი
Harryswife.PNG
ჯოდი Silent Hill-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill: Origins (მხოლოდ ხმა)
Silent Hill 3 (მხოლოდ სურათი)
ახმოვანებს
სავარაუდოდ ჯენიფერ ვუდვორდი

ჯოდი მეისონი Silent Hill-ის გმირ ჰარი მეისონის ცოლი და შერილის დედობილი იყო. იგი უცნობი მიზეზით დაიღუპა. მისმა სიკვდილმა ჰარი დიდ მწუხარებაში ჩააგდო, შერილი კი მეტად პატარა იყო იმისთვის, რომ მომხდარი გაეცნობიერებინა.

Silent Hillრედაქტირება

Silent Hill-ის შესავალ FMV-ში ჩანს, თუ როგორ იპოვეს ჯოდიმ და ჰარიმ შერილი. ჯოდი ჰარის გვერდით დგას, რომელსაც ხელში ჩვილი შერილი უჭირავს. წყვილი ძლიერ ბედნიერად გამოიყურება.

ჯოდი თამაშში რამდენჯერმეა მოხსენიებული - პირველად მაიკლ კაუფმანის მიერ, რომელიც ჰარის ჰკითხავს, ჯოდი მასთან ერთადაა, თუ არა. ჰარი მას უპასუხებს, რომ იგი ოთხი წლის წინ დაიღუპა.

Silent Hill: Originsრედაქტირება

კარგ დასასრულში რადიოგადაცემაში ისმის, თუ როგორ იპოვის წყვილი ჩვილ ბავშვს გზის პირას. ჯოდი მას შერილს დაარქმევს.

სიკვდილირედაქტირება

Silent Hill-ის თანახმად, ჯოდის უცნობი სენით იყო დაავადებული, რასაც თამაშის მეგზურიც ადასტურებს.

ნოველის მიხედვით, როდესაც ჯოდი სამუშაოდან შინ მანქანით ბრუნდებოდა, მას კრიმინალის მიერ მართული მანქანა დაეჯახა, რომელსაც პოლიცია მისდევდა. ჯოდი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი