FANDOM


ჯონი
John
ჯონი Shattered Memories-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
იურისტი
გამოჩნდა
Silent Hill: Shattered Memories
ახმოვანებს
იური ლოუენთალი

ჯონი Silent Hill: Shattered Memories-ის პერსონაჟია. იგი მიშელ ვალდეზის შეყვარებული იყო.

Silent Hill: Shattered Memories რედაქტირება

ღამის კლუბ The Balkan-ისკენ მიმავალ გზაზე მიშელი ჰარი მეისონს ეტყვის, რომ ხუთი წელია, რაც ჯონს ხვდება, რომელიც მასაჩუსეტსში იურისტად მუშაობს. ჰარი ჯონს გრინ ლაიონ პონ შოპიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდება. მიშელი მას ჰარის შუქურამდე მიყვანას სთხოვს.

მანქანაში ჯონი და მიშელი იჩხუბებენ. მოთამაშის ფსიქოლოგიურ პორტრეტზეა დამოკიდებული, ურთიერთობის გაწყვეტას მიშელი მოისურვებს, თუ ჯონი. თუ ინიციატივას ეს უკანასკნელი გამოიჩენს, იგი იტყვის, რომ მიშელს მის ნაცვლად „მის თავში არსებული ჯონი“ უყვარს. აღსანიშნავია, რომ თამაშის ერთ-ერთ დასასრულში შერილ მეისონი ჰარის ეუბნება, რომ იგი გმირია, ხოლო ის კაცი, რომელიც მოკვდა, მამამისი არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიშელის მსგავსად, რომელიც შერილის წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს, შერილსაც არარეალური, გამოგონილი ადამიანი უყვარდა.

ჯონი და მიშელი ერთმანეთს ყველა შემთხვევაში დაშორდებიან. მოთამაშის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაბამისად იცვლება ჯონის გარეგნობაც: მას ან ფერადი ქურთუკი აცვია და ქერა თმა აქვს ან შავი ქურთუკი აცვია და ამავე ფერის თმა აქვს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი