FANDOM


ჯონ სატერი
JPCon.png
ჯონ სატერი Silent Hill: Downpour-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
დევილზ პიტის ტურისტული გიდი
ყოფილი რკინიგზის ტრანსპორტის კონდუქტორი
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
Anne's Story
ახმოვანებს
ენდი ჰენდრიკსონი

ჯონ (ჯეი-პი) სატერი Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟია, რომელიც დევილზ პიტის ტურისტული გიდი იყო და მაღაროს რკინიგზის ტრანსპორტს ზედამხედველობდა, რაც ბავშვების საყვარელ გასართობს წარმოადგენდა.

Silent Hill: Downpour რედაქტირება

მარფი პენდლტენი ჯონ სატერს დევილზ პიტში შეხვდება. მაღაროებში ხეტიალისას იგი ქაღალდის ნაგლეჯს გადააწყდება, რაზეც დევილზ პიტში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერია, რომელმაც რვა ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტატიის თანახმად, უბედური შემთხვევა სატერის ბრალით მოხდა: ერთ დღეს იგი მძიმედ მოიწამლა და მისი უყურადღებობის გამო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც შიგ მყოფი რვავე ბავშვი დაიღუპა.

დევილზ პიტიდან წამოსვლის წინ მარფი სატერს კლდიდან გადასახედზე იპოვის. იგი უფსკრულში გადახტომას აპირებს, რადგან, მისი თქმით, დანაშაულის ტვირთი მისთვის მეტისმეტად მძიმეა. იგი ცდილობს თავი დაარწმუნოს, რომ რაც მოხდა შემთხვევითობა იყო. მოთამაშე მორალური არჩევანის წინაშე დგება. მას შეუძლია აბუჩად აიგდოს სატერი ან ანუგეშოს იგი. სატერი კლდიდან ყველა შემთხვევაში გადახტება, მოთამაშის არჩევანი კი თამაშის დასასრულზე აისახება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი