FANDOM


ჯოშუა შეპჰერდი
JoshSHH
ჯოშუა შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
8 (დაიბადა 1994 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი (გარდა დასასრულ Drowning-ისა)
საქმიანობა
დაწყებითი სკოლის მოსწავლე
გამოჩნდა
Silent Hill: Homecoming
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
ახმოვანებს
დალტონ ო'დელი

ჯოშუა (ჯოშ) შეპჰერდი Silent Hill: Homecoming-ის პერსონაჟია. იგი თამაშის გმირის − ალექს შეპჰერდის ძმა იყო.

Silent Hill: Homecoming რედაქტირება

შეპჰერდს გლენში დაბრუნების შემდეგ ალექსი შეიტყობს, რომ ჯოშუა დაკარგულია და მის ძებნას დაიწყებს.

მთელი თამაშის მანძილზე ჯოშუა ალექსს გაურბის და ამგვარად მას აიძულებს, გამოიკვლიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. თავის უკან იგი ფოტოებსა და ნახატებს ტოვებს, რომლებიც, როგორც წესი, დამალულია ხოლმე.

თამაშის დასასრულს ალექსი გაიხსნებს, რომ ჯოშუა სინამდვილეში მკვდარია. მას მოაგოდება, თუ როგორ წაიყვანა ძმა ნავით ტბა ტოლუკაზე და როგორ წაართვა მას მამის მიერ ნაჩუქარი მედალიონი, რომლის დაბრუნების მცდელობისას ჯოშუა წაიქცა, თავი ნავს ჩამოარტყა და ტბაში ჩავარდა. გაირკვევა, რომ შეპჰერდს გლენის თავს დატეხილი ყველა უბედურება იმის ბრალი ყოფილა, რომ ალექსის ნაცვლად ჯოშუა მოკვდა, რითაც პაქტი დაირღვა. ძმის გარდაცვალების შემდეგ ალექსი ფსიქიატრიულში დააწვინეს. ვინაიდან იგი თავს იდანაშაულებდა ჯოშუას სიკვდილში, მან ეს ფაქტი მეხსიერებიდან ამოშალა და თავი დაარწმუნა, რომ ჯარში მსახურობდა.

დასასრულ Smile-ში (ქართ. „გაიღიმე“) ალექსი სველი ნაკვალევის კვალდაკვალ თავისი სახლის კიბეზე ავა და თავის ოთახში შევა, სადაც მას ჯოშუა დახვდება, რომელიც მას სურათს გადაუღებს. კამერიდან გამოსული ფოტო თამაშში ნაპოვნი ერთ-ერთი ფოტოს ანალოგიურია.

დასასრულ Drowning-ში (ქართ. „დახრჩობა“) ალექსი აბაზანაში მოვა გონს. ამ დროს ოთახში ადამი შემოვა და იტყვის, რომ მათ გვარს ჯოშუა გააგრძელებს, რის შემდეგაც იგი ალექსს წყალში ჩაახრჩობს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი