FANDOM


ჰარი მეისონი
Harry.png
ჰარი Silent Hill-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
32 (Silent Hill)
49 (Silent Hill 3)
დაიბადა 1951 წელს
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
მწერალი
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill: Moblie
Silent Hill 2: Restless Dreams (კამეო)
Silent Hill: Origins (მხოლოდ ხმა)
Silent Hill 3
ახმოვანებს
მაიკლ ჯი (Silent Hill, Silent Hill 3)

ჰარი მეისონი Silent Hill-ის გმირი და Silent Hill 3-ის ერთ-ერთი პერსონაჟია.

წარსულირედაქტირება

ჰარი პროფესიით მწერალი იყო. 25 წლის ასაკში მან და მისმა ცოლმა გზის პირას ჩვილი ბავშვი იპოვეს, რომელიც წყვილმა იშვილა და შერილი დაარქვა. სამი წლის შემდეგ ჰარის ცოლს უცნობი დაავადება შეეყარა და გარდაიცვალა. მომდევნო ოთხი წელიწადი ჰარი შერილს მარტო ზრდიდა.

32 წლის ჰარი კვლავინდებურად მწარედ განიცდიდა ცოლის სიკვდილს. შერილმა, რომელიც მაშინ 7 წლისა იყო, მას დასასვენებელად კურორტ საილენთ ჰილში წასვლა შესთავაზა.

Silent Hillრედაქტირება

ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

გზაში მათ მანქანა გაუფუჭდებათ, რის გამოც ქალაქში გვიან ღამით მივლენ. უეცრად მათ გზას ახალგაზრდა ქალი გადაუკვეთს, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვევა, ალესა გილესპი იყო. ჰარი მისთვის გვერდის აქცევას შეძლებს, თუმცა მისი წითელი ჯიპი გზიდან გადავა და რაღაცას შეეჯახება. გონს მოსული ჰარი აღმოაჩენს, რომ შერილი მანქანაში აღარაა.

საილენთ ჰილში ჰარი რამდენიმე ადამიანს შეხვდება, მათ შორის: პოლიციის ოფიცერ სიბილ ბენეტს, რომელიც მას შერილის პოვნაში დაეხმარება, ქალაქის რელიგიური კულტის − „ორდერის“ ქურუმ დალია გილესპის, რომელიც მას „დემონის“ (ალესას) შესაჩერებლად ფლაუროსს გადასცემს და ალესას, რომელსაც ჰარი მთელი თამაშის მანძილზე დასდევს, თუმცა მასთან დალაპარაკებას ვერ ახერხებს, რადგან იგი მიახლოებისთანავე უჩინარდება.

საავადმყოფო ალქემილაში ჰარი ექიმ მაიკლ კაუფმანს შეხვდება. აქვე გაიცნობს იგი ახალგაზრდა ექთან ლისა გარლანდს. ისინი ქალაქის წარსულის შესახებ ისაუბრებენ. ჰარის თხოვნის მიუხედავად, ლისა ურჩხულებით სავსე საავადმყოფოში დარჩება.

მოგვიანებით, ჰარის დალია შეხვდება და ამცნობს, რომ მას შემდეგ, რაც ალესა შუქურაზე და ტბისპირა გასართობ პარკში სამაელის ნიშანს დასვამს, მთელი ქალაქი ჯოჯოხეთურ რეალობაში გადავა და ყველა დაიღუპება. ის მას თავისი შვილის შეჩერებას სთხოვს. შუქურასთან მისული ჰარი ალესასა და სამაელის ნიშანს დაინახავს, რის შემდეგაც იგი პარკისკენ გაეშურება. იქ იგი პარაზიტის მიერ დაინფიცირებულ სიბილს იპოვის და, არჩევანის გარეშე დარჩენილი, მოკლავს მას. მალე დალია გაამხელს, რომ სამაელის ნიშანი სინამდვილეში კულტის ღმერთის განსადევნ სიმბოლოს წარმოადგენს და ჰარი მიხვდება, რომ მოატყუეს. იგი ლისას შეხვდება, რომელიც განაცხადებს, რომ ცოცხალი იმიტომაა, რომ სხვა ურჩხული ექთნებისგან არაფრით განსხვავდება, რის შემდეგაც იგი ურჩხულად გარდაქმნას დაიწყებს. შეშინებული ჰარი მას კედელს მიანარცხებს და, მის მიმართ არსებული სიმპათიის მიუხედავად, ოთახში ჩაკეტავს.

მას შემდეგ, რაც შერილი და ალესა გაერთიანდებიან, მაიკლ კაუფმანი ინკუბატორს აგლაოფოტისს შეასხამს, რაც მისგან ინკუბუსს გამოდევნის, რომელიც დალიას ელვით დაფერფლავს. ჰარი ინკუბუსს შეებრძოლება და დაამარცხებს.

ურჩხულის სიკვდილის შემდეგ სხვა სამყარო შლას დაიწყებს. მაიკლ კაუფმანი გაქცევას დააპირებს, თუმცა მას ურჩხულად ქცეული ლისა შეაჩერებს და ორმოში ჩაათრევს. ინკუბატორი ჰარის ჩვილ ბავშვს მიაწვდის, რომელიც ალესასა და შერილის რეინკარნაციას წარმოადგენს, და გასაქცევას პორტალს გაუხსნის. ამგვარად, ჰარი სხვა სამყაროს თავს დააღწევს და საილენთ ჰილს ბავშვთან ერთად დატოვებს.

Silent Hill-ის მოვლენების შემდგომრედაქტირება

ჰარი პორტლანდში დაიწყებს ცხოვრებას. ბავშვს იგი შერილს დაარქმევს. Silent Hill-ის მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ ორდერი გოგონას გატაცებას შეეცდება, თუმცა ვერ შეძლებს, რადგან ჰარი მის ერთ-ერთ წევრს თავდაცვის მიზნით მოკლავს. სასამართლო მას უდანაშაულოდ ცნობს, რის შემდეგაც ჰარი და შერილი საიდუმლოდ სხვა ქალაქში გადაცხოვრდებიან. შერილის უსაფრთხოების მიზნით ჰარი მას თმას ქერად გადაუღებავს და ახალ სახელს − ჰითერს დაარქმევს.

თავდაპირველად ჰარი შერილის „სიკვდილში“ ჰითერს ადანაშაულებდა, რის გამოც მის შეყვარებას ვერ ახერხებდა. მას ჰითერის მიტოვებასა და მოკვლაზეც კი არაერთხელ უფიქრია, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჰარი გოგონას აღზრდას გადაწყვეტს და თანდათანობით მას შვილივით შეიყვარებს.

Silent Hill 3რედაქტირება

Silent Hill-ის მოვლენებიდან 17 წლის შემდეგ 49 წლის ჰარის კლაუდია ვულფის მიერ მივლენილი მისიონერი მოკლავს, მანამდე კი მას სავაჭრო ცენტრიდან ჰითერი დაურეკავს და შეატყობინებს, რომ სახლში ბრუნდება. მათი უკანასკნელი საუბარი ჰითერის შემდეგი სიტყვებით სრულდება: „მეც მიყვარხარ, მამიკო“. სახლში მისული ჰითერი ჰარის ცხედარს იპოვის. მისიონერის მოკვლის შემდეგ, დუგლას კარტლანდის დახმარებით იგი ჰარის მის ოთახში გადაასვენებს, თეთრ ზეწარს გადააფარებს და ზედ შროშნებს დაადებს. ჰითერი კლაუდია ვულფის მოსაკლავად საილენთ ჰილში გაემგზავრება.

თამაშის ბოლოს, მას შემდეგ, რაც დუგლასი ჰითერს სახელით მიმართავს, ჰითერი განაცხადებს, რომ იგი უკვე აღარ იმალება და მას სურს, შერილი დაუძახონ, რაც მისი ნამდვილი სახელია. უკანასკნელ სცენაში ჰითერი ჰარის ყვავილებს მიართმევს და მის საფლავთან ჩაიმუხლება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი