FANDOM


ჰარი მეისონი
Harryshsm
ჰარი მეისონი Shattered Memories-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
30 (დაიბადა 1960 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
მწერალი
გამოჩნდა
Silent Hill: Shattered Memories
Silent Hill: Book of Memories (ნახსენებია)
ახმოვანებს
კირკ თორნტონი

ჰარი მეისონი Silent Hill: Shattered Memories-ის ცრუ გმირია. იგი შერილ ჰითერ მეისონის მამა და დალია მეისონის მეუღლე იყო.

Silent Hill: Shattered Memories რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

თამაშის დასაწყისში ჰარი დამტვრეული მანქანის გვერდით იღვიძებს და შერილის ძებნას იწყებს. საილენთ ჰილში ხეტიალისას იგი პოლიციის ოფიცერ სიბილ ბენეტს შეხვდება, რომელიც მას ავარიისა და შერილის გაუჩინარების შესახებ გამოჰკითხავს. ამ დროს ჰარის ვიღაც დაურეკავს, თუმცა კავშირი გაწყდება. სიბილი მას შინ წასვლას ურჩევს, რადგან, მისი თქმით, „ახლა ქალაქში სირბილის დრო არ არის“ და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად წავა.

მობილურის ჯი-პი-ესის დახმარებით ჰარი თავის ადგილმდებარეობას დაადენს და სახლისკენ გაემართება. ამ დროს მას შერილი დაურეკავს. მასთან საუბრისას ჰარის ვიღაცის ხმა მოესმება, რაც მას აფიქრებინებს, რომ შერილი საფრთხეშია. მოულოდნელად ირგვლივ ყველაფერი გაიყინება და ჰარის უსახო ჰუმანოიდები შეუტევენ. ჰარი მათგან გაქცევას შეძლებს და სახლამდე მიაღწევს, თუმცა შინ მისული აღმოაჩენს, რომ მის სახლში სხვა ოჯახი ცხოვრობს. სასოწარკვეთილი და გაუგნებული ჰარი კიბეზე ჩამოჯდება. მას თავს სიბილი წაადგება და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანს. შტორმი მანქანის საქარე მინას თოვლით დაფარავს. თავისი კოორდინატების დასადგენად სიბილი მანქანას მიატოვებს და უკან არ დაბრუნდება. მანქანიდან გადასვლის შემდეგ ჰარი აღმოაჩენს, რომ ტყეში იმყოფება და საილენთ ჰილისკენ მიმავალი გზის ძებნას დაიწყებს. როდესაც იგი მონადირის სახლს მიუახლოვდება, მას სიბილი დაურეკავს და ჰკითხავს, თუ სად წავიდა. ჰარი ტელეფონს გათიშავს და ხეტიალს განაგრძობს. უეცრად იქაურობას ყინული დაფარავს. ჰარი კვლავ ურჩხულებს გადაეყრება, მათგან გაქცეული კი იმ ქოხთან აღმოჩნდება, სადაც ოჯახთან ერთად არდადეგებს ატარებდა ხოლმე. მას სიბილი დაურეკავს და თავის შესაფარებლად სკოლა მიდუიჩის გამოყენებას ურჩევს. ჰარი მიიჩნევს, რომ შერილი შესაძლოა იქ იყოს, თუმცა სკოლაში მხოლოდ მიშელ ვალდეზს იპოვის.

მიშელი იტყვის, რომ მიდუიჩში სწავლის პერიოდში იგი შერილს იცნობდა, რაც ჰარის ძლიერ გააკვირვებს. ისინი დირექტორის კომპიუტერს გატეხავენ, რათა გადაამოწმონ, ერთსა და იმავე პიროვნებაზე საუბრობენ, თუ არა და მიაკვლევენ ცნობას იმის შესახებ, რომ შერილი სიმონსის ქუჩაზე გადაცხოვრდა. ჰარი მიშელს ღამის კლუბში გაჰყვება, სადაც ეს უკანასკნელი მუშაობს და მის ოთახში მანქანის გასაღების მოსაძებნად შევა. იქიდან დაბრუნებულს მიშელის ადგილას სხვა ქალი - დალია დახვდება, რომელსაც მისი დაბნეულობა გააკვირვებს, თუმცა მას არაფერს აუხსნის. თავისი მანქანით იგი ჰარის შერილთან შესახვედრად წაიყვანს. გზად ისინი გახსნილ ხიდს მიუხლოვდებიან. მას შემდეგ, რაც ჰარი ხიდს დაკეტავს, იქაურობას ყინულის სამყარო მოიცავს. დალია გაიყინება, ხიდი ჩატყდება და მანქანა წყალში ჩავარდება. მოთამაშეზეა დამოკიდებული, ჰარი მანქანას თავს დააღწევს, თუ ვერა. იგი ყველა შემთხვევაში გადარჩება.

ჰარი საავადმყოფო ალქემილაში მოვა გონს. მას სხვა ტანსაცმელი აცვია, სათვალე არ უკეთია და ინვალიდის სავარძელში ზის, რომელსაც სიბილი მიაგორებს. სიბილი ჰარის მონათხრობს არ დაიჯერებს, რადგან, მისი თქმით, ხიდი შტორმის დაწყების დღიდან იყო დაკეტილი და ჩათვლის, რომ მდინარეში ჰარი თავისი სურვილი შევიდა. უეცრად ყველაფერი გაიყინება. ჰარი ურჩხულებს თავს დააღწევს და ლისა გარლანდს შეხვდება, რომელიც ცეცხლმოკიდებულ მანქანასთან ტირის. ჰარი მას სახლამდე მიაცილებს, თავის ტკივილის წამალს დაალევინებს და მას შემდეგ, რაც ლისას ჩაეძინება, წავა. ტოლუკა მოლში შესვლის წინ მას სასოწარკვეთილი ლისა დაურეკავს. ჰარი მისი სახლისკენ გაიქცევა და იქ მისული მომაკვდავ ლისას იპოვის, რომელსაც შუბლიდან, თვალიდან, ცხვირიდან და პირიდან სისხლი წამოუვა და მოკვდება. ამ დროს ოთახში სიბილი გაჩნდება და ჰარის მკვლელობაში დაადანაშაულებს. ჰარი თავის მართლებას დაიწყებს. სიბილი მას გააჩუმებს და იტყვის, რომ მან იცის, რომ იგი ჰარი მეისონი არ არის. სიბილი გაიყინება და რეალობა კვლავ კოშმარს დაემსგავსება, რომლის დასრულების შემდეგ ჰარი ტოლუკა მოლში ამოყოფს თავს. იქიდან იგი შერილის სახლისკენ გაემართება, სადაც მოხუცებულ დალიას იპოვის. დალია მას ამცნობს, რომ ისინი დაქორწინებულნი არიან. გარდა ამისა, იგი იტყვის, რომ შერილი შუქურაში იმყოფება, რის შემდეგაც იგი გაიყინება, ჰარი კი უცნაურ ადგილას აღმოჩნდება. ოთახების ლაბირინთისგან თავის დაღწევის შემდეგ იგი შერილის საძინებელში შევა და მის საწოლზე ჩაეძინება.

ჰარის მიშელი გააღვიძებს და შუქურამდე მისასვლელად თავისი შეყვარებული ჯონის მანქანის გამოყენებას შესთავაზებს. გზად მიშელი და ჯონი იჩხუბებენ და მანქანას კანალიზაციის შესასვლელთან მიატოვებენ. კანალიზაციის გავლით ჰარი ენის ბარში მივა, სადაც მას მიშელს შეხვდება, რომელიც იტყვის, რომ ჯონს დაშორდა. ჰარის კითხვაზე, თუ როგორ უნდა მივიდეს შუქურამდე, მიშელი უპასუხებს, რომ ტბისპირა გასართობი პარკის უკან ნავია, რითაც იგი ტბის გადაკვეთას შეძლებს. მიშელი ჰარის ეტყვის, რომ მას შეიძლება არ მოეწონოს ის პასუხები, რომლებსაც მიიღებს.

ჰარი ნავს იპოვს, რომელშიც მას ახალგაზრდა დალია დახვდება. მასთან სექსის შემდეგ ჰარი ყინულის სამყაროში გაიღვიძებს. იგი გაყინულ წყალზე გადავა და შუქურისკენ ფეხით გაემართება. მას ურჩხულები დაედევნებიან, რომლებიც უეცრად გაიყინებიან. ყინული წყლად გარდაიქმნება და ჰარი გზას ცურვით განაგრძობს, თუმცა გონებას დაკარგავს. დახრჩობისგან მას სიბილი იხსნის, რომელსაც იგი იარაღს წაართმევს და ეტყვის, რომ შერილის პოვნაში ხელს ვეღარ შეუშლის. სიბილი განაცხადებს, რომ არ ესმის, თუ რა ხდება ირგვლის, რადგან მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ჰარი 18 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა. სიბილი წავა, ჰარი კი შუქურაში შევა, რაც სინამდვილეში ექიმ კაუფმანის კლინიკა აღმოჩნდება.

გაირკვევა, რომ კაუფმანის პაციენტი 25 წლის შერილ მეისონი ყოფილა, რომელიც ვერ შეეგუა მშობლების განშორებასა და მამის სიკვდილს. თავად ჰარი, რომელსაც მოთამაშე მთელი თამაშის მანძილზე მართავდა, შერილის წამოსახვის ნაყოფი აღმოჩნდება.

თამაშის ბოლოს ჰარისა და შერილს შორის დიალოგი გაიმართება. მოთამაშის ფსიქოლოგიურ პორტრეტზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება იგი. არსებობს სამი ვარიანტი: 1) ჰარი შერილს ეტყვის, რომ მუდამ მასთან ერთად იქნება და გაიყინება; 2) შერილი ჰარის ეტყვის, რომ რაც მოხდა, მისი ბრალი არ იყო. ჰარი მას პატიებას სთხოვს, გაიყინება და შლას დაიწყებს; 3) შერილი ჰარის ეტყვის, რომ იგი გმირია, ხოლო კაცი, რომელიც მოკვდა, მამამისი არ იყო. იგი იდეალური მამის შესახებ თავის ცრუ მოგონებებს არ დათმობს.

თამაში მეისონების ოჯახის წარსულის ამსახველი ვიდეოებით სრულდება. დასაწყისში ისინი მეტად ბედნიერად გამოიყურებიან, უკანასკნელი ვიდეოდან, რაც შერილის მიერაა გადაღებული, კი იკვევა, რომ:

  • Love Lost („დაკარგული სიყვარული“) – ჰარიმ ცოლ-შვილი მიატოვა. წასვლის წინ იგი შერილს ეუბნება, რომ რაც მოხდა, მისი ბრალი არაა და რომ „თუმცა მამასა და დედას ერთმანეთი აღარ უყვართ“, მათ იგი მუდამ ეყვარებათ.
  • Drunk Dad („მთვრალი მამა“) – ჰარი ლოთი ყოფილა. მთვრალი ჰარი შინ ბრუნდება და შერილს ლუდის მოტანას უბრძანებს, შემდეგ კი ჩაილაპარაკებს: „რა გასაკვირია, რომ ასეთი ოჯახის ხელში ვსვამ“.
  • Sleaze and Sirens („გაიძვერა და სირინოზები“) – ჰარი მექალთანე ყოფილა. მიშელი და ლისა მისი საყვარლები აღმოჩნდებიან.
  • Wicked and Weak („ბოროტი და სუსტი“) – ჰარის დალია ჩაგრავდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორც ამცირებს და ცემს ის მას.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი